📆 13 ივლისი, 2025 | 15:00-დან 20:00 საათამდე
ღონისძიების დღის წესრიგი
14:30 – 15:00 | რეგისტრაცია და მიღება ყავაზე
– სიდრის დეგუსტაცია
– თემატური ფოტო ზონა და სპონსორთა ბანერები
16:00 – 16:15 | მისასალმებელი სიტყვები
წამყვანი: ზაალ ხელაძე
16:15 – 17:30 | პანელური დისკუსიები
17:30 – 18:30 | დაჯილდოების ცერემონია (ჟურნალისტები)
– ჟიური: გოგა ჩანადირი, გიორგი ბაქრაძე, ნათია ნადირაშვილი, ნათია ხაბეიშვილი, მერაბ მეტრეველი
18:30 – 20:00 | ექსპრომტ- კონკურსი და ვიქტორინა
მუსიკა
ეკო-ვიქტორინა და პრიზები
ტორტის საზეიმო გაჭრა
🍵 დამატებითი აქტივობები
– შუშხუნა სიდრი ბროცკი – დეგუსტაცია
– ჩაის ცერემონია ჩაის სერტიფიცირებული ოსტატისგან
– ფოტო ზონა და გარემოსდაცვითი ფილმების ჩვენება
📬 RSVP და კონტაქტი ტელ: 577 477 037
📧 info@escos.ge
🌐 https://escos.ge/?lang=ka-ge
სიდრის კლუბი, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ
ორგანიზატორი: ESCO-S
თანაორგანიზატორები და სპონსორები: კომპანია „დიო“, სასტუმრო „განთიადი“, ორგანიზაცია „ელკანა“, არაგადამდებ დაავადებათა კონტროლის ალიანსი . კომპანია პე ეს პე.
13 ივლისს, ბაზალეთის ტბის სანაპიროზე, მწვანე ინჟინერიის ცენტრში გაიმართება „მდგრადი ბიზნესის ფესტივალი 2025“, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, მედიას, სამოქალაქო სექტორსა და განათლების სფეროებს .
ფესტივალის ფარგლებში, მდგრადი განვითარების იდეის გარშემო გაიმართება კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებლიანი ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია, პანელური დისკუსიები მწვანე ტრანსფორმაციის შესახებ და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ინიციატივების პრეზენტაცია.
ფესტივალის მიზანია აჩვენოს, რომ მდგრადი ბიზნესი არამხოლოდ სოციალური სიკეთეა საზოგადოებისთვის, ის, ასევე წარმატებული, კომერციულად მომგებიანი ბიზნესმოდელია.
ფესტივალის მიზანია ასევე მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური ხედვის გაძლიერება და მწვანე ინოვაციების პოპულარიზაცია. ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას, სადაც კერძო სექტორი, მედია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება საერთო მიზნისთვის — ეკომეგობრული და კონკურენტუნარიანი საქართველოს შექმნისთვის.
კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის კონკურსი უკვე მესამედ ტარდება. 2025 წლის თემატიკა ყურადღებას ამახვილებს ტყის რესურსებზე ზეწოლის შემცირებაზე, ბიოინჟინერიასა და ეკოსისტემების დაცვის მეთოდებზე. წელს გამოვლინდებიან საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორები, რომელთა პუბლიკაციებმა და სიუჟეტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.
მისასალმებელი სიტყვა – პანელური დისკუსიების გახსნა
მდგრადი ბიზნესის ფესტივალი, ბაზალეთი 2025
(პანელის სტრუქტურა)
ზაალ ხელაძე : დღეს ჩვენ, აქ დამსწრეებს, გვაქვს ერთი მიზანი — გავაძლიეროთ მდგრადი მომავალი!
მოხარული ვარ, რომ ერთად ვაფუძნებთ „მდგრადი ბიზნესის ფესტივალს“ — პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, მედიას, საზოგადოებასა და განათლებას, რათა ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის მწვანე გარდაქმნა.
ამავდროულად, ვაჯილდოებთ იმ ჟურნალისტებს, ვინც თავიანთი ნამუშევრებით ხელი შეუწყვეს გარემოს დაცვის თემების გაძლიერებას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.
ჩვენი კონკურსი „კლიმატისთვის მედიის მხარდაჭერით“ პირველად 2023 წელს შედგა და დღეს უკვე მყარად დამკვიდრდა როგორც ინიციატივა, რომელიც ახალისებს მედიას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ენერგოეფექტურობა, ტყის დაცვა, ბიომასის გამოყენება, გარემოს რისკების მართვა და კლიმატის გავლენა ჯანმრთელობაზე.
თქვენი მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსური არ არის — ეს რეალური თანამოაზრეობა და საერთო პასუხისმგებლობაა.
კონკურსის ისტორია აქ არ სრულდება — იწყება კონკურსის ახალი ეტაპი.
2025 წელს ვაანონსებთ ინდუსტრიებისათვის მწვანე რეიტინგის მინიჭების სისტემის დაფუძნებას: ამ მიზნით ჩატარდება ტრენინგები, საინფორმაციო ტური, პრაქტიკული სესიები სასტუმროებისთვის, ფერმებისთვის, კლინიკებისთვის და სკოლებისთვის — რათა თითოეულმა სექტორმა წვლილი შეიტანოს მდგრად გარემოში.
დღეს, ასევე, ვატარებთ პანელური დისკუსიებს — გავუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, იდეებს და ვაპირებთ არა მხოლოდ საუბარს, არამედ რეალურ ცვლილებებს.
პანელის სტრუქტურა
პანელი 1: მდგრადი ბიზნესის სტანდარტები – მიღწევები და გამოწვევები
პანელი ეძღვნება ინოვაციური მწვანე ბიზნესების გამოცდილების გაზიარებას. განხილული იქნება წარმატების გზები, გამოწვევები, სამომავლო გეგმები და მდგრადი პოლიტიკის პრაქტიკული დანერგვის მეთოდები. თითოეულ პანელისტს ეძლევა შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი ხედვა და გამოცდილება.
1.1 ირმა დაუშვილი – კომპანია „დიო“; ლიდერი მეწარმე ქალი
ირმა დაუშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული ქალი მეწარმე, რომლის საქმიანობაც აერთიანებს ინოვაციურ მწვანე ტექნოლოგიებს, ეკოტურიზმსა და ბალნეოთერაპიულ მიმართულებას; კომპანია „დიოს“ და დავით ვაშაზის ფიტობალნეოთერაპიის ცენტრის დამფუძნებელი და მწვანე ბიზნესის დამკვიდრების ერთგული მხარდამჭერი. იგი მეორედ არის მწვანე მედიის კონკურსის სპონსორი და აქტიურად ჩაერთო ფესტივალის სოციალური კომპონენტის – ენერგოეფექტური ღუმელების გადაცემის მხარდამჭერ კამპანიაში. მისი თანადგომა ფესტივალს სძენს მტკიცე სოციალურ და ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებულ მდგენელს.
1.2 დიანა ჩომახაშვილი მთის კურორტი „განთიადი“-ს თანადამფუძნებელი
დიანა ჩომახაშვილი არის სასტუმრო „განთიადის“ გენერალური მენეჯერი და ეკო-ტურიზმის განვითარების ერთგული ლიდერი, ცემის უნიკალურ ჰავაზე დაფუძნებულ კურორტზე. მთიან რეგიონში, ქალბატონი დიანა ქმნის ეკო-ტურისტულ სივრცეს მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებით; ოჯახთან ერთად ავითარებს ეკოლოგიური ცნობიერების კულტურას, რაც მის საქმიანობას სოციალურ მისიას ანიჭებს. 2025 წელს ის გახდა კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტიკის კონკურსის სპონსორი და მხარს უჭერს მედიის როლს მწვანე ტრანსფორმაციაში. მისი გამოცდილება და ღირებულებები კონკურსის იდეალებს სრულად ეხმიანება.
1.3 ნიკოლოზ მესხიშვილი – საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
ანოტაცია: განათლების ექსპერტი და პროფესიული სწავლების მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. იგი აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარების ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს აგრო-სექტორში დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მისი ძალისხმევით და ასოციაციის მხარდაჭერით მომზადდა 10 საგანმანათლებლო ვიდეოფილმი, რომლებიც ფარავს მწვანე სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის დიგიტალიზაციის საკითხებს, რაც წარმოადგენს ინოვაციურ ნაბიჯს აგრო-საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაში.
ნიკოლოზი მტკიცედ აღიარებს ინერ-სექტორულ პარტნიორობაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მნიშვნელობას და სისტემატურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა ხელი შეუწყოს სოფლის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას მდგრადი და თანამედროვე მიდგომებით. მისი საქმიანობა არის ხიდი სოფლის განვითარების პოლიტიკასა და პრაქტიკულ, ხელშესახებ ცვლილებებს შორის
1.4 ალექსანდრე ჯაშიაშვილი – გარემოსდაცვითი დაკრედიტების ხელმძღვანელი, პროკრედიტ ბანკი
ალექსანდრე ჯაშიაშვილი წარმოადგენს „პროკრედიტ ბანკის“ გარემოსდაცვითი მიმართულების ხელმძღვანელს და მისი საქმიანობა ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოში მწვანე ფინანსების განვითარებას. ის არის პირველი ეკობანკის მწვანე სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომლის მიზანია გარემოზე ზემოქმედების შემცირება და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვა როგორც შიდა მენეჯმენტში, ისე დაკრედიტების პოლიტიკაში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალმილიონიანი ეკოსესხების პროგრამები, მხარდაჭერილია განახლებადი ენერგიის პროექტები, ენერგოდამზოგავი ინვესტიციები და მწვანე ბიზნესები. ალექსანდრე ასევე აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ გარემოსდაცვით მოძრაობებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის „Let’s Do It Georgia“-სთან, რის ფარგლებშიც ბანკმა არაერთი მასშტაბური ეკოაქცია განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ბანკი უკვე მეორე წელია ხელს უწყობს მწვანე ჟურნალისტიკის მხარდაჭერას და კონკურსის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია.
პანელი 2: გარემოსდაცვითი ცნობიერება და კერძო-საზოგადოებრივი თანამშრომლობა
პანელის მიზანია განხილოს, როგორ შეიძლება სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობით მოხდეს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების გატარება.
2.1 გიორგი მარგველაშვილი – ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი — ფილოსოფიის დოქტორი, პოლიტიკური მოღვაწე და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი (2013–2018), ცნობილია როგორც განათლებაზე, დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ორიენტირებული ლიდერი. ის ფილოსოფიის დოქტორია, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU, პრაღა), სადაც სოციოლოგიის მიმართულებით დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო.
პრეზიდენტად არჩევამდე იყო განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესიული განათლების განვითარებაში. მისი საქმიანობა განსაკუთრებით აღსანიშნავია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, მდგრადი განვითარების იდეების მხარდაჭერისა და კლიმატის ცვლილებებისადმი პასუხისმგებლიანი პოლიტიკის წახალისების მიმართულებით.
2.2 თამაზ დონდუა – ასოციაცია „ელკანა“
თამაზ დუნდუა წარმოადგენს ბიოლოგიური მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერს, რომელიც უკვე წლებია ეწევა მდგრადი სოფლის მეურნეობის, აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და ორგანული ფერმერობის აქტიურ პოპულარიზაციას. მისი ხელმძღვანელობით “ელკანამ” იქცა საქართველოში მწვანე ფერმერული მიდგომების ერთ-ერთ მძლავრ პლატფორმად, რომელიც აერთიანებს ასობით ადგილობრივ მეურნეობას და ხელს უწყობს როგორც აგრარულ ცოდნის გაზრდას, ისე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გავრცელებას.
ბატონი თამაზი, განსაკუთრებული ენთუზიაზმით მუშაობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, მონაწილეობს პროფესიულ და საგანმანათლებლო პროგრამებში, პოპულარიზაციას უწევს ეკომეგობრულ ფერმერულ პრაქტიკებს და აქტიურად იბრძვის, რომ ორგანული სოფლის მეურნეობა იქცეს არა მხოლოდ ნიშურ, არამედ სისტემურ მიმართულებად ქართულ აგროსექტორში.
მისი მიზანია შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ფერმერი არ არის მხოლოდ მეწარმე, არამედ ეკოსისტემის დამცველი, რომელიც ზრუნავს მიწის, წყლისა და თაობების მომავლის უსაფრთხოებაზე.
2.3 გიორგი ბახტურიძე – არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი
ბიოლოგი, ეკოლოგი, ექიმი-ლაბორანტი და იურისტი. სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და პოლიტიკაში ბერგენის უნივერსიტეტში (ნორვეგია) მიიღო. მისი 25-წლიანი პროფესიული გზა მოიცავს დაავადებათა პრევენციის, ეკოლოგიური ჯანმრთელობის და ჯანსაღი გარემოს დაცვის სფეროებს როგორც საქართველოში, ისე რეგიონულ დონეზე.
ის მუდმივად აერთიანებს სამედიცინო, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით ცოდნას იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში გააძლიეროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების აღქმა და შეაფასოს მისი გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ბახტურიძე არის კლიმატისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კავშირის აქტიური კომუნიკატორი და ინიციატივების მხარდამჭერი — მონაწილეობს მწვანე პოლიტიკის და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების პროექტებში, ხელს უწყობს ჯანმრთელობის ხელშეწყობას გარემოზე ზრუნვის კუთხით.
დღეს ის წარმოადგენს იმ პროფესიონალთა თაობას, რომლებიც თვლიან, რომ გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების ერთიანი ხედვით გადაწყვეტა არის მდგრადი მომავლის მთავარი გზა
2.4 მარიკა ვაჭარაძე – ჟურნალისტი, იმერეთის რეგიონიდან
კონკურსანტი, რომელიც ცნობილია როგორც ენერგოეფექტურობის თემატიკის ერთ-ერთი მთავარი პოპულარიზატორი რეგიონულ მედიაში. მისი საქმიანობა არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მწვანე ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიური ცხოვრების წესის საკითხებს, ასევე ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ნარატივების გაღრმავებას. მარიკა გამორჩეულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თემების მედიაში გააზრებული და პასუხისმგებლიანი გაშუქებით, რაც მას აქცევს მნიშვნელოვან პარტნიორად მდგრადი მომავლის კომუნიკაციაში.
გოგა ჩანადირი – ფოტოდოკუმენტალისტი, ფოტოხელოვანი, აკადემიური ტუროპერატორი.
მერაბ მეტრეველი – ჟურნალისტი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი
ნათია ხაბეიშვილი – PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მოწვეული ლექტორი
გიორგი ბაქრაძე – მეცნიერ-ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
ნათია ნადირაშვილი – მარკეტოლოგი, ბრენდმენეჯერი, ჩაის ოსტატი
https://www.ambebi.ge/article/324069-aman-sheizleba-axali-tipis-pandemias-daudos-satave/
https://www.facebook.com/radio.palitra/videos/959643929492670
https://www.tiktok.com/@megatv.ge/video/7487988644750314759