კომპანია ესკო-ესის მწვანე ინჟინერინგის ცენტში ორგანული საკვების მომზადების სასწავლო კურსს გერმანელი შეფ-მზარეული გუნტერ პომპი უძღვება. ეს პროგრამა ესკო-ესის ახალი განაცხადია ჰორეკას სექტორში მწვანე მენეჯმენტის პრინციპების დანერგვის მიზნით. კომპანია ესკო-ესი 0-ოვანი ემისიის სადემონსტრაციო ცენტრში დაბალემისიური ინდუსტრიის კიდევ ერთი ახალი ერთეულის ორგანული კაფეს „სიდრის ბაღი“ ორგანიზებას აპირებს.
მნიშვნელოვანია ის, რომ გუნტერ პომპი ფრანგი სომელიეს, მერნის პურეს მიერ ესკო -ესის სასმელებისთვის შედგენილი სიდრის და ხილის დისცილატების ტესტ ინსტრუქტაჟების გათვალისწინებთ ადგენს მენიუს.
გუნტერ პომპი ქართველ კოლეგებს გერმანიის მთავრობის მიერ ორგანიზებული გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ეხმარება. პროექტი სპეციალურად ესკო-ესისთვის არის ორგანიზებული და ითვალისწინებს ჰორეკას სექტორში მდგრადი პრინციპების ორგანიზებას. პროექტი ბიო-დეგრარირებადი შესაფუთი მასალების გამოყენების, უნარჩენო მენეჯმენტის, ორგანული ბიო-ინჟინერიის პრინციპების და პროცესების მდგრადი მართვის სისტემების იმპლემენტაციის შესაძლებლობების დანერგვას ემსახურება.
ტრეინინგის პროცესი მოიცავს: