ესკო-ესმა ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციის კონცეფცია შექმნა და საპილოტე პროექტი განახორციელა

February 10, 2021

ავსტრიის განვითარების სააგენტოს და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით ესკო-ესის მწვანე ინჟინერინგის ცენტრი აჭარის რეგიონში ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მწვანე რეაბილიტაციის შესაძლებლობებს ამუშავებს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საჯარო სკოლების ინსპექტირება და ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციის გეგმა შედგა. გეგმა შენობათა ნულოვან ენერგომოხმარების მიღწევის მიზნით სამშენებლო ელემენტების (კედელი სახურავი იატაკი კარი ფანჯარა და სხვა) თბოტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, იმგვარად, რომ მიღწეული იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მაისს ხელმოწერილი კანონის „შენობათა ენერგოეფექტიანობის შესახებ“ მოთხოვნები.
კონცეფცია ასევე მოიცავს საჯარო სკოლების მოვლა პატრონობის და ეფექტური ენერგომენეჯმენტის წარმოების სამოქმედო დოკუმენტს. ამასთანავე, მასში წარმოდგენილია განახლებად ენერგოწყაროების გამოყენების შესაძლებლობები და მოცემულია: სიმულაციური ანალიზი, განახლებადი წყაროების გენერაციის ჩართვის ჰიდრავლიკური სქემები და სკოლებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭების გზამკვლევი.
მწვანე ინჟინერინგის ცენტრის გუნდის მიერ, ორგანიზაცია CENN-ის ჩართულობით სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში საქვაბე სისტემის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციის პილოტირება განხორციელდა, რისთვისაც საწვავად თხილის ნაჭუჭები იქნა გამოყენებული. ეს ფაქტი ხაზს უსვამს ცირკულარული ეკონომიკის საფუძველთა საფუძველს, რაც ნარჩენების მართვის შემცირებაში გამოიხატება.
პილოტირებული პროექტის რეპლიკაციის უზრუნველსაყოფად ქედის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო დარგის პედაგოგებისთვის ტრეინინგიც ჩატარდა.
„მსგავსი პროექტები საქართველოში ხეტყის (საშეშე და კომერციული) რესურსის არამდგრადი მოპოვების შედეგად ტყის კორომების ფართობების შემცირების ტენტენციას შეანელებს. რის შედეგადაც იზრდება ბუნებრივი, ეკოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული რისკები, სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკარგები. ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვით, მდგრადი ბიომასის ენერგო რესურსებისათვის ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების საწარმოო ბაზრების განვითარებით-ასეთი კომპლექსური მოიდგომა ამ პრობლემების გადაჭრის სწორი მექანიზმია“ აღნიშნავს მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ხელმძღვანელი ზაალ ხელაძე.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop