სიდრი-მეტი ვიდრე სასმელი

სიდრის წარმოება საუკუნეებს ითვლის. სიდრი ფერმენტირებული ხილისგან დამზადებული ერთერთი ყველაზე ძველი, მსუბუქი ალკოჰოლური სასმელია. ფაქტები ადასტურებს, რომ მას  რომის იმპერიაში, ანტიკურ საბერძნეთსა და შუა აზიაშიც მიირთმევდნენ. დღეს, სიდრს ყველაზე დიდი რაოდენობით ევროპაში მოიხმარენ, ეს სასმელი განსაკუთრებით უყვართ  გაერთიანებულ სამეფოში.

სიდრის წარმოება არცთუ ისე პოპულარული საქმიანობაა საქართველოში, თუმცა  ჰორიზონტზე იკვეთებიან ამომავალი პროფესიონალები ნამდვილი სიდრის კეთების  სურვილითა და  ენთუზიაზმით. ნამდვილი სიდრი კი ცოცხლად დაწურული ხილისგან მიღებული ფერმენტირებული წვენისგან მზადდება, რომელშიც ბუნებრივი შაქარი და საფუარია. კარგი ხარისხის სიდრი დამზადებულია ორგანული წესით მოპოვებული ხილისგან, რომელიც  საკარმიდამო უწამლი ნაკვეთებიდან და ხილის ბაღებიდანაა შეგროვილი.

სიდრის წარმოებაში, ერთერთი ასეთი პიონერი  ,,ესკო-ესია’’. კომპანია, რომელიც ხარისხიანი პროდუქტის შექმნისადმი სერიოზულ მიდგომას ამჟღავნებს და საუკეთესო ხარისხის ცოცხალ სიდრს საკუთარ 0-ოვანი ემისიის მქონე საწარმოში, გარემოზე თითქმის ნულოვანი ზემოქემდებით აწარმოებს.

საწარმო კავკასიის მთებში,ზღვის დონიდან 995 მეტრ სიმაღლეზე,  დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამჟამდ, საწარმოში 10 -ზე მეტი სახეობის ცოცხალი სიდრი იწარმოება, პროდუქცია ექსკლუზიურად  ზაალ ხელაძის კოლექციას წარმოადგენს, რომელიც ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრსა და ნულოვანი ემისიის საწარმოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. საწარმო არომატების სიუხვით გამორჩეულ, დაბალი-ალკოჰოლურ შუშხუნა სიდრებს სხვადასხვა ორგანული ხილისგან ქმნის. ვაშლისა და მსხლის ჯიშთა ნაირსახეობა, კომში, ყურძენი, კივი, ფეიხოა, ეს იმ ნედლეულის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ბაზალეთის საწარმო საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საკარმიდამო უწამლი ნაკვეთებიდან და ხილის ბაღებიდან იღებს.

ცივი მექანიკური გამოწურვის შემდგომ, ორგანული მეთოდოლოგით დადუღებული ტკბილი წვენი პირველადი ფერმენტაციის დასრულების შემდგომ განთავსებულია ბოთლებში და წარმოდგენილია რეალიზაციისთვის. სიდრის თითოეულ ბოთლს თან ახლავს შესაბამის ხილის სიროფი და დისცილატი გსაზავეებლად,  იმ შემთხვევაში თუკი მომხმარებელს სასმელის  სიტკბოს დარეგულირების სურვილი გაუჩნდება.

სიდრი სასიამოვნო გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, თუმცა  არომატულობა და სიხალისე არაა ერთადერთი, რაც ამ სასმელს განსაკუთრებულს  ხდის. უახლესი კვლევების  მიხედვით, სიდრი  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ბენეფიტების მატარებელია.

ნამდვილი სიდრი არ შეიცავს გლუტენს. ის მდიდარია ც ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით, რაც სასმელში ძირითადად ხილის კანიდან ხვდება. ფერმენტირებული სასმელი, როგორიც სიდრია, წარმოადგენს ფუნქციონალურ პროდუქტს ორგანიზმის პრობიოტიკებით შევსების კუთხით. სიდრის ნორმის ფარგლებში მირთმევა ამცირებს სისხლის წნევასა და ქოლესტერინის დონეს.

ასე, რომ  ეს შუშხუნა და არომატული სასმელი არამარტო გემოვნური, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც მდიდარია.

 

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop