ესკო-ესის მწვანე ინჟინერინგის ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა 20 კაციანი დელეგაცია ესტუმრა. მოსწავლეების ვიზიტი ‘მწვანე მომავალი-ახალგაზრდები ტყეებისთვის“ ფარგლებში შედგა. კომპანიის ექსპერტებმა და მენეჯმენტმა მოსწავლეებს თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიები წარუდგინეს. ვიზიტი ახმეტის სკოლის პედაგოგების რეკომენდაციით განხორციელდა. მას მერე რაც მათ კომპანია ესკო ესის მწვანე ტექნოლოგიებიოს ცენტრის ხელმძღვანელის ზაალ ხელაძის საჯარო ლექცია მოისმინეს ახმეტის ეკოჰაბში ა.წ 6 ნოემბერს.
მოსწავლეები დაინტერესდნენ მწვანე მიდგომებით ინდუსტრიასა და საყოფაცხოვრებო რეალობებში. მწვანე საცხოვრისის შექმნასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების რეალიზაციაზე.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ განხორციელებული პროგრამის – „ბუნებრივი რესურსები სმართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფასოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (ECOserve) ფარგლებში. ინიციატივები ასევე ხორციელდება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც CENN ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ახორციელებს.