განათლება

უნარების განვითარება მწვანე ეკონომიკაში სამოქალაო განათლების მიმართულებით

ესკო-ესის საგანმანათლებლო კომპონენტი ითვალისწინებს სერთიფიცირებული სასწავლო მოდულების ორგანიზებას პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნთ. ჩვენ 2024 წლის მაისის თვიდან ვახორციელებთ ეროვნული კვალიფიკაციის მეოთხე ჩარჩო დონის აკრედიტირებულ პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამას. სახელწოდებით:„ავტომატურად მართვადი კონტეინიზირებული ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურება“ კომპანია ESCO-s ახორციელებს ამ სასწავლო მოდულის ფართოდ დანერგვას საქართველოს პროფესიულ განათლების სისტემაში ხუთ პროფესიულ კოლეჯშში: ბათუმი კოლეჯი „ბლექსი“ ქუთაისი კოლეჯი „იბერია“, ახალციხე კოლეჯი „ ოპიზარი“,თელავი კოლეჯი „ჰორიზონტი“ მარნეული კოლეჯი „მოდუსი“.

ჯანსაღი გარემო კარგი მემკვიდრეობაა, რაც კი შეიძლება მომავალ თაობას გადავცეთ. ჩვენი მიდგომები თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებს და „მწვანე მომავლის “გამოწვევებს ემყარება. კომპანია ესკო-ესმა შექმნა პროექტი – მწვანე მომავალი: გარემოსდაცვით განათლება!

ჩვენ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ვახორციელებთ თემატურ ვიდეოგაკვეთილებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით. რაც ხელს უწყობს მდგრადი მიდგომების შემეცნებას. თემატური გაკვეთილები, დისკუსიები, შემეცნებითი ვიდეო გაკვეთილები ლინგაფონის კაბინეტში, ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას განივითარონ კრიტიკული აზროვნება, გააღრმავონ ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ საზოგადოების სხვადასხვა პროცესში მდგრადი განვითარებისთვის

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop