ქართულმა საგანმანათლებლო სექტორმა კოპანია ესკო-ესისგან სასარგებლო საჩუქარი მიიღო. ესკო-ესის ავტორობით გამოიცა „მწვანე ტექნოლოგიების დამხმარე სახელმძღვანელო“, რომელიც საჯარო სკოლებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს ფორმალურ და არაფორმალურ სწავლების მეთოდებში თანამედროვე განათლების და ცნობიერების საკვანძო მიმართულების დანერგვას სთავაზობს.
განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების განვითარება უალტერნატივო პასუხია იმ მწვავე გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მსოფლიოს მოსახლეობა აღმოჩნდა. ეს არის აუცილებელი პირობა კლიმატის ცვლილების შერბილების და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. ასევე ადამიანის კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
მწვანე ტექნოლოგიების გზამკვლევი წარმოდგენილია ორ ნაწილად და გათვლილია საჯარო სკოლების დამმამთავრებელ კლასებში ფორმალური და არაფორმალური სასწავლო კურსის ჩატარებისთვის. შესაძლებელია ამ კურსის ინტეგრირება ცალკეულ დისციპლინებთან და სასკოლო საზოგადოებრივ აქტივობებთან.
პირველ ნაწილში განხილულია თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიები და მათი გავრცელება საქართველოში. იგი ემსახურება ამოცანების გადაჭრის მიზანმიმართულ იერარქიას:
გზამკვლევის მეორე ნაწილში წარმოდგენილია საგაკვეთილო გეგმები, სათნადო ამოცანებთან, პრაქტიკულ დავალებებსა და სახალისო შეკითხვებთან ერთად. ეს მასალები შესაძლებელია გამოყენებული იყოს სასწავლო მოდულის შექმნისთვის მწვანე სასწავლო დისციპლინებში, რაც თავის მხრივ, მწვანე პროფესიონალების მომზადებისთვის ბაზისს შექმნის.
ასეთი მიდგომები შესაძლებელს გახდის, უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა მიიღონ კარგი საწყისი, შრომითი ბაზრისთვის ახალი ტიპის მწვანე პროფესიონალების წარსადგენად.
დასკვით ნაწილში წარმოდგენილი ტესტები, ამოცანები, მათი ამოხსნის გზები და მეთოდოლოგიები, რაც მიღებული ცოდნის მონიტორინგის კარგი საშუალებაა.
გზამკვლევის ელექტრონული ვერსია, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მითითებული ბმულიდან.