ბაზალეთის მწვანე ინჟინერიის ცენტრი განახლებადი ენერგოწყაროების გენერაციის ტექნოლოგიების სერთიფიცირებულ მემონტაჟებს მოამზადებს

შპს ESCO-S ის მწვანე ინჟინერიის ცენტრმა  USAID პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის დაფინანსებთ დაიწყო მწვანე ეკონომიკაში   სასწავლო პროგრამის შემუშავება და პილოტირება.

პროგრამა 2023 წლის 4 სექტემბერს დაიწყო და შეეხება:

ავტომატური ჰიბრიდული ენერგეტიკული სისტემების ინსტალაცია და მომსახურების მემონტაჟე სპეციალისტების აკრედიტირებული სასწავლო მოდულის შექმნას. რომლის შედგეი იქნება სერთიფიცირებული მემონტაჟეების/მოვლა პატრონობის სპეციალისტები  მომზადება გადამზადება განახლებადი ენერგო წყაროების უტილიზატორების ჰიბრიდული ოპერირებისვთვის.

               

ამ მიზნით მომდევნო 12 თვის განმავლობაში:

  • შემუშავდება და განათლების ხარისხის კონტროლის სამსახურში აკრედიტაციისთვის  წარედგინება  საგანმანათლებლო მოდული.  პროფესიული უნარების მომზადება გადამზადების მეოთხე კატეგორიის  უნარების სასწავლო პროგრამის აკრედიტაციისთვის  „ სპეციალობაში „ავტომატური ჰიბრიდული ენერგეტიკული სისტემების ინსტალაცია და მომსახურება;“
  • მოხდება სასწავლო პროგრამის თვალსაჩინოებებით  აღჭურვა;
  • განხორციელდება პროგრამის ტრენერების მომზადება ევროპის წამყვან დაწესებულებებში   ტექნიკური უნარების ამაღლების მიზნით
  • მწვანე ეკონომიკაში გადაუდებელი უნარების სასწავლო პროგრამა პილოტირდეება მწვანე ინჟნერიის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში.
  • დამყარდება  გრძელვადიანი პარტნიორობა 2 ტრენინგ პროვაიდერთან;
  • მწვანე ეკონომიკაში  დასაქმებული 30 პირი გადამხადებული იქნება და მიიღებს „ჰიბრიდული ენერგეტიკული სისტემების ინსტალაცია და მომსახურების მემონტაჟის  სერთიფიკატს ;
  • ჩატარდა აუთრიჩ აქტივობები, რათა გაუზიარონ პროგრამის შედეგები სექტორის წარმომადგენლებს – მინიმუმ 50 დამსაქმებელს, ასოციაციას/საბჭოს და ინდუსტრიულ ჯგუფს,

2023 წლის 8 სექტემბერს შედგა შეხვედრა პროექტის მუშა ჯგუფსა და განათლების ხარისხის კონტროლის სააგენტოს წარმომადგელებს შორის. შეხვედრის დროს დამსწტრეებმა განიხილეს შპს ESCO-S ის სააკრედიტაციო განაცხადი გაესაბრნენ დარგის სპეციალისთბს და პროგრამის ხელძღვანელს დაგეგმეს სასწავლო მოდულის არქიტექტურა და მოამზადეს დროში აქტიურობის გეგმა რომლის მიხედვთაც დაიწყეს მუშაობა სასწავლო სილაბუსების და სასწავლო ლიტერატურის შექმნაზე.

მუშა ჟგუფის შემდგომი შეხვდრა დაინიშნა 2023 წლის 8 ოქტომბერს.

ინოვაციური მეურნეობა ბაზალეთთან “მწვანე მიზნებით“

მზის პანელები, ქარის სადგური, ნარჩენებისგან მიღებული სითბური ენერგია – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ზაალ ხელაძემ, მწვანე ინჟინერიის მიმდევარმა, ერთ სივრცეში მოუყარა თავი. ბაზალეთის ტბის სიახლოვეს დასახლებულთა მიზანია “მწვანე მიზნების” მიტანა საზოგადოებამდე, საამისოდ კადრების მომზადება და მათი დასაქმება. აქ დაამზადეს ვაშლის ნაყოფისგან მიღებული დაბალალკოჰოლური სასმელი, სიდრი, რომელიც ასევე ენერგოეფექტური გზით მიიღება. მოკლედ, თუ მთლად ტბის ძირას ოქროს აკვანი ვერა, ტბის პირას ინოვაციური საქმეებისთვის ადგილი იპოვეს. მოიხმარენ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას, რომელსაც თვითონ გამოიმუშავებენ. ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში ნარჩენების მაქსიმალურად მოხმარებაც, რაც მთავარია, ყოველივე ამას ზურგს ცოდნა უმაგრებს – ბატონი ზაალი მეცნიერია, გეოფიზიკოსი.

– 10 წლის წინ მოვედით აქ, თუმცა საცხოვრებლად სამი წლის წინ დავრჩით. ჩვენი მიზანი იყო ბუნებაში აგვეშენებინა ისეთი შენობა, დაგვეწყო ისეთი საქმე, რომელიც თვით ბუნებას ნაკლებად შეაწუხებდა, თან გვინდოდა გვეცხოვრა ჯანსაღ ადგილას ჯანსაღი ცხოვრების წესით.

– როგორც ვიცი, თბილისში გაყიდეთ სახლი და ახლა ბაზალეთის ტბის პირას ცხოვრობთ.

– თბილისში გვქონდა ქონება, სახლი, ბიზნესი. გავყიდეთ, აქ გადმოვედით და გვინდა დარჩენილი ცხოვრება აქაურობის განვითარებას მივუძღვნათ. შორს მიმავალი მიზნები გვაქვს.

– მაინცდამაინც ბაზალეთის ტბასთან რატომ გადაწყვიტეთ დასახლება?

– მიზეზი ბევრია. მთავარი ის არის, რომ ძალიან მოგვეწონა აქაური ლანდშაფტი. ჩავთვალეთ, რომ ჩვენი საქმიანობა, რომელიც გარემოს დაცვას უკავშირდება, კარგად წარიმართებოდა. გვინდოდა ბიზნესთან დაგვეკავშირებინა გარემოსდაცვითი მიზნები, დაგვენახებინა, რომ ქალაქგარეთაც შეიძლება აკეთო ბიზნესი, იქ, სადაც არ არის ხმაურიანი ქალაქი და არც ბიზნესი იქნება მოწყვეტილი ინოვაციურობასა და რეალობას.

– პრაქტიკამ რა აჩვენა, ჩანაფიქრები მოერგო გარემოს?

– ჩვენი ჩანაფიქრი ჯერ კიდევ ვითარდება და, ალბათ, დიდხანს განვითარდება. არა ვართ უკმაყოფილო, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გარემოში ვცხოვრობთ და თანამედროვე ტექნოლოგიებს ვავითარებთ. კმაყოფილი ვართ მეც, ჩემი მეუღლეც და შვილებსაც მოსწონთ. ასე რომ, ინტერესთა კონფლიქტი არა გვაქვს.

– როგორც აღნიშნეთ, მზე დედამიწის მოსახლეობისთვის სხვა სამყაროს საჩუქარია და თქვენ მზის ენერგიას, ამ საჩუქარს, აქტიურად იყენებთ.

– კი, მზის ენერგიაზე მიყვარს საუბარი და ამ აზრამდეც მივედი, რომ ის მართლაც საჩუქარია. ჩვენი ვარსკვლავი ბევრ საჩუქარს გვიგზავნის, მათ შორის, ენერგიასაც, თანაც პოზიტიურს. ჩვენც აღვიჭურვეთ ამ საჩუქრის მისაღებად, დავახვედრეთ მრავალი ხელსაწყო-დანადგარი. აქ მზის ენერგიას ბევრ რამეში ვიყენებთ. სახლიც ისე ავაგეთ, რომ შიგ მზის სხივები მაქსიმალურად შესულიყო. გვაქვს მზის კოლექტორები, რომლებითაც ვიღებთ ცხელ წყალს, გვაქვს მზის ფოტოელემენტები. გვაქვს ისეთი შენობა, რომელიც თავისი არსებობით ნაკლებად აწუხებს გარემოს, მინიმალიზებულია დანახარჯი გათბობაზე, ელექტროენერგიაზე…

– გარემოდან მიღებულ საჩუქრად კიდევ რას მიიჩნევთ, რასაც შემდგომ თქვენს სასარგებლოდ გარდაქმნით?

– მიწის სითბოს ჩვენი შენობის ტექნიკური საჭიროებისთვის ვიყენებთ, ასევე ბიომასას (ნარჩენებს) ენერგიად გარდავქმნით. ვაგროვებთ წყალს (ნებისმიერი ტიპის ნალექს) მწვანე სახურავის მეშვეობით – სპეციალური მწვანე საფარი გვაქვს, რომელიც წყალს იწოვს, შემდგომ მას ვფილტრავთ და სხვადასხვა მიზნით ვიყენებთ. ფილტრები ბუნებრივი გვაქვს. პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ.

– თქვენი ცოდნით, ფაქტობრივად, დაამტკიცეთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია…

– სასწაული არ გაგვიკეთებია, იმ ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, როგორითაც ყველა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ ნაკლებად შევაწუხოთ დედამიწა ჩვენი არსებობით, რათა მომავალ თაობას ბუნება შევუნარჩუნოთ და ბუნებამაც შეძლოს მათი ორგანული წესით გამოკვება. მეც და ჩემი მეუღლეც ბუნებისმეტყველების დარგის მეცნიერები და სპეციალისტები ვართ, უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდით, შემდგომ გეოფიზიკის ინსტიტუტში ვმუშაობდით და დისერტაციაც იქ დავიცავით. აქ ეს ცოდნა გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარა.

– სიდრიც თქვენი შექმნილი მნიშვნელოვანი პროდუქტია…

– აქ რამდენიმე საწარმოს ვამუშავებთ, მაგალითად, ვაკეთებთ სიდრის დისტილატს. სიდრს რომ ვაწარმოებთ, ამისთვის ორგანული წესით გვაქვს შენობა აგებული, რომელშიც სიდრის საცავია. ვიყენებთ პერმაკულტურის ელემენტებს. ამ პრინციპებითვეა აშენებული მარანი, ანუ იმავე მიწით, რომელიც აქ მშენებლობის დაწყების წინ ფუნდამენტიდან ამოვიდა. იმ მიწის ალიზიან ნარევში ნამჯაა გარეული.

– ამ სახით ნაწარმოები სიდრი, მგონი, პირველია საქართველოში.

– არ მსმენია, რომ ასეთი მასშტაბით სიდრი ეწარმოებინოთ, თუმცა ცდილობენ. ჩვენ სიდრთან ერთგვარი მოწიწება, სიახლოვე გვაკავშირებს. თვითონ ვაშლი ისეთი პროდუქტია, რომელთანაც ადამიანს არ შეიძლება “სიახლოვე” არ ჰქონდეს, ის ენდემურია, “ქართველი”, როგორც არაერთი წყარო ადასტურებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სიდრი ქართული, ორგანული ვაშლისგან მზადდება. ეს პროდუქტი ხომ ბევრი რამის დასაბამია. მას უკავშირდება არაერთი ისტორია (ადამის და ევასი, ვაშლისა და ნიუტონის)… გული გვწყდებოდა, რომ საქართველოში უამრავი ვაშლი გამოუყენებელი იყო.

– თავადაც ხომ გაქვთ ვაშლის ბაღი გაშენებული.

– კი, მაგრამ ეს იმხელა არა, რა რაოდენობის სიდრსაც ვაწარმოებთ. ორგანული წესით მოპოვებულ ვაშლს კერძო მებაღეებისგან ვყიდულობთ. ამის გამო ჩვენი სიდრი მრავალსახეობრივი და ორი მიმართულებისაა: ერთი ფერმენტირებულია, წვენით დაწყებული დაღვინებამდე პროდუქტი სულ წნევაგამძლე ბოთლშია. არის მეორეც – ჩამოსასხმელი სიდრი. გვაქვს ვაშლის სხვა პროდუქტებიც, მათ შორის ვაშლის ძმარი.

– რამდენ ხანში დაეუფლეთ ამ ტექნოლოგიას?

– 7-8 წლის წინ დავიწყეთ, თავიდან ყველაფერს სარდაფში პირადად ვაკეთებდი, კარგი კი გამომდიოდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამ საქმეს აკადემიური განათლება სჭირდებოდა. აკადემიურ განათლებას წიგნები მოჰყვა, უცხოეთიდან ვიწერდი, შემდგომ იყო ვიზიტი უცხოეთში და დღეს გვყავს კონსულტანტები: ფრანგი მეღვინე და ფრანგი სომელიე, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებიან. გვყავს უცხოელი შეფ-მზარეულიც, რომელიც სიდრთან ჰარმონიზებულ კერძებს ამზადებს, რადგან სტუმრებისთვის სადეგუსტაციო სივრცე გვაქვს. ყველა სიდრს შესაბამისი საკვები აქვს და ყველა საკვებს – თავისი სიდრი. ამ ყველაფერს აქ ჩვენი მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ. გვაქვს ასევე სიდრი, რომელსაც ვადუღებთ უჟანგავ რეზერვუარებში.

სიდრს ვამზადებთ არა მარტო ვაშლისგან, არამედ სხვადასხვა ხილისა თუ კენკრისგან.

– სამუშაო ადგილებიც შექმენით?

– ჩვენ ახლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაა, სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს და ისინი მყავს დასაქმებული – აქ 17 კაცი მუშაობს. ისინიც ჯერ სწავლობენ ამ ყველაფერს და მერე საქმდებიან.

– რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმავე პრინციპებით ცხოვრობდეს, როგორითაც თქვენ?

– ყველამ საკუთარ თავს უნდა დავუსახოთ ამოცანა, სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და საკუთარ თავს მოვთხოვოთ პასუხები შედეგებზე. არ უნდა შეგვეშინდეს გაბედული ნაბიჯების გადადგმის.

მწვანე ბიზნესი მისი სარგებელი და სერთიფიცირება

მწვანე ბიზნესი იზიარებს მანერებს რომლებიც მიმართულია ჩვენი პლანეტის და
ადამიანების კეთილდღეობისკენ. ის არ იყენებს უთანასწორო შრომას. ქმნის სამუშაო
ადგილებს რომელიც არის სოციალურად სამართლიანი და ეკონომიკურად მდგრადი.

მწვანე ბიზნესი ცხოვრების ჯანსაღი ხარისხის გარანტიაა. ის იყენებს უსაფრთხო
ინგრედიენტებს , იცავს ჯანმრთელი ცხოვრების წესებს პროდუქტების და სერვისებს
წარმოების დროს სხვა და სხვა ინდუსტრიებში. მაგ: ჯანმრთლი საცხოვრებელი,
მდგრადი სოფლის მეურნეობა,ხელმისაწვდომი განათლება, სუფთა ენერგია და
ენრგოეფექტურობა, სამართლიანი ვაჭრობა, ჯანსაღი ჰაერი, სუფთა წყალი და სხვა.

მწვანე ბიზნესები ამცირებენ, ხელახლა იყენებენ და გადაამუშავებენ, რესურსებს.
მნიშვნელოვანია ის რომ მწვანე ორგანიზაციები უზრუნველყოფენ აგლომერაციებში,
მცირე თემებში და სოფლებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ხშირ
შენმთხვევებში ურბანულ ერთეულებში მცხოვრები სოციუმები თვითონ ქმნიან და
ავითარებენ მწვანე ბიზნესებს გამომდინარე კონკრეტული საჭიროებებიდან. ასეთი
ბიზნესები პატივისცემას და ღირსებას ანიჭებენ თანამშრომლობას სამეზობლო
არეალებთან.

ისმის საკითხი ვინ აიდენტიფიცირებს ასეთი ტიპის ბიზნესებს და როგორ ენიჭებათ მათ
რეიტინგები?? გრეენ ამერიკა https://www.greenamerica.org/gbn/green-business-
certification/green-business-standards არის ერთ-ერთი ავტორიტეტული წამყვანი
ავთენტური სანდო ნიშანი ნამდვილი მწვანე ბიზნეს პრაქტიკისთვის. ეს დამღა აღიარებს
ბიზნესებს, რომლებიც გამოირჩევიან სოციალური და გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობით და აკმაყოფილებდნენ ან გადააჭარბეს მწვანე ბიზნესის
სტანდარტებს.

ეს სისტემა ასერტიფიცირებს ბიზნესებს, რომელნიც თავიანთ საქმიანობას იყებებენ
როგორც სოციალური ცვლილების პლატფორმას. გრინ ამერიკა სერტიფიცირებას ანიჭებს
ბიზნესებს რომლებიც:

ეს სისტემა ასერტიფიცირებს ბიზნესებს, რომელნიც თავიანთ საქმიანობას იყებებენ
როგორც სოციალური ცვლილების პლატფორმას. გრინ ამერიკა სერტიფიცირებას ანიჭებს
ბიზნესებს რომლებიც:

– აქტიურად საქმიანობენ პოზიტიური სოციალური ცვლილებისათვის
– ოპერირებენ როგორც „ღირებულებებზე დაფუძნებული“ საწარმოები სოციალური
სამართლიანობის და გარემოსდაცვითი მდგრადობის შესაბამისად
– გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით ახდენენ მასალების მოპოვებას,
გადამუშავებას, ყიდიან პროდუქციას და მართავენ თავიანთ პროცესებს და
ძირითად საშუალებებს

– არიან სოციალურად თანასწორნი, და განძრახული აქვთ სანიმუშო მუშაობა,
რითაც სარგებლობენ მომუშავეები, კლიენტები, თემები და სარგებელი მოაქვს
ასევე გარემოსათვის.
– ანგარიშვალდებულნი არიან თავიანთი სამუშაოს გამო თავიანთი სრულყოფის
თვალყურის დევნებით და ბიზნესის ყოველი დეტალის გამჭვირვალობით.

მწვანე ბიზნესები სერტიფიცირდება მწვანე ბიზნესის ზედმიწევნითი სტანდარტებით
ორმოცზე მეტ ინდუსტრიის სახეობაში. ყველა აპლიკანტმა კომპანიამ უნდა
დააკმაყოფილოს გრინ ამერიკის ზოგადი ბიზნეს სტანდარტი, და ასევე დარგობრივი
ინდუსტრიული სტანდარტი.
მწვანე მიმართულებით ყველაზე კაგადა განვითარებული სამშენებლო ინდუსტრია ამ
სფეროში არსებობენ ცალკეული მარეგისტრირებლები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ
შორის საქრთველოშიც

მწვანე შენობა

მწვანე შენობა არის შენობა, რომელიც აშენებულია უფრო მაღალი (გაუმჯობესებული)
მახასიათებლებით, ვიდრე ამას მოითხოვს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო /
ტექნიკური მოთხოვნები და დამკვეთების სამშენებლო პრაქტიკა. მწვანე შენობის
ამოცანა შემდეგია:

უზრუნველყოს გლობალურ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილება
(ნახშირორჟანგის ემისია, ოზონის შრის დაზოგვა, მოპოვებული მასალების /
ნედლეულის დაზოგვა, წყლის რესურსების დაზოგვა და ა.შ)

უზრუნველყოს ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტის
გაუმჯობესებული ხარისხი (დატბორვის რისკი, შუქით დაბინძურება, თბური კუნძულის
ეფექტი, ადგილობრივი ეკოსისტემის შენარჩუნება, ავტომანქანებით მგზავრობის
რაოდენობების შემცირება და ა შ.)

შექმნას შენობით მოსარგებლეთათვის ჯანსაღი სამუშაო და სამყოფი გარემო:
არატოქსიკური ადგილსამყოფელი, ერგონომიული ბუნებრივი და ხელოვნური განათება,
ჰაერის გაუმჯობესებური ხარისხი, აკუსტიკური გარემო (ხმაურის ჩახშობა, სათავსოებს
შორის იზოლაცია, რევერბერაცია), კომფორტული თერმული გარემო და ა. შ.

მსოფლიო გამოცდილებით, მწვანე შენობის საწყისი ღირებულება იმავე წარმადობის
ჩვეულებრივ შენობასთან შედარებით 5-10%-ით უფრო მეტია, მაგრამ შენობის
ექსპლოატაციის მთელ მანძილზე მისი მთლიანი ღირებულება (მშენებლობა+მოვლა-
პატრონობა) გაცილებით დაბალია. ეს განპირობებულია ენერგიის ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირებით, ასევე წყლისა და ნარჩენების მართვის ხარჯების დაკლებით.

გარდა პირდაპირი დანახარჯისა, მწვანე შენობის ძირითადი რესურსების დაზოგვა ან
დამატებითი მოგება მდგომარეობს მასში მიმდინარე პროცესების უფრო ხარისხიანად ან
ეფექტურად წარმართვაში: მაგალითად, მწვანე სკოლებში ბავშვების მიერ უკეთესი
აკადემიური მოსწრება, მწვანე საავადმყოფოებში – უფრო ადრეული მკურნალობა,
მწვანე სავაჭრო დაწესებულებებში – მომატებული გაყიდვები და ა შ.

ბიზნეს სახლის შემთხვევაში მწვანე ინფრასტრუქტურის შექნმის გზით მოსალოდნელი
არის მასში მიმდინარე პროცესების უფრო ხარისხიანი მიმდინარეობა. რადგან თავისი
არსით ბიზნეს სახლი უკავშირდება ათასობით ბიზნეს წარმომადგენლისათვის
მომსახურების გაწევას, შენობის გაუმჯობესებული ხარისხის გამო მოსალოდნელია
მსახურების მიღების მსურველთა გაზრდილი ნაკადი და მეტი დაკმაყოფილება,
ჩვეულებრივ შენობაში მიღებულ იგივე მომსახურებასთან შედარებით.

მწვანე შენობების რეგისტრაცია/სერტიფიცირება

მწვანე შენობის საბაზრო (გასაყიდი ან გასაქირავებელი) ფასი ჩვეულებრივთან
შედარებით უფრ მაღალია. მყიდველი ან დამქირავებელი ზედმეტს იზდის იმ გაზრდილ
ხარისხში და მოგებაში, რაც მწვანე შენობას შეუძლია რომ მას მოუტანოს.

არის თუ არა შენობამწვანე, და რამდენად მწვანეა – ამას განსაზღვრავს დეველოპერისა
და მყიდველისაგან დამოუკიდებელი მესამე მიუკერძოებელი მხარე. შენობის მწვანე
მახასიათებლები დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაცემულია მსოფლიოში
ნდობით აღჭურვილი ორგანიზაციების მიერ.

მწვანე მშენებლობის რეიტინგის და სერტიფიცირების მაჩვენებლები
გათვალისწინებულია მშენებლობის დაპროექტების საფეხურიდან მისი
ექსპლუატაციიდან გამოყვანის ჩათვლით. ეს მაჩვენებლები გამოიყენება მწვანე
მშენებლობის რეიტინგისა და სერტიფიცირების სქემებში როგორც ძირითადი
მიმართულებების ან კონკრეტული გარემო პირობების სწრაფი ცვლილებების გაზომვის
ინსტრუმენტი შენობის ექსპლუატაციის პერიოდის სხვადასხვა საფეხურის
განმავლობაში.

ჩამოყალიბებულია და მთელ მსოფლიოში მოქმედებს მწვანე მშენებლობის რეიტინგისა
და სერტიფიცირების მრავალი სქემა. მათგან ყველაზე ფართოდაა გავრცელებული ამერიკული LEED და ბრიტანული BREEAM სისტემები. როგორც ქვემოთ ცხრილშია ნაჩვენები, აღნიშნული სქემებით გათვალისწინებული კრიტერიუმები ბევრ შემთხვევაში მსგავსია.

* – ატმოსფეროს ჩათვლით
** – წყლის მოხმარების ეფექტიანობა
*** – ჩართულია ენერგიაში

**** – დაპროექტების ჩათვლით

LEED-ი და BREEAM -ი არის მწვანე შენობების სერტიფიცირების მსოფლიოში ყველაზე
მეტად გავრცელებული საერთაშორისო სისტემა. მას ადმინისტრირებას უწევს ამერიკის
მწვანე მშენებლობის საბჭო მწვანე ბიზნესის სერტიფიცირების თავისივე ინსტიტუტის
მეშვეობით. სერტიფიცირების საფუძველია მინიმალური და სკრედიტო მოთხოვნების
შესრულება, რომლებიც ჯამდება და შედეგის მიხედვით შენობას ენიჭება
სერტიფიცირებული, ვერცხლის, ოქროს ან პლატინის სერტიფიცირებული ხარისხი.

სერტიფიკატს გასცემს ამერიკის მწვანე მშენებლობის საბჭო ან ორგანიზაცია BRE
წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებებს აგროვებს ან ქმნის
LEED აკრედიტირებული კონსულტანტი ან BREEAM საერთაშორისო შემფასებელი. იგი
ასევე კონსულტაციას უწევს პროექტში მონაწილე ყველა მხარეს: დამკვეთს,
დამპროექტებელს, კონტრაქტორებს, სხვა კონსულტანტებს და ა.შ. სერტიფიცირების
პროცესის სწორ წარმართვაში.

სერტიფიცირებული შენობა დამკვეთისთვის წარმოადგენს მარკეტინგის ძლიერ
ინსტრუმენტს. სერტიფიკატი ადასტურებს შენობის გაზრდილ მახასიათებლებს და
წარმოადგენს მსოფლიო ბიზნესისათვის შენობის ხარისხის და დამკვეთის
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ყველაზე ცნობად დადასტურებას.

მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველო

საქართველოში წარმატებით მუშაობს მწვანე მშენებლობის საბჭო რომლის მიზანია
ქვეყანაში მწვანე მშენებლობის ხელშეწყობა როგორ მიწოდების ასევე ბაზარზე
მოთხოვნის მხრიდან. საბჭოს მიერ შემუშავებული შეფასებისა და სერტიფიცეირების
ინტეგრირებული სისტემის მოხედვით უკვე რეგისტრირებულია 5 ქართული ობიექტი.
ადგილობრივი სისტემა მორგებულია ადგილობრივ პროექტებზე და მაქსიმალურად
ხელს უქყობს ქარტულ ბაზარ თანდათანობით წინსვლაში მწვანე შენობების
რაოდენობისა და მახასიათებლების ზრდისათვის.

 

ადგილობრივი (ქართუი) სისტემით მწვანე შენბების რეგისტრაცია ანსაკუთრებით
ხელსაყრელია ადგილობრივად მართული / დაფინანსებული პროექტებისათვის, რადგან
მისი სირთულე ადეკვატურია ბაზარზე არსებული საინჟინრო ცოდნისა, თუმცა იგი
ფარავს მსოფლიო პრაქტიკით მწვანე მახასიათებლების სრულ სპექტრს.

 

 

 

 

ენერგოაუდიტი ჰოსპიტალურ სექტორში

ენერგიის დაზოგვის პოტენციალი სამედიცინო დაწესებულებებში

სამედიცინო დაწესებულებების შენობათა სექტორი ერთ-ერთი ძირითადი მაღალპოტენციური ენერგოდანაზოგების რესურსების მატარებელია ურბანულ შენობათა ჯგუფში. მათ შირ შეთხვევაში ენერგოვამპირ ორგანიზაციებსაც უწოდებენ. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია ასეთი შენობები განთავსდეს ქალაქგარეთ. ამისთვის გამოყოფილ სპეციალურ ინფრასტრუქტურული ერთეულების გავრცელების არეალში.
მწვანე სტატუსით დაგეგმარება ასეთი შენობებისთვის სწორი გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია სამედიცინო შენობების სიღრმისეული ენერგოაუდიტის განხორციელება. ასეთი სპეციფიური შენობებისთვის ენერგოაუდიტი უნდა წარიმართოს განუხრელი სრულყოფის პრინციპებით ისე როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ დიაგრამაზე.

 

როგორც დიაგრამიდან ჩანს მნიშვნელოვანია კრიტიკული წერტილების იდენტიფიცირტება და მათი გავლენების შეფასება/რანჟირება. პრობლემების იერარქიაში გამოყოფენ პირველი ტიპის კრიტიკულ წერტილებს ძირთადად 24 საათიანი მუშაობ ის რეჟიმებით.

24 საათიანი სამუშაო რეჟიმი (განათება, გათბობა, კონდენცირება, ვენტილაცია, წყალმომარაგება – ცივი/ცხელი).

განათება – მიეკუთვნება მაღალი ენერგოდანახარჯების 24 საათიანი რეჟიმის მქონე ენერგომომხმარებლებს. ამ სისტემის მომსახურებისთვის მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს მაღალი ეფექტურობის ლედ ნათურები და მათი საშუალებით წარმოდგენილი სანათები. ამასთან ერთად, საჭიროა, სიმძლავრის კოეფიციენტის კორექციისათვის გამოყენებულ იქნეს კონდესატორები, რომლებიც უზრუნველყოფს 50%- იან ეფექტურობას.

გათბობა – ძირითადად მოიხმარს წიაღისეულ საწვავს (გაზს). ეს 24 საათიანი მოხმარებული ენერგიის დანახარჯების მაღალმაჩვენებლიანი კომპონენტია. მოხმარებული გაზის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს: მიმყვანი მილების კარგი იზოლაციით, შენობის შემომსაზღვრელი კონვერტის (სახურავი, კედელი, ფანჯრები-კარები) თბოტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებით. ეფექტური გაზოკონდესაციური დაბალტემპერატურული გათბობის სისტემის გამოყენება თბომცვლელი რადიატორების დიფერნცირებული მართვით. ენერგოდანაზოგების ჯამური პოტენციალი გათბობის სისტემებისთვის მერყეობს 15%-დან 25%-მდე.

კონდენცირება – პაციენტების მოსაცდელი ოთახების და კორიდორების დიდი მოცულობების გამო მნიშვნელოვანი ენერგია მოიხმარება კონდენცირებაზე. გლობალური დათბობის ფონზე ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მატულობს. შენობის დათბუნებას დიდი პოტენციალი გააჩნია გაგრილების ორგანიზებაში. პაციენტების მაღალი კომფორტის მიღწევის მიზნით, უმჯობესია ცენტრალიზებული გაგრილების სისტემების ორგანიზება. მნიშვნელოვანია გამაცივებელი აპარატების ნარჩენი სითბოს შესაძლებლობების გამოყენება თბილი წყლის წარმოებისთვის. ეს გამორიცხავს ზაფხულის პერიოდში გაზის საწვავის გამოყენების აუცილებლობას.

ვენტილაცია – ჯანსაღი ჰაერი სამედიცინო დაწესებულებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მნიშვნელოვანია იძულებითი ჰაერცვლა ინტერიერს და ექსტერიერს შორის განხორციელდეს ტემპერატურის ნაკლები დანაკარგებით, ამის უზრუნველყოფა თანამედროვე სისტემებში ხორციელდება ე.წ. რეკუპერაციული სისტემებით. ასეთი სისტემების ოპერირებით მიღწეული დანაზოგები 8%-10% მერყეობს.

შენობის დიდი ფართობი – სამედიცინო შენობებისათვის დამახასიათებელია პროცესებსა და პროცედურებში ნაკლებად ჩართული ფართობების მაღალი რაოდენობა (გრძელი კორიდორები) ასეთი არეალები საჭიროებენ ბუნებრივი განათებულობების და ვენტილაციის მაღალი მაჩვენებლით აღჭურვას. კარგ შედეგებს იძლევა მოძრაობის ფიქსატორები და ენერგომოხმარების ზონირება ენერგომოხმარების ლოკალიზებისთვის.

ცხელი წყლით მომარაგება – ცხელი წყლით მომარაგება ჰოსპიტალურ სექტორში წარმოადგენს ერთ-ერთ ენერგოტევად კომპონენტს. მის ენერგოტევადობას განაპირობებს მიმწოდი მაგისტრალის დიდი მანძილი მომხმარებლიდან გენერატორამდე. აქედან გამომდინარე, მილგაყვანილობის თბოდანაკარგების შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგოდამზოგავი ღონისძიებათგანია.

საქართველოს რიგ კლიმატურ სარტყლებში მაღალეფექტურია მზის გამათბობელი სისტემების ინტეგრირება წყალგამათბობელ და ცხელი წყლის ენერგიის კომბინირებულ ბივალენტურ ბუფერულ სისტემებთან ერთად. კარგ შედეგებს იძლევა ე.წ. ჰაერი-წყალი ტიპის თბური ტუმბოები, რომელთა ენერგიის გარდაქმნის კოეფიციენტი რიგ შემთხვევებში 3.6-4-ით განისაზღვრება.

მაღალი ენერგოტევადობის სამედიცინო აპარატურა – ხშირ შემთხვევაშისამედიცინო აპარატურა ძალიან მაღალი ენერგოტევადობით გამოირჩევა. ასეთი აპარატურის ენერგოეფექტურ მუშაობას განსაზღვრავს მისი მწარმოებელი კომპანია.

ამიტომ ისინი ნაკლებად შედიან შენობათა სექტორის ენერგოგაუმჯობესების სიაში, თუმცა შესაძლებელია დანახარჯების მინიმიზაცია განახლებად ენერგოწყაროებზე მომუშავე ენერგოგენერატორების გამოყენებით.

 

ენერგოეფექტური ღონისძიებები კლინიკური მედიცინის ცენტრებისთვის

ენერგოფექტური ღონისძიებები ჰოსპიტალურ სექტორში შეიძლება განხორციელდეს როგორც თვით შენობაზე, ასევე მის საინჟინრო აღჭურვილობაზე. ხარჯთეფექტურიბის საინვესტიციო პაკეტი სამი კატეგორიით არის წარმოდგენილი:

● მარტივი დანახარჯები, რომლებიც არ მოითხოვენ სპეციალურ ინვესტიციებს;
● დაბალი დანახარჯების აქტიურობები ე.წ. ლოუ ტეკი;
● სარეაბილიტაციო მაღალბიუჯეტიანი დანახარჯები.

შენობის თერმული გარსი

მარტივი ღონისძიებები

● ფანჯრებისა და კარების ექსპლოატაციის კონტროლი სივრცეებს შორის თერმული ხიდების მოწესრიგება;
● არსებული საინჟინრო მოწყობილობის რაციონალური ექსპლუატაცია. სეზონზე დამოკიდებული მზის დასხივების ქვეშ მყოფი ღიობის დაჩრდილვის კონტროლი;
● დაზიანებული ღიობების, კედლებისა და კარების საკეტი მექანიზმების, აგრეთვე თბოიზოლაციით დაზიანებული ფანჯრების კონტროლი და რემონტი;
● თბური ნაკადის გასასვლელების ამოქოლვა შახტებსა და კიბის უჯრედებში, ღიობების სისტემატური გამოყენების შეზღუდვა.

მცირებიუჯეტიანი ღონისძიებები

● თბური ხიდების გაუმჯობესება სპეციალური საიზოლაციო მასალით. ღიობის
უკეთესი თბოტექნიკური აღჭურვისათვის;
● გამოუყენებელი ღიობების, კარების გაუქმება;
● ფანჯრების ან დაზიანებული მინის პანელების შეცვლა ახალი ორმაგი პანელებით;
● ფერადი და ამრეკლი მოწყობილობების (ჟალუზები, ფარდები) განლაგება
ღიობებში შიდა დაჩრდილვისათვის ზაფხულში მზის მაღალი აქტიურობისას;
● კარების ავტომატური საკეტების დაყენება;
● დაბალი ხარისხის თბური ხიდების მქონე ლითონის კარების შეცვლა ახალი სპეციალური დაცვის მქონე მასალებისაგან შექმნილი კონსტრუქციით უფრო დაბალი თბოგამტარიანობით;
● ცენტრალური გათბობის რადიატორების მიღმა მდებარე ზონებში საიზოლაციო ფენების დამატება.

რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია

● გარე კედლების, სახურავების, იატაკებისა და ერკერების თბოიზოლაცია;
● თბური ხიდების რეკვიზიტი, კოჭების, შემავსებელი კედლების და ა. შ. დათბუნება;
● არსებულ ღიობებში ჩარჩოების, ვიტრაჟების შეცვლა ახალი გაუმჯობესებული თბური და ოპტიკური თვისებების მქონე პანელებით;
● გასათბობი (გასაცივებელი) მოცულობის შემცირება გაზრდილი სიმაღლის მქონე სათავსოებში (შეკიდული სახურავების ინტეგრაცია);
● მუდმივი ან მობილური დამჩრდილავი მოწყობილობების განთავსება(ფარდები, ჟალუზები, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ქოლგები და ა. შ.); პასიური გათბობის და განათების მზის სისტემების დამატება (მზის წყლის გამაცხელებლები, სასათბურე სივრცეები და ა.შ.).

საქვაბე დანადგარები

მარტივი ღონისძიებები

● ქვაბის პერიოდული რევიზია. ჰაერის წვის ხარჯის, გაბნევისა და საწვავის ტურბულენტობის რეგულირება წვის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;
● ქვაბის მუშა ზედაპირების გაწმენდა წვის ნარჩენებისა და არასაწვავი ნივთიერებებისაგან;
● გამონაბოლქვი გაზების გამოსასვლელების კონტროლი და რემონტი;
● ცხელი წყლის ტემპერატურის დაწევა ქსელის თბური დატვირთვის შემცირების შესაბამისად (ჰიდროსტატის ზღვრის დაწევა) თბური კომფორტის უზრუნველსაყოფად და კოროზიის გამოსარიცხად;
● სისტემაში სათანადო წნევის უზრუნველყოფა წყლის დუღილის და აგრეთვე
ქსელში ჰაერის ჯიბეების (თბური დანაკარგები ტიხრებში მაღალი წნევის გამო ან
რადიატორის არაეფექტური მუშაობა დაბალი წნევის გამო) გამოსარიცხად;
● ქვაბების რაოდენობის შემცირება (თუ მომუშავე ქვაბების რაოდენობა
დამოკიდებულია თბური დატვირთვის შემცირებაზე), ხელით მართვა,
ჰიდროიზოლაცია;
● მოწყობილობის განმეორებითი დაკალიბრება, აზომვა, კონტროლი;
● თბური დატვირთვის ცვლილების მინიმალიზაცია, ქვაბის მართვა
ავტომატიზირებული რეჟიმებით).

მცირებიუჯეტიანი ღონისძიებები

● ქვაბის ზედაპირის თბოიზოლაციის რემონტი და მოდერნიზაცია;
● გამონაბოლქვი აირის ეკონომაიზერის დაყენება ჰაერის ნაკადში ცხელ
გამონაბოლქვ აირსა და წყალს შორის თბოგადაცემის უზრუნველსაყოფად;
● წვის ზონის მოდერნიზაცია (წვის ჰაერისა და გაბნეული საწვავის ოპტიმალური
ნარევის მისაღებად);
● კვამლსადენში დიაფრაგმების დაყენება თბური დანაკარგების შესამცირებლად;
● საწვავის ინჟექტორების გამოცვლა მთელ ქვაბში ზედმეტი თბური სიმძლავრის
შესამცირებლად;
● უწყვეტი საზომი სისტემის დაყენება წვის პარამეტრების მონიტორინგისათვის
(გამომავალი აირის ანალიზი, საწვავის გაზომვა, ელექტრული გაზომვები).

რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია

● სადაც შესაძლებელია ძველი სანთურების შეცვლა კომბინირებულ საწვავზე
მომუშავე მრავალსაფეხურიანი სათურებით (ნავთობი, ბუნებრივი აირი);

● ძველი ქვაბის შეცვლა მაღალეფექტური და გამომავალი აირების დაბალი
ტემპერატურის ახალი გაზოკონდესაციური ქვაბით;
● ზაფხულში წყლის გაცხელების უზრუნველყოფის მიზნით, წიაღისეული საწვავის
ჩანაცვლება მზის ენერგიის ან სხვა განახლებადი აგენტის საშუალებით;
● მაღალი გამომავალი ტემპერატურის მქონე ქვაბებში თბომცვლელის დაყენება
ცხელი გამონაბოლქვი აირებისაგან სითბოს რეკუპერაციისთვის;
● წვის ოპტიმიზაციისა და დატვირთვის მიხედვით ჰაერის უწყვეტი რეგულირების
დანადგარის დაყენება;
● ქვაბების კასკადური ჩართვის დანადგარის დაყენება (მიმდევრობის კონტროლი)
ცალკეული ჰიდროსტატის რეგულირებისათვის კონკრეტული დატვირთვის
მიხედვით.

გაგრილება

მარტივი ღონისძიებები

● სისტემის პერიოდული მომსახურება. გამაცივებელი კოლონის თბომცვლელების,
ვენტილატორების გაწმენდა და რემონტი. გამაცივებელი სითხის გადინების
აღდგენა;
● მაცივარში წყლის გაცივების ტემპერატურული ზღვრის და ჰაერის გამაცივებელი
სითხის წნევის ნორმირებული მაჩვენებლის შენარჩუნება (პირდაპირი
გაფართოების სისტემებში) ჰაერის გაშრობის და გაცივების ზღვრამდე;
● კონდენსირებული წყლის ტემპერატურის ზღვრის და კონდენსაციის წნევის
დაწევა (პირდაპირი გაფართოების სისტემებში): ა) ჰაერის მიწოდების გაზრდა
ჰაერით გაცივებით, ბ) წყლის მიწოდების გაზრდა, გ) მართვის ბლოკების
მუშაობის მოდიფიკაცია გამაცივებელი-კონდენსატორით, დ)კონდენსატორის
კომპრესორთან მიწევა (გადაქაჩვის მოთხოვნილი ენერგიის შემცირება);
● პაუზის ოპტიმიზირება დამხმარე მოწყობილობის მუშაობაში უწყვეტი მუშაობის
საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში (გამაცივებლის, კონდენსატორის,
თერმული წინაღობის წყლის ცირკულატორი და ა. შ.);
● გამლღვობი მოწყობილობის, გამაფართოებელი სარქველისა და თბური
ტუმბოების კონტროლი და მომსახურება.

მცირებიუჯეტიანი ღონისძიებები

● კონდენსატორული მილების გაწმენდა წყლით გაცივების სისტემებში;
● ჰიდრავლიკური შეერთებების გადაადგილება (პარალელურად ან მიმდევრობით)
სისტემის ნაწილებს შორის (გამაცივებლები, კომპრესორები,
ამაორთქლებლები/კონდესატორები) მოხმარების ბალანსამდე დიდი რაოდენობის
ბლოკის შემცველ ცენტრალურ სისტემებში.
რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია
● თბომცვლელების დაყენება გამაცივებელი წყლის კონდენსატორის კონტურში, ან
ცხელ მილსადენში;
● ჰაერის კონდიცირებისათვის წყლის გაცივება გარე ცივი ჰაერის გამოყენებით
თბომცვლელის გავლით, ან კონდიციონერის შიგა სითხეების მეშვეობით ისეთ

შენობებში, სადაც ზამთრის ჰაერზე დიდი მოთხოვნილებაა, ძალიან თბილ
რეგიონებში, ზოგადი ეფექტურობის გაზრდა ოპტიმიზაციის შიგა ავტომატური
სისტემის გამოყენებით;
● წყლის ბუნებრივი წყაროების ჩართვა გაციების კონტურებში (მდინარეები,
ტბები);
● ადსორბენტების გამოყენება ჰაერის მოდინების შესამცირებლად. ეს
დაკავშირებულია ფარული გამაცივებელი დატვირთვის შემცირებასთან, აგრეთვე
სითხის მოთხოვნილი ტემპერატურის გაზრდასთან;
● ცივი წყლის, ან ყინულის მოკლევადიანი, ან საშუალოვადიანი შენახვის სისტემის
დაყენება ღამით ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით;
● ცივი წყლის მიღება აბსორბციით მოპოვებული სითბოთი, ბუნებრივი აირით ან
ენერგიის განახლებადი წყაროებით (მზის ენერგია, ბიომასა);
● გაცივების სიმძლავრის მართვის უფრო ეფექტური სისტემების გამოყენება
ნაწილობრივი დატვირთვით (სიჩქარის ცვლილების კონტროლი, სარქველის
კუთხის რეგულირება, ცილინდრების გამართვა, ცირკულატორებისა და
ვენტილატორების კონტროლი);
● ენერგიის აგენტის წყაროს შეცვლა (მაგ.:ზეთი ქვაბში, ელექტრული წინაღობა)
თბური ტუმბოების და სხვა სისტემების უფრო ეკონომიური და ეფექტური
მუშაობით. ამავდროულად შესაძლოა შეიცვალოს: ა) მუშაობის პროცედურები,
რათა ისინი მოიცავდეს დატვირთვის ბაზას, ბ) დამხმარე სისტემების პაუზით
მართვის წესი.

გამაცივებელი აგენტის და ჰაერის დისტრიბუციის მაგისტრალები
მარტივი ღონისძიებები

● გარემოს კონტროლის სისტემები კონდიცირებად სათავსებში ყველა
თერმოსტატსა და ჰიდროსტატში შესაბამისი პარამეტრების შენარჩუნება;
● ტემპერატურის რეგულირების კონტროლერების ადაპტაცია ენერგიის
დასაზოგად, როცა მასზე მოთხოვნა არ არის ძირითადი და გამოუყენებელი
სივრცეები;
● ვენტილაციის შეწყვეტა და დანადგარების გამოშრობა, როდესაც სივრცეები არ
გამოიყენება;
● დიაფრაგმების (დემფერების) დაკეტვა;
● ვენტილატორების ღვედების მორგება.
მილგაყვანილობის ქსელი
● მიმდინარე ტექნიკური მომსახურება და კონტროლი ქსელში ჰაერის შეღწევის
და მილებიდან და რეზერვუარებიდან გადინების გამოსარიცხად;
● ცირკულატორების პაუზის უზრუნველყოფა, როდესაც მათი მუშაობა საჭირო არ
არის;
● ფილტრების გაწმენდა და შეცვლა.

ვენტილაცია

მარტივი ღონისძიებები

● ცენტრიდანული ვენტილატორების ფრთების გაწმენდა;
● მოძრავი ნაწილების მოვლა (ძრავის დატვირთვების ტრანსმისიასთან
სინქრონიზაცია, მორგება, მოძრავი ღვედების შეცვლა);
● ჰაერის ფილტრების გაწმენდა და შეცვლა.

მცირებიუჯეტიანი ღონისძიებები

● კონდიციონირებული სივრცეების კონტროლის სისტემები გათბობა ან წინასწარი
გაგრილება ჰაერის გარედან შემოყვანის გარეშე ეკონომაიზერებით;
● შენობებში ჰაერის მიწოდების მოწყობა საცხოვრებელი პირობების ცვლის
შესაბამისად: ა) დიაფრაგმების რეგულირებით, ბ) ვენტილატორების კვების
ჩახშობით, გ) ძრავის ბრუნთა რიცხვის კონტროლით, დ) მიმოსვლის მექანიკური
კონტროლით, ე) ვენტილატორების ცვლადბიჯიანი ფრთების ინტეგრაციით და ა.
შ.;
● შემაერთებელი კვანძების ან ჰაერის ყველა მარეგულირებელი დიაფრაგმის
შეცვლა ჰაერის გაჟონვის გამოსარიცხად;
● დანადგარებში თერმოსარქველების დაყენება;
● კონდიციონერებში ეკონომაეზერ-ციკლის დაყენება სუფთა ჰაერის 100%-იანი
გამტარობით;
● ზუსტი თერმოსტატების დაყენება;
● ამრევი მოწყობილობის შეცვლა ან შემდგომი აღდგენა/რეაბილიტაცია;
● ჰაერის მიწოდების უზრუნველსაყოფად სივრცეებში ქსელის ბალანსი;
● კვების მიწოდების შემცირება შემდეგ შემთხვევებში: ა)ზედმეტად შეფასებული
სისტემა, ბ) დატვირთვის შემცირება, გ) ტემპერატურის სხვაობის გაზრდა
მიწოდებისა და დაბრუნების ხაზებს შორის (ჰაერის ნაკადის ჩახშობა, ახალი
გორგოლაჭების მორგება ვენტილატორების ძრავებში, ვენტილატორების
ბრუნვების ან ცირკულარული ოპერაციების შემცირება);
● ოპერაციებში წნევის ვარდნის შემცირება, როდესაც წნევა 200 Pa-ზე მაღალია
შემდეგი ხერხებით: ა) ფილტრების გაწმენდა – აღდგენა, დიაფრაგმების გახსნა
ნაკადის მიმართულებით, გ) ბრუნვადი სარქველების დაყენება რთულ მოსახვევ
წერტილებში, დ) ვიწრო გასავლელების გაგანიერება, ე)დიდი დრეკადი
ნაკვეთების შეცვლა ხისტებით;
● ჰაერის გაჟონვის წერტილების რემონტი;
● ვენტილატორების დადგმული სიმძლავრის შემცირება გადაჭარბებული
სიმძლავრის მქონე სისტემებში (უფრო მცირე ზომით შემცირება);
● სავეტილაციო მილების თბოიზოლაციის რემონტი და მოდერნიზაცია
დიაფრაგმების დაყენება, რომლებიც გამორიცხავენ სივრცეებში გარედან თბური
ენერგიის მოხვედრას ვენტილატორების უმოქმედობის დროს;
● კვების მიწოდების შემცირება შემდეგ შემთხვევებში: ა)ზედმეტად შეფასებული
სისტემა, ბ) დატვირთვის შემცირება, გ) ტემპერატურის სხვაობის გაზრდა
მიწოდებისა და დაბრუნების ხაზებს შორის (ჰაერის ნაკადის ჩახშობა, ავტომატურად რეგულირებადი სარქველები, მომოქცევების შემცირება ან ცირკულატორის შეცვლა), დ) ვენტილატორების ქსელი;
● განაწილების სისტემების ტრანსფორმაცია საბოლოო გაცხელებით (ტერმინალური
გაცხელება) ცხელი ჰაერით და ორმაგი მილით ჰაერის ცვალებად მოცულობაში
(VAV) – ელემენტების შეცვლა;
● სხვადასხვა თბურ სივრცეებს შორის (მაგ., ეზო და ოთახი) ჰაერის ნარევის
მოძრაობის მოსამატებლად რეკუპერატორის დაყენება;
● ენერგიის მართვის ახალი ცენტრალური სისტემის (BMS) დაყენება პირდაპირი
ციფრული კონტროლის საშუალებით რეგიონალური ელექტრონული მონაცემების
შეგროვებითა და დამუშავებით.

წყალმომარაგება

● ქსელის ჰიდრავლიკური ბალანსის კონტროლი: ა) სარქველების რეგულირებით ან
შეცვლით მთავარ კოლექტორებსა და სექტორებში და დანადგარების
სარქველების ადაპტაციით, ბ) კვების ავტომატური კონტროლისთვის
სარეგულაციო სარქველების დაყენებით;
● მილებისა და რეზერვუარების თბოიზოლაციის რემონტი და მოდერნიზაცია;
● ცალკე ცირკულატორების დაყენება ქსელებში წნევის ვარდნის მნიშვნელოვანი
განსხვავებით და ზონებში ძალიან განსხვავებული მოთხოვნებით;
● ცირკულატორის დაყენება, რომელიც კონტროლდება პარალელურად ან
ცირკულატორები, რომლებშიც კონტროლდება ამოტუმბვის მობრუნებები
მიმდევრობით დატვირთვის მიხედვით;
● ქსელის უსარგებლო ნაწილების ამოღება ადრე მოდიფიცირებული ქსელებიდან.
● არსებული ელექტროძრავების შეცვლა ინვერტორული ძრავებით

ცხელი წყლის დანადგარები

მარტივი ღონისძიებები

● შენახვის მოცულობის უზრუნველყოფა და ცხელი წყლის ტემპერატურის დაყვანა
ქვედა ზღვრამდე, რომელიც საკმარისია ბაქტერიებისა და ვირუსებისგან
უსაფრთხო სუფთა წყლისთვის;
● მოთხოვნის არქონისას ცირკულატორების შეჩერება;
● ცხელი და ცივი წყლის ონკანებში ამრევების რაციონალური გამოყენება;
მცირებიუჯეტიანი ღონისძიებები
● წნევის მილებსა და სისტემებში მიწოდების შემზღუდველების დაყენება,
რომლებიც გამორიცხავენ ჰაერის შეღწევას ონკანში;
● სარქველებით ავტომატური კონტროლი ან ნაკადის წნევის შემცირება.
რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია
● საცავის ზომის მორგება გამოყენების საჭიროების შესაბამისად (დიდი სისტემის
შემთხვევაში);

● ჩვეულებრივი ხელის ონკანების შეცვლა ისეთი ონკანებით, რომლებიც
იმართებიან ფოტოელემენტებით, ინფრაწითელი სენსორით ან მექანიკურად;
● საბოლოოდ განაწილებული წყლის ტემპერატურის გაზრდისათვის ადგილობრივი
გამათბობლის გამოყენება, რაც იწვევს უფრო პატარა და დაბალი ტემპერატურის
შესანახი რეზერვუარების გამოყენებას ცენტრალურ სისტემებში;
● თითოეულ შენობაში გაზომვის სისტემების დაყენება;
● მზის კოლექტორების დაყენება;
● წყლი გათბობისა და სივრცეების კონდიცირებისათვის თბური ტუმბოს დაყენება;
● განაწილების დანაკარგების შესამცირებლად სისტემის დეცენტრალიზაცია.

ორთქლის განაწილება

მარტივი ღონისძიებები

● კონტროლი და რემონტი, რომელიც გამორიცხავს ორთქლის გაჟონვასა და
კონდენსატებს მილსადენებსა და კონტეინერებში;
● ორთქლის დამჭერების ტექნიკური მომსახურება.

ქიმიური დაცვის ტექნიკური მომსახურება

მარტივი ღონისძიებები

● კონტეინერებისა და მილსადენების თბოიზოლაციის რემონტი და მოდერნიზაცია;
● სისტემური გეგმარების ოპტიმიზაცია (მილების სიგრძე, სექტორების შეზღუდვა).

რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია

● კონდენსატიდან გამოყოფილი სითბოს რეკუპერაცია თბომცვლელის მეშვეობით.

ხელოვნური განათების მონტაჟი

მარტივი ღონისძიებები

● ნათურების ჩაქრობა, როცა არ გამოიყენება;
● ხანძარსაწინაააღმდეგო სისტემების კოორდინირებული, პერიოდული გაწმენდა,
კონტროლი და მომსახურება;
● შიგა ზედაპირების გაწმენდა და კაშკაშა ფერებში შეღებვა;
● სივრცის გადაწყობა ბუნებრივი განათების ოპტიმალური გამოყენებისთვის;
● დაბალი ინტენსივობის განათება არასაჭირო დროს (ღამით);
● მაღალი წარმადობის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დაბალი სიმძლავრის
სანათების შეცვლა შესაბამისით.

მცირებიუჯეტიანი ღონისძიებები

● გარე განათების მინიმალიზაცია და ტაიმერების ინსტალაცია;
● განათების მოწყობილობათა განლაგების მოდიფიკაცია და ოპტიმიზაცია;
● ადგილობრივი განათების ფართის პროპორციულად გამოყენება მოცემულ
უბანზე;
● დაბალპროცენტული სინათლის გამოსხივების ნათურების შეცვლა უფრო
ეფექტურითა და ეკონომიურით (მაგ.: კომპაქტური ელექტრონული
ფლუიროსცენტური ან ენერგოდამზოგავი ნათურები);

● შუქამრეკლი სახურავების დაყენება სინათლის ოპტიმალური განაწილებისათვის;
● ცალკეულ უბნებზე განათების მართვა ადგილობრივი გამომრთველებით,
ტაიმერებით, მოძრაობის გადამწოდებით.
რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია
● ოპტიმალური სიკაშკაშის უზრუნველყოფა ავტომატიკით;
● ბუნებრივი განათების დონის მიხედვით მოქმედი რეგულატორების დაყენება
დანადგარებში;
● ბუნებრივი სინათლის გადამწოდები და ცალკეული პერიმეტრული განათების
სისტემის შეცვლა ახლით, უფრო ეფექტურით;
● ენერგიის მართვის თანამედროვე ცენტრალური სისტემის დაყენება (BMS)
პირდაპირი ციფრული კონტროლის შესაძლებლობით მონაცემთა ელექტრონული
შეგროვების და დამუშავების მეშვეობით.

ელექტრომოწყობილობა

მარტივი ღონისძიებები

● ძრავების ტექნიკური მომსახურება
● ელექტრონული ფაზების დატვირთვის ბალანსი ძრავების მუშაობის
გასაუმჯობესებლად;
● ძრავის და გადამცემთა კოლოფის სინქრონიზაცია ღვედურ გადაცემებში;
● ენერგოდამზოგავი ფუნქციის მქონე საოფისე აპარატურის გამოყენება.

მცირებიუჯეტიანი ღონისძიებები

● ელექტრონული დატვირთვის ავტომატური მართვის სისტემა – გამეორებითი
დატვირთვების შემცირება პიკის საათებში, რაც მოქმედებს ელექტროენერგიის
ხარჯზე (ფასზე, ტარიფზე);
● ელექტროძრავების კოეფიციენტის კონტროლერის დაყენება ეფექტურობის
გასაზრდელად.

რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქცია

● მიწოდებული ენერგიის ხარისხის (დენის, ძაბვის) ასამაღლებელი სისტემების
დაყენება (ჰარმონიკების სპეციალური ფილტრები);
● სიმძლავრის კოეფიციენტის (კოსინუსი) კორექცია კონდენსატორების დაყენებით;
● ძრავის ბრუნთა რიცხვის კონტროლის სისტემა;
● ძველი ძრავების შეცვლა ახალი უფრო ეფექტური ძრავებით.

ენერგოაუდიტი ღვინის ინდუსტრიაში

ენერგოეფექტური წარმოება და მისი კავშირი კონკურანტუნარიანობასთან

მეღვინეობაში თანამედროვე კონკურენტულ გარემოში რესურსების სწორად მართვას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს. თანამედროვე მწვანე მეღვინეობის მოდელის საფუძველთა საფუძველია პროცესების ხარჯთეფექტური მართვა, განახლებადი ენერგორესურსების გამოყენება, ნარჩენების მინიმიზაცია. ეს მოიცავს პროცესებს და წარმოების უბნებს

დაწყებული ვენახების სარწყავი სისტემებიდან და დასრულებული ღვინის საწარმოების განათების სისტემების ჩათვლით: კომპანიის ავტოპარკი, მექანიზაცია ვენახებში, პროდუქციის შეფუთვა, სადაც წარმოების პროცესების დროს თუ პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის იხარჯება ენერგია.

ღვინის წარმოების ინდუსტრიაში გამოყენებული ენერგიის ოპტიმიზაცია მონაცემთა იდენტიფიცირების შემდეგ, საშუალებას მისცემს პროცესების გაუმჯობესებას. ინფორმაციის ანალიზის დასრულების შემდეგებზე დაფუძნებული დასკვნები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს ეფექტურობის გაუმჯობესებას ავითარებს წარმოების მართვის მწვანე პრინციპებს ISO 5001 ის დანერგვის საშუალებით, იყენებს განახლებადი ენერგიებს.

ეს არის საშუალებები რომლებიც ქარის, მზის გეოთრრმული ენერგიაზე დაფუძნებულ მარტივ ინსტალაციების გამოყენებით 30%-ით ამცირებს ელექტრო ქსელიდან საჭირო ენერგიის მოხმარებას.

განახლებად ენერგიაზე დაფუძნებულ წარმოებით, ენერგოეფექტურობის სხვადასხვა მეთოდოლოგიებით და ენერგიის სწორი აქტიური მენეჯმენტით, პროცესები მონიტორინგის გზით, შეიძლება მიღწეული იქნას ქსელის ენერგიის მოთხოვნის 50%-ზე მეტით შემცირება.

 

ენერგოაუდიტი – როგორც რესურსების ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტი

ენერგოაუდიტი მეღვინეობაში არის პროცედურა რომლის მიზანია ღვინის წარმოების სამრეწველო პროცესის ან ცალკეული დანადგარის მიერ მოხმარებული ენერგიის შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, ენერგიის დაზოგვის ხარჯთეფექტური პოტენცილის გამოვლენა, გაანგარიშება და შედეგების ანალიზი. არ აქვს მნიშვნელობა ღვინის წარმოების რომელ ეტაპს შევეხებთ ენერგოაუდიტი არის პრობლემის იდენტიფიცირება და გამოსავალი.

საქართველოში ღვინის ბიზნესებში ენერგგომენეჯმენტში მრავალი გამოწვევა ჩნდება რომელსაც საწარმოო ენერგოაუდიტმა შეიძლება გასცეს პასუხი:

  • როგორ და სად შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი ენერგოეფექტურობა და მაშასადემე შევამცირო ხრჯი ღვინის ღირებულების ჯაჭვში?
  • რა ალტერნატივებია შესაფერისი ჩემი ბიზნესისთვის, ჩემი რეგიონისთვის?
  • რომელი მიდგომებია მდგრადი და რამდენად?
  • როგორ შეიძლება სხვადასხვა ტიპის ენერგია თანაარსებობდეს/კორელირებდეს?
  • რამდენი დრო დასჭირდება თითოეული ვარიანტისთვის იმპლემენტირებას, დანაზოგების მიღებას და ხარჯის უკუგებას?
  • როგორ შემიძლია შევინახო არასაჭირო საათებში წარმოებული ენერგია ადგილზე, რომ გამოვიყენო ჩემი საჭიროებების დროს?
  • არის ფინანსურად მდგრადი ამის მარტო გაკეთება თუ ჯობს სხვებთან თანამშრომლობა?
  • ქსელური თუ განმხოლოებული სისტემები?

 

კარგი პრაქტიკის მაგალითი

ცივი წინასწარი დუღილის მაცერაცია ღვინის დუღილის პროცესში მსოფლიოს და უკვე საქართველოს ბევრ ღვინის ქარხანაში გამოიყენება. პრეფერმენტაციის პროცესისთვის შემუშავებულია ენერგიის დაზოგვის და პროცესის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგია. ხორციელდება ენერგიის დაზოგვის მეთოდების ანალიზი კონკრეტული საწარმოსთვის, და ოპტიმალური სამოქმედო გეგმის შემუშავება დანერგვის და შედეგიების დადასტურების ჩათვლით.

 

ენერგოეფექტურობის შესახებ ახალი კანონმდებლობა, საწარმოების მოვალეობები და გამოწვევები

საქართველოს კანომდებლობა, კერძოდ „კანონი ენერგოეფექტიანობის შესახებ 21/05/2020“ მიზნად ისახავს ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების, უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრას. ეს კანონი ავალდებულებს პირველი კატეგორიის საწარმოებს (მათ შორის ღვინის საწარმოებსაც თუ ისინი ამ კატეგორიაში მოექცევიან) ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განახორციელონ სრული ენერგოაუდიტი (იხ საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ 21/05/2020 თავი თავი V. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა მრეწველობაში), ან დანერგონ მუდმივმოქმედი
ენერგიის მენეჯმენტის სისტემა შესაბამისი პირობის არსებობისას:

ა)თუ საწარმო შედგება ენერგიის საბოლოო მოხმარების სხვადასხვა, დიდი ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის მეშვეობით;

ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე ობიექტის ენერგოაუდიტის  მეშვეობით;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის არსებობისას − იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით ერთობლივად.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს პროგრამებს მცირე და საშუალო ღვინის საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვის სარგებლიანობისა და სერტიფიცირებული ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

ენერგოაუდიტორთა აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, რომელსაც უფლება აქვს, დაინტერესებულ პირებს მიანიჭოს აკრედიტაცია ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისთვის. აკრედიტაციის ცენტრს ასევე უფლება აქვს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე აღიაროს
ენერგოაუდიტორთა სერტიფიკატები.

 

ენერგიის მენეჯმენტის ვალდებულება და შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმები

კანონი უწესებს პასუხისმგებლობებს მეწარმეებს მოთხოვნების დარღვევისთვის და აკისრებს მათ სახდელებს კერძოდ „საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის განუხორციელებლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის განუხორციელებლობა ან/და სამინისტროსთვის განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლის წარუდგენლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 90 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.“

 

ბოლო სიტყვა

შეიძლება ითქვას რომ ენერგოაუდიტი არის მწყობრი სისტემა რომელიც უზრუნველყოფს ხარჯთეფექტიან მენეჯმენტს მეღვინეობის სექტორში. იგი მხარდაჭერილია საქართველოს კანონმდებლობით და წარმოადგენს საქართველოს ღვინის სექტორის მწვანე განვითარების სწორ მექანიზმს.

ენერგოაუდიტი ღვინის ინდუსტრიაში

ენერგოეფექტური წარმოება და მისი კავშირი კონკურანტუნარიანობასთან

მეღვინეობაში თანამედროვე კონკურენტულ გარემოში რესურსების სწორად მართვას
გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს. თანამედროვე მწვანე მეღვინეობის მოდელის
საფუძველთა საფუძველია პროცესების ხარჯთეფექტური მართვა, განახლებადი
ენერგორესურსების გამოყენება, ნარჩენების მინიმიზაცია. ეს მოიცავს პროცესებს და
წაროების უბნებს

დაწყებული ვენახების სარწყავი სისტემებიდან და დასრულებული ღვინის საწარმოების
განათების სისტემების ჩათვლით: კომპანიის ავტოპარკი, მექანიზაცია ვენახებში,
პროდუქციის შეფუთვა, სადაც წარმოების პროცესების დროს თუ პროდუქციის
ტრანსპორტირებისთვის იხარჯება ენერგია.

ღვინის წარმოების ინდუსტრიაში გამოყენებული ენერგიის ოპტიმიზაცია მონაცემთა
იდენტიფიცირების შემდეგ, საშუალებას მისცემს პროცესების გაუმჯობესებას.
ინფორმაციის ანალიზის დასრულების შემდეგებზე დაფუძნებული დასკვნები და
რეკომენდაციები მიზნად ისახავს ეფექტურობის გაუმჯობესებას ავითარებს წარმოების მართვის მწვანე პრინციპებს

ISO 5001 ის დანერგვის საშუალებით, იყენებს განახლებადი ენერგიებს.

ეს არის საშუალებები რომლებიც ქარის, მზის გეოთრრმული ენერგიაზე დაფუძნებულ
მარტივ ინსტალაციების გამოყენებით 30%-ით ამცირებს ელექტრო ქსელიდან საჭირო
ენერგიის მოხმარებას.

განახლებად ენერგიაზე დაფუძნებულ წარმოებით, ენერგოეფექტურობის სხვადასხვა
მეთოდოლოგიებით და ენერგიის სწორი აქტიური მენეჯმენტით, პროცესები
მონიტორინგის გზით, შეიძლება მიღწეული იქნას ქსელის ენერგიის მოთხოვნის 50%-
ზე მეტით შემცირება.

 

ენერგოაუდიტი – როგორც რესურსების ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტი

ენერგოაუდიტი მეღვინეობაში არის პროცედურა რომლის მიზანია ღვინის წარმოების
სამრეწველო პროცესის ან ცალკეული დანადგარის მიერ მოხმარებული ენერგიის
შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, ენერგიის დაზოგვის ხარჯთეფექტური
პოტენცილის გამოვლენა, გაანგარიშება და შედეგების ანალიზი. არ აქვს მნიშვნელობა
ღვინის წარმოების რომელ ეტაპს შევეხებთ ენერგოაუდიტი არის პრობლემის
იდენტიფიცირება და გამოსავალი.

საქართველოში ღვინის ბიზნესებში ენერგგომენეჯმენტში მრავალი გამოწვევა ჩნდება
რომელსაც საწარმოო ენერგოაუდიტმა შეიძლება გასცეს პასუხი:

  • როგორ და სად შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი ენერგოეფექტურობა და მაშასადემე
    შევამცირო ხრჯი ღვინის ღირებულების ჯაჭვში?
  • რა ალტერნატივებია შესაფერისი ჩემი ბიზნესისთვის, ჩემი რეგიონისთვის?
  • რომელი მიდგომებია მდგრადი და რამდენად?
  • როგორ შეიძლება სხვადასხვა ტიპის ენერგია თანაარსებობდეს/კორელირებდეს?
  • რამდენი დრო დასჭირდება თითოეული ვარიანტისთვის იმპლემენტირებას,
    დანაზოგების მიღებას და ხარჯის უკუგებას?
  • როგორ შემიძლია შევინახო არასაჭირო საათებში წარმოებული ენერგია ადგილზე,
    რომ გამოვიყენო ჩემი საჭიროებების დროს?
  • არის ფინანსურად მდგრადი ამის მარტო გაკეთება თუ ჯობს სხვებთან
    თანამშრომლობა?
  • ქსელური თუ განმხოლოებული სისტემები?

 

კარგი პრაქტიკის მაგალითი

ცივი წინასწარი დუღილის მაცერაცია ღვინის დუღილის პროცესში მსოფლიოს და უკვე
საქართველოს ბევრ ღვინის ქარხანაში გამოიყენება. პრეფერმენტაციის პროცესისთვის
შემუშავებულია ენერგიის დაზოგვის და პროცესის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგია.
ხორციელდება ენერგიის დაზოგვის მეთოდების ანალიზი კონკრეტული საწარმოსთვის,
და ოპტიმალური სამოქმედო გეგმის შემუშავება დანერგვის და შედეგიების
დადასტურების ჩათვლით.

 

ენერგოეფექტურობის შესახებ ახალი კანონმდებლობა,
საწარმოების მოვალეობები და გამოწვევები

საქართველოს კანომდებლობა, კერძოდ „კანონი ენერგოეფექტიანობის შესახებ
21/05/2020“ მიზნად ისახავს ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების,
უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას, აგრეთვე ენერგეტიკულ
ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების
მაქსიმალურად აღმოფხვრას. ეს კანონი ავალდებულებს პირველი კატეგორიის
საწარმოებს (მათ შორის ღვინის საწარმოებსაც თუ ისინი ამ კატეგორიაში მოექცევიან)
ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განახორციელონ სრული ენერგოაუდიტი (იხ
საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ 21/05/2020 თავი თავი V.
ენერგოეფექტურობის პოლიტიკა მრეწველობაში), ან დანერგონ მუდმივმოქმედი
ენერგიის მენეჯმენტის სისტემა შესაბამისი პირობის არსებობისას:

ა)თუ საწარმო შედგება ენერგიის საბოლოო მოხმარების სხვადასხვა, დიდი
ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის
მეშვეობით;

ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და
იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე
ობიექტის ენერგოაუდიტის  მეშვეობით;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის
არსებობისას − იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით
ერთობლივად.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს
პროგრამებს მცირე და საშუალო ღვინის საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან
პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვის
სარგებლიანობისა და სერტიფიცირებული ექსპერტების შესახებ ინფორმაციის
მიწოდების მიზნით.

ენერგოაუდიტორთა აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, რომელსაც
უფლება აქვს, დაინტერესებულ პირებს მიანიჭოს აკრედიტაცია ენერგოაუდიტორთა
სერტიფიცირებისთვის. აკრედიტაციის ცენტრს ასევე უფლება აქვს, ევროკავშირის წევრი
სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე აღიაროს
ენერგოაუდიტორთა სერტიფიკატები.

 

ენერგიის მენეჯმენტის ვალდებულება და შეუსრულებლობის
შემთხვევაში ჯარიმები

კანონი უწესებს პასუხისმგებლობებს მეწარმეებს მოთხოვნების დარღვევისთვის და
აკისრებს მათ სახდელებს კერძოდ „საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის
განუხორციელებლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის განუხორციელებლობა ან/და
სამინისტროსთვის განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლის
წარუდგენლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს
პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 90 დღის ვადაში დარღვევის
გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.“

 

ბოლო სიტყვა

შეიძლება ითქვას რომ ენერგოაუდიტი არის მწყობრი სისტემა რომელიც
უზრუნველყოფს ხარჯთეფექტიან მენეჯმენტს მეღვინეობის სექტორში. იგი
მხარდაჭერილია საქართველოს კანონმდებლობით და წარმოადგენს საქართველოს
ღვინის სექტორის მწვანე განვითარების სწორ მექანიზმს.

 

ზაალ ხელაძე

ესკო-ესის მწვანე ინჟინერინგის ცენტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა 20 კაციან დელეგაციას უმასპინძლა

ესკო-ესის მწვანე ინჟინერინგის ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა 20 კაციანი დელეგაცია ესტუმრა. მოსწავლეების ვიზიტი ‘მწვანე მომავალი-ახალგაზრდები ტყეებისთვის“ ფარგლებში შედგა. კომპანიის ექსპერტებმა და მენეჯმენტმა მოსწავლეებს თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიები წარუდგინეს. ვიზიტი ახმეტის სკოლის პედაგოგების რეკომენდაციით განხორციელდა. მას მერე რაც მათ კომპანია ესკო ესის მწვანე ტექნოლოგიებიოს ცენტრის ხელმძღვანელის ზაალ ხელაძის საჯარო ლექცია მოისმინეს ახმეტის ეკოჰაბში ა.წ 6 ნოემბერს.
მოსწავლეები დაინტერესდნენ მწვანე მიდგომებით ინდუსტრიასა და საყოფაცხოვრებო რეალობებში. მწვანე საცხოვრისის შექმნასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების რეალიზაციაზე.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ განხორციელებული პროგრამის – „ბუნებრივი რესურსები სმართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფასოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (ECOserve) ფარგლებში. ინიციატივები ასევე ხორციელდება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც CENN ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ახორციელებს.

კომპანია ესკო-ესი და უნგრეთის საელჩო საქართველოში საქართველოში განახლებადი ენერგიების დეველოპმენტის შესაძლებობებს განიხილავენ

შედგა შეხვედრა უნგრეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ქალბატონ ვიქტორია ჰორვატსა და კომპანია ესკო-ესი დირექტორს ზაალ ხელაძეს შორის. შეხვედრის დროს მხარეებმა განახლებადი ტექნოლოგიების საქართველოში იმპლემენტაციის შესაძლებლობები განიხილეს და უნგრეთის რესპუბლიკაში ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობის მიზნით ვიზიტი დაგეგმეს. ქალბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ უნგრეთის განახლებადი ენერგიების კლასტერის „არჩ ენერჯის“ მხრიდან საქართველოში განახლებადი ენერგიების წყაროების მიმართ დაინტერესება არსებობს.  განსაკუთრებით კი ბიომასის დიდი  უტილიზატორების  (1 მეგავატი და მეტი)  მწარმოებლების მხრიდან საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ინტერესია გამოხატული.
ამასთან ერთად, არსებობს იდეა უნგრეთის ზეგედის ტექნიკური უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ენერგეტიკის დარგში ერთობლივი სასწავლო კურსების განხორციელების შესახებ. ქალბატონი ელჩის აზრით,  კარგი იქნება, თუ კომპანია ესკო -ესის მესვეურები უნგრეთში პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის ორგანიზებას მოახდენენ. მხარეები შეთანმდნენ,  რომ კომპანია ესკო -ესის წარმომადგენლები უნგრულ კომპანიებთან სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მიზნით გაემგზავრებიან, ამ ვიზიტს უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური ატაშე ვარგა სზოქი გაუწევს ფასილიტაციას.

ესკო -ესის „მწვანე ინჟინერინგის ცენტრის“ გუნდი ევროკავშირის EU4ENERGY პროექტის „მწვანე კონსულტაციების“ ფარგლებში კომერციული ბანკების მომხმარებლებს საკუთარი ბიზნესების მწვანე რესტრუქტურიზაციაში ეხმარება

კომპანია ესკო-ესი ,,ბაზისბანკის” და ,,თბს” ბანკის კლიენტებს პროექტ რემისის დაკვეთით EU4ENERGY საგრანტო აპლიკაციების მომზადებასა და შემდგომ პროექტის „მწვანე კონსალტინგგი“-ს ფარგლებში საკუთარი ბიზნესების მწვანე სტრუქტურებად გარდაქმნაში ეხმარება. კონსულტაციები ინდუსტრიული სექტორისთვის (მშენებლობა, მანქანათმშენებლობა, კვების მრეწველობა და სხვა). მწვანე რესტრუქტურიზაციის პროცესების იმპლემენტაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, 20 კომპანიის რესტრუქტურიზაცია, რომელთა კონსულტაციის ღირებულებას სრულად ანაზღაურებს საგრანტო პროექტი.
კომპანია ,,გეობილდერსი’’ გრანტის ერთერთი ბენეფიციარია. საკონსულტაციო პაკეტი მოიცავს კომპანიის ენერგომენეჯმენტის დეტალურ ანალიზსს, თანამშრომელთა, ტრეინინგს, მწვანე რესტრუქტურიუზაციის კონცეფციის შედგენას და მის იმპლემენტაციას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ერთი საპოლოტე ბინის ენერგობალანსის შედგენა და მისი ნულოვან ენერგმოხმარების ფაზაში გადაყვანა.
კოვიდ-19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, სამუშაოები ონლაინ რეჟიმშია გადაყვანილი. ექსპერტები ამ პროცესებს სათანდო ფილტრებით ახორციელებენ და ,,გეობილდერსის’’ ხელმძღვანელობას პერიოდულ ინფორმაციას აწვდიან.
-„ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი კომპანიისთვის. მწვანე რესტრუქტურიზაციის მიმართულებით, დიდი იმედი გვაქვს, შესაძლებლობა მოგვეცემა, კორელაციაში მოვიდეთ ახალ კანონთან „ენერგოეფექტიანობის შესახებ.“ შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებაში პიონერები ვართ. გავეცანით არაერთ ინოვაციურ მიდგომას სამშენებლო სექტორში. ვიგრძენით, ენერგოეფექტიანი მიდგომების მიმზიდველობა და მიზანშეწონილობა რესურსეფექტური მართვის მეთოდოლოგიების განხორციელებისთვის.“ აღნიშნა შპს ,,გეობილდერსის’’ -დირექტორმა ლევან ცაავამ.

ესკო -ესმა ბაზალეთის მწვანე ინჟნერინგის ცენტრის ტერიტორიაზე ნულოვანი ემისის ორი მცირე საწარმოს მშენებლობა წამოიწყო.

აღსანიშნავია, რომ „ენერგოეფექტიანობის კანონი“ საწარმოების მიმართ აყენებს მოთხოვნას, რომლითაც პირველი კლასის საწარმოებს 2023 წლიდან აუცილებელი ენერგოაუდიტის განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ.
კომპანია ესკო-ესს დიდი სურვილი გააჩნია, გახდეს მოწინავე ამ მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, იქნა მიღებული მწვანე ინჟინერინგის ცენტრის მშენებლობა გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს სადემონსტრაციო 0 -ოვანი ემისიის საწარმოების მშენებლობას. ეს არის ჰიბრიდული ენერგომოხმარების (მზე, ბიომასა ,გაზი , დენი, თბური ტუმბო) ენერგოცენტალის მოწყობა, რომელიც ეფექტური საუბნო გამათბობელი სისტემების ორგანიზების შესაძლებლობას იძლევა. ეს ინოვაციაა საქართველოსთვის და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ინოვაციაა ისიც, რომ ქსელში ჩართულია ქართული სიდრის და დისცილატის სადემონსტრაციო საწარმოები რომელიც 0-ოვანი ემისიებისაა. ისინი განთავსებულია მინიმანული ენერგომოხმარების ტკეპნილი მიწის ტექნოლოგიებით აშენებულ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში. ასეთ მიდგომა საწინდარია იმისა, რომ ქართული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცეთ, მოახდინონ „ მწვანე ინჟინერინგის ცენტრი“-ს საინჟინრო გუნდის ინოვაციური მიდგომების რეპლიკაცია საკუთარ საწარმოებში. ხაზგასასმელია, ისიც რომ საწარმოო პროცესების მართვაში ჩაერთო ფრანგი სპეციალისტი ბატონი ვინსენტ ჯულიენი. ვისენტი ღვინის ტექნოლოგია და საქართველოში ვაშლის და მსხლის სიდრის ნულოვანი ემისიების საწარმოს პილოტირებას უხელძღვანელებს. უკვე შესყიდულია პილოტირებისთვის საჭირო დანადგარები. პირველი 10 ტონა ხილი გადამუშავდა და ფერემენტაციის პროცესშია. ჩვენ ქართული სიდრის საწარმო პროცესების პილოტირებას თანმიმდევრულად მივყვებით, გვაქვს წარმატების რამოდენიმე ინდიკატორი, რომლესაც დავეყდნობით:
• ორგანული პროდუქციის შექმნა ტყის არამერქნული პროდუქტებისან (პანტა მსხალი,ველური ვაშლი)
• პროდუქციის წარმოება მაღალი ალტიტუდის ნიშნულზე 1000 მეტრი ჟანგბადით გამდიდრებულ არეალში
• ნულოვანი ემისისი საწარმო პროცესების წარმართვა ,
ვფიქრობთ, ამ სამი კომპონენტის ტანდემი საინტერესოს გახდის ქართული სიდრის, როგორც ბრენდის იდენტობას.
2021 წლის მარტის თვიდან ესკო-ესის გუნდს შემოუერთდდება გერმანელი ბიოქიმიკოსი ჰანს ალბეხტ ჰოფმანი, რომელიც ხილის წვენების და მაღლხარისხოვანი ხილის სპირტების ბიოქიმიური პროცესების წარმართვას ჩაუდგება სათავეში. ეს კომპანიას ბაზარზე მაღალკვალიფიციური კონსალტინგური კომპანიის სტატუსით გამოსვლის შესაძლებლობას მისცემს, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიას მაღალკვალიფიციურ მოსახურეობას გაუწევს.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop