ეკო-მეგობრული ნაგებობა: მწვანე შენობის 8 უპირატესობა

ეკო-მეგობრული ნაგებობა: მწვანე შენობის 8 უპირატესობა

გამოქვეყნებულია 2016 წლის 26 თებერვალს,

ეკო-მეგობრული კონსტრუქცია მოიცავს რესურს-ეფექტურ და ეკოლოგიურ მასალასა და პროცესებს შენობის ,,სიცოცხლის’’ სრული ციკლის მანძილზე. მოსაზრება რომ ეკო-მეგობრული შენობა ხარჯიანია დიდი ხნის წინ გაბათილდა და მწვანე შენობამ არაერთი უპირატესობის გამო პოპულარობაც მოიპოვა. გთავაზობთ 8 მიზეზს , თუ რატომ არ უნდა თქვათ უარი ეკო-მეგობრული კონსტრუქციების კომპანიებთან თანამშრომლობაზე მშენებლობის პროცესში.
1.მოვლა-პატრონობის და ექსპლუატაციის დაბალი ხარჯები
მწვანე შენობა უნიკალურ სამშენებლო თვისებებს გულისხმობს, რაც რესურსების ეფექტიანი მართვის გარანტიას იძლევა, როგორიცაა წყალი და ენერგია. მაგალითად, ამოცანაზე ორიენტირებული განათებისა და უხვი დღის შუქის გამოყენებით, მწვანე შენობა მნიშვნელოვანწილად ამცირებს გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობას განათების სისტემებში. ეს მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს წყლისა და ენერგიის გადასახადების მესამედი დაზოგონ. იმის გათვალისიწნებით, რომ ექსპლუატაციის და შენახვის ხარჯები შესაძლოა შენობის სასიცოცხლო დანახარჯების 80% შეადგენდეს, ამგვარი ხარჯების შემცირება საგულისხმოდ ზრდის შენობის მეპატრონეთა შემოსავალს, ვინც საკუთარი შენობების გაქირავებით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე შენობის მშენებლობა ოდნავ ძვირი ჯდება, შემცირებული საექსპლუატაციო და შენახვის ხარჯები ეკო-მეგობრული შენობებს ფინანსური კუთხით, გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით მიმზიდველ ვარიანტად აქცევს.

2.ენერგო-ეფექტიანობა
მწვანე შენობების არქიტექტორები მაქსიმალურად ცდილობენ შეამცირონ დამოკიდებულება არაგანახლებადი ენერგიის წყაროებზე, როგორიცაა მაგალითად ნახშირი. ამის საპირისპიროდ, ისინი ამონტაჟებენ მზის პანელებს, მზიდან მომავალი ენერგიის გამოსაყენებლად, ქმნიან ფანჯრების იმგვარ დიზაინს, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და შესაბამისად, ამცირებს ხელოვნური სინათლის გამოყენების საჭიროებას. ამგვარი და სხვა მეთოდების უტილიზაციის შედეგად, შენობებში ენერგიის ეფექტიანი გზებით გამოყენება ხდება. ენერგოეფექტურობა საგულისხმოა არამხოლოდ ასეთი შენობების მომხმარებლებისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის, რადგან არა-განახლებადი ენერგიის წყაროები ძვირია და ასევე გარემოს მნიშვნელოვან დაბინძურებას იწვევს.

3.შიდა გარემოს ხარისხის გაუმჯობესება
შიდა გარემოს ხარისხის დამოკიდებულია შენობის შიდა პირობებზე და მათ გავლენაზე შენობით მოსარგებლეებზე.ეს პირობები მოიცავს, განათებას, ერგონომიულ ფაქტორებს, თერმულ პირობებს და ჰაერის ხარისხს. კარგი შიდა გარემო პირობები პასუხისმგებელია მაცხორებელთა ჯანმრთელობაზე, კარგი პირობები ამცირებს სტრესს და აუმჯობებსებს ადამიანთა ცხოვრების ხარისხსს. მწვანე შენობებში კარგი გარემო პირობები მიღწეულია ფუნქციური ფანჯრების დამონტაჟებით, რომელიც მაქსიმალურად ატარებს მზის სხივებს, ჯანსაღი შიდა გარემოს შექმნისთვის ერთრთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე იმგვარი მასალისგან დამზადებული ნივთების გამოყენების შემცირება, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ელემენტს გამოყოფენ.

4.წყლის ეფექტიანობა
წყლის ეფექტიანი გამოყენება გულისხმობს, წყლის დაზოგვას, რაც განაპირობებს დღეს და სამომავლოდ სუფთა წყლის მარაგების არსებობას. მწვანე შენობა ეყრდნობა წყლის ალტერნატიული წყაროს , ისეთის როგორიცაა წვიმის წყლის გამოყენებას. ასეთ შემთხვავში წყლის დანაკარგის შემცირება შესაძლოა მოხდეს, ეფექტური სანტექნიკის მოწყობილობის დამონტაჟებით, რომელიც ამცირებს წნეხს საერთო წყლის რესურსებზე , წყლის გამწმენდი და გადამუშვებადი სისტემების საშუალებით.

5.უკეთესი ჯანმრთელობა

ადამიანები, რომლებიც მწვანე შენობებში ცხოვრობენ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი ბენეფიტებით სარგებლობენ, ეს კი განპირობებულია ასეთი შენობების მშენებლობისას გამოყენებლი უსაფრთხო მასალებით. მაგალითად, ეკო-მეგობრული სამშენებლო კომპანიები თავს არიდებენ პლასტიკის პროდუცქციის გამოყენებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ტოქსინების გამომყოფია. ისეთი ტოქსიკური ნივთიერებები, როგორიცაა კანცეროგენები არამხოლოდ სუნთქვის გართულებებს იწვევენ არამედ სიმსივნური დაავადებების წარმოქმნის რისკსაც ზრდიან.

6.მატერიალური ეფექტიანობა

მატერიალური ეფექტიანობა გულისხმობს ფიზიკური პროცესებისა და მასალის იმგვარ გამოყენებას, როდესაც რესურსების მინიმალური დანახარჯი უარყოფითად არ აისახება შედეგის ხარისხზე. ამასთან, პროცესის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი მინიმალური უნდა იყოს. მატერიალური ეფექტიანობის მისაღწევად მწვანე მშენებლობის კომპანიები ამჯობინებენ დროში გამძლე, გადამუშვებად და ხელახალი მოხმარების მასალების გამოყენებას სამუშაო პროცესში. შენობის იმგვარ პროექტირებას, რაც შესაძლებელს გახდის სამშენებლო მასალის, წყლის, ნედლეულის და ენერგიის ნაკლებ მოხმარებას.

7.უკეთესი გარემო
გარემოს დამაბინძურებელი ენერგიის წყაროების გამოყენების შემცირებით, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ნახშირი, მწვანე შენობებს სუფთა გარემოს შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეაქვთ. ამას გარდა, ატმოსფეროში ნახშირბადის გამოფრქვევის შემცირებით, ეკო-მეგობრული შენობები კლიმატის ცვლილების ტემპების შენელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

8.ადგილობრივ რესურსებზე წნეხის შემცირება
პლანეტის მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ადგილობრივი საერთო რესურსები როგორიცაა, წყალი და ენერგია საყურადღებო წნეხის ქვეშ ექცევა. წყლისა და ენერგო ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული ტექნოლოგიებისა და პროცესების მეშვეობით მწვანე შენობებს შეუძლიათ ამ წნეხის შემცირება.

დაიწყე ეკო-მეგობრული პროექტის მშენებლობა დღეს!
მწვანე შენობის ბენეფიტების გაანალიზების შედეგად, ნათელია რომ ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილება გარემოსა და რესურსებზე დამღუპველი ზეგავლენის მოხდენის გარეშეც შესაძლებელია. ეკო-მეგობრული შენობები ემყარება უნიკალურ კონსტრუქციულ ტექნოლოგიებს, რაც ქმნის იმის გარანტიას, რომ მშენებლობისას ეფექტიანად და პასუხსიმგებლობით გამოყენებული რესურსები არ ნიშნავს მომხმარებლის კომფორტისა და ჯანრთელობის კომპრომისს. თუ გეგმავთ ნებისმიერი სახის შენობის აშენებას, დაუკავშირდით Nationwide-ს და გახდით მწვანე! აღმოაჩენთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენ დაზოგავთ თანხას, ისიამოვნებთ უკეთესი მომავლით და ხელს შეუწყობთ გარემოს კონსერვაციას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop