რა თქმა უნდა, გსმენიათ, რომ მზის ენერგია კარგია გარემოსთვის, მაგრამ ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რატომ და როგორ?
ამ სტატიაში განვიხილავთ მზის ენერგიის სხვადასხვა სახის სარგებლიანობას გარემოსთვის, რაც დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ განახლებადი ენერგიის გავლენა გარემოზე.
მზის ენერგიის უპირატესობის კუთხით უამრავი სხვადასხვა მიზეზის ჩამოთვლაა შესაძლებელი, მათ შორის ფინანსური სარგებელი, რაც მზის ენერგიის უტილიზაციის დროს ელექტროენერგიის გადასახადების მკვეთრ შემცირებას განაპირობებს. ზოგიერთ ადამიანს, უბრალოდ ხიბლავს მისდიოს მწვანე ცხოვრების სტილს და მეტ ენერგო დამოუკიდებლობას.
თუმცა მზის ენერგიის ბენეფიტებიდან მნიშვნელოვანია, ისინი, რომელიც უშუალოდ გარემოზე დადებით ზემოქმედებას ახდენენ.
წიაღისეული საწვავი უამრავ დამაბინძურებელს წარმოქმნის, თუ ოდესმე ყოფილხართ ნიუ-იორკში, ჩინეთში ან ისეთ ადგილას, რომლის გეოგრაფიაც მთებისა და ხეობებისგან წარმოდგება, ალბათ ნახავდით როგორ გამოიყურება დაბინძურებული ჰაერი.
ნისლი, დაბინძურებული ჰაერი ცუდია გარემოსთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ესთეტიკისთვის. როდესაც დამაბინძურებლები ჰაერში რჩება ირგვლივ ყველაფერი უბრალოდ უარესდება.
მზის პანელები ჰაერის დაბინძურებას უშლის ხელს. თქვენი მზის პანელბი სუფთა ენერგიის წარმოქმნის და არ მონაწილეობს ჰაერის დაბინძურებაში
თუ თქვენი ენერგიის წყარო არ იყენებს წიაღისეულს სიმძლავრედ, სავარაუდოდ ის გარკვეული სახის წყალს მოიხმარს როგორც ენერგიის რესურსს. ჰიდროენერგეტიკა და ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარს.ხშირად, წყლის დინების და ელექტროენერგიის წარმოქმნის საკონტროლოდ კაშხლის აგების საჭიროება დგება. როცა საქმე კაშხლებს ეხება, აქ მთავარი პრობლემა კახშლის წყალია, რასაც ადგილობრ ეკოსისტემაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.
მზის პანელები ენერგიას წყლის და ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე წარმოქმნიან. ამერიკის ენერგო-ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის თანახმად, მზის ენერგიის სისტემებს რეალურად შეუძლიათ წყლის მოხმარების შემცირება 36 შტატში. ეს საკმაოდ დიდ როლს ითამაშებდა წყლის სიმწირის პრობლემის გადაჭრაში.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სარგებლობენ ცხოვრების მწვანე სტილით და ენერგო დამოუკიდებლობით. თუმცა , მზის ენერგიას ასვე შეუძლია ჩვენი დამოკიდებულების დონის შემცირება ენერგიის არაგანახლებად წყაროებზე, როგორიცაა მაგალითად წიაღისეული. ეს კი შესანიშნავია ბევრი მიზეზის გამო.
უპირველესყოვლისა, მსგავსი არაგანახლებადი ენერგიის რესურსები უამრავ დამაბინძურებელს წარმოქმნიან, რომელიც ჩვენი ჰაერის ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, არაგანახლებადი რესურსების ბუნება, რომელიც ამოწურვადია. რაც უფრო სწრაფად და სრულყოფილად მოვახდენთ ტრანზიციას განახლებად ენერგიაზე, მით უკეთესი იქნება ჩვენი გარემოსთვის.
ჩვენ უკვე ვახსენეთ, ამერიკის ენერგო-ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის მოსაზრების შესახებ, მზის ენერგიის სისტემის როლზე წყლის დეფიციტის აღმოფხვრაში, თუმცა იმავე ანგარიშში, უწყება ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ უფრო სუფთა ჰაერი პოზიტიურ გავლენას მოახდენდა ადამიანთა ჯანმრთელობაზე. რეალურად, ანგარიშში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ასეთ შემთხვევაში 25.000 სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
ეს ასეა, რადგან სუფთა ჰაერი ნიშნავს სუფთა ფილტვებს.
დასასრულს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი-კლიმატის ცვლილების საკითხს შევეხებით. დამაბინძურებლებისა და დამატებით CO2-ის უწყვეტი გაფრქვევა ჰაერში, ჩვენს პლანეტას ძვირად უჯდება. გარემოსთვის უფროდაუფრო რთულია ჰაერის გაწმენდა. ნახშირბადის შემცველობა ზრდას განაგრძობს, ისევე როგორც მზისგან მომდინარე სიმხურვალის შეკავება. ვ ჰაერის პირობათა ცვლილებები სხვადასხვა კლიმატზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. პლანეტის მასშტაბით, ეს ასევე გამოიწვევს ამინდის პატერნების არაპროგნოზირებადობასა და არასტაბილურობას.
მეცნიერებმა და კლიმატოლოგებმა დიდი შრომა გასწიეს, რომელიც სხვადასხვა ექსპერიმენტს, კლიმატის მოდელირებას და კვლევას მოიცავს.სამეცნიერო სფეროში არსებობს საზოგადო კონსენსუსი, რომელიც კლიმატის ცვლილების ტალღის შესაჩერებლად განახლებადი ენერგიის პროექტის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
მზის ენერგია ერთერთია იმ გადაწყვეტებიდან, რომლითაც შესაძლებელია, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების პრევენცია. ჰაერში CO2-ის ემისიის შემცირებითა და ნაკლები დამაბინძურებლების გამოთავისუფლებით, თითოეულ ჩვენგანს კლიმატის ცვლილების ტემპის შენელებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია.