მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები-მოთხოვნა მწვანე ინჟინერინგზე

ნარჩენების მართვის კოდექსი ადგენს ნარჩენების მართვის იერარქიას: პირველ ადგილზეა პრევენცია, მას მოსდევს ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება, შემდეგ რეციკლირება, სხვა სახის აღდგენა, მათ შორის, ენერგიის აღდგენა და ბოლოს ნაგავსაყრელზე განთავსება (მუხლი 4). გარდა ამისა, კოდექსი განსაზღვრავს უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპს და „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ (მუხლი 5), ასევე მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მუხლი 9). კოდექსის მუხლ 9-ში წარმოდგენილი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება წარმოადგენს მწარმოებლის მიერ საკუთარი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების, ტრანსპორტირების, აღდგენისა (რეციკლირების ჩათვლით) და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფის საშუალებას. აღნიშნული ვალდებულებების შესრულება მწარმოებლებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად – „ასოციაციების“ საშუალებით შეუძლიათ. მუხლი 10 იძლევა გარკვეული პროდუქტის გამოყენებისათვის გადასახადების ან სუბსიდიების და წესების უფლებას. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა განსაზღვრავს მუნიციპალური ნარჩენების, მათ შორის, ბიო-დეგრადირებადი ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის ღონისძიებებს (მუხლი 13).

მწარმოებლის ვალდებულებები ყალიბდება  ნარჩენების მართვის იერარქიასთან შესაბამისობის დაცვით და მწარმოებლების მიმართ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პოლიტიკით დადგენილი მოთხოვნების შესრულებით. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს მწარმოებლებში „დიზაინი გარემოს დაცვისთვის“ სტიმულირება.

მწარმოებლები პასუხისმგებლები არიან წარმოებულ პროდუქციასთან ერთად წარმოქმნილ ნარჩენებზ. ნაჩენების მართვის კოდექსის თავი IX ეხება ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის შექმნის, წარმოებისა და მუდმივი განახლების აუცილებლობას.

საქართველომ მწარმოებლის გართოებული ვალდებულების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ახლა უკვე შესაძლებელია დავინახოთ რევოლუციური ცვლილებები ადამიანის დამოკიდებულებაში ნარჩენების მიმართ. კერძო სექტორისთვის შესაძლებელი გახდება მაღალპასუხისმგებლიანი მიდგომების განვითარება ნარჩენების მართვის საქმეში.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საბოლოოდ ემსახურება ერთ მიზანს – დაიცვას ადამიანები და გარემო, სადაც ვცხოვრობთ. იდეა პირველად 1990 წელს შვედეთში გაჩნდა და წარმატებით დაინერგა ევროპის ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ.

2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მე-6 მუხლი არეგულირებს  ოთხი სხვადასხვა ნარჩენის ნაკადების მართვას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ქვეშ. ესენია: ელექტრონული ნარჩენები, გამოყენებული ზეთები, საბურავები, ბატარეები და აკუმულატორები. რეგულაციები ძალაში შევიდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან. ამის შესაბამისად ძლიერდება მოთხოვნები მწვანე ინჟინერინგისადმი,წარმოიშობა  ახალ გამოწვევები.

ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრს გააჩნია  შესაძლებლობები დახმარება გაუწიოს კერძო ბიზნესს მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებასა და ცხოვრების მწვანე წესის დანერგვაში. კომპანიის ექსპერტთა ჯგუფს გააჩნია ამბიცია იყოს ფლაგმანი ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop