ვაშლის და ბროწეულის სასმელი “ცოცხალი სიდრი ბროწეულა”
ალკოჰოლის შემცველობა 9.5% .
ყურადღება: მიირთვით გაციებული. სიტკბოს ან ალკოჰოლის კონდიციის რეგულირების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გააზავოთ სასმელთან ერთად წარმოდგენილი ვაშლის წვენით ან დისტილატით გემოვნების მიხედვით. დამზადებულია შპს “ესკო ესის” მწვანე ინჟინერიის ცენტრის ნულოვანი ემისიის სადემონსტრაციო საამქროში, თითქმის ნულოვანი გავლენით გარემოზე, საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში.
ორგანული წესით მოპოვებული გოლდენის ჯიშის ვაშლის და კახეთის რეგიონში შეგროვილი ბროწეულის ნაყოფისგან. 2021 წლის მოსავლით. ნედლეული შეგროვილია მოსახლეობის საკარმიდამო უწამლი ნაკვეთებიდან და ბაღებიდან. ცივი მექანიკური გამოწურვის შემდგომ, ორგანული მეთოდოლოგიით დადუღებული ტკბილი წვენი პირველადი ფერმენტაციის დასრულების შემდგომ განთავსებულია ბოთლებში და წარმოდგენილია რეალიზაციისთვის.
პროდუქტის შეძენა: https://cidershop.kovzy.com/?showproduct=43