საწარმოო პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობები მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ჩანადირთკარის ენერგოეფექტიანი ღუმელების საწარმოში

მწვანე ინჟინერინგის ცენტრი საწარმოო პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების პროგრამის ფარგლებში  ზრდასრულ მოსახლობას შემდუღბლის და მღებავის პროფესიებში გდაამზადებს. ამ მიზნით 2022 წლის  29 ივნისს, საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოს და ცენტრის თანამშრომლებს შორის შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ჩანადირთკარის ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების საწარმოში დუალური სწავლების განვითარების გრძელვადიანი შესაძლებლობები, რაც მისცემს საშუალებას კომპანიას გადაამზადოს ემნერგომენეჯერები და ენერგოაუდიტორები.

„ეს მომავლის პროფესიებია, რომლის ბაზარიც კიდევ უფრო ჩამოყალიბდება მას მერე, რაც სრული პაკეტით ძალში შევა ის კანონები, რომლებიც მწვანე ეკონომიკის განვითარებისს თვალსაზრისით საქართველოს მთავრობამ მიიღო.“  აღნიშნავს მწვანე ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელი ზაალ ხელაძე.

,,კომპეტენციებზე და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარება და კორპორაციული სწავლების სპეციფიკის პრინციპების განვითარება-ეს ის მიმართულებებია, რასაც  საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს და ცდილობს დაეხმაროს მეწარმეებს ამ მიმართულების განვითარებაში’’. აღნიშნა თავის გამოსვლაში სააგენტოს დუალური სწავლების კოორდინატორმა პეტრე წულიკიძემ. ამ და სხვა მიმართულებებზე ისაუბრეს სპიკერებმა ანა შენგელიამ (ზრდასრული განათლების მიმართულების მენეჯერი) და ხატია ცირამუამ (კომპეტენციებზე და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონსულტანტი).დაფინანსების შესაძლებლობებს შეეხო თავის გამოსვლაში პროფესორი ზაზა ცირამუა.

შეხვედრის დასასრულს დაიდო შეთანხმება პპპ მოდელის პრინციპებით თანამშრომლობაზე სააგენტოსა და მწვანე ინჟინერინგის ცენტრს შორის.

კონფერენცია ,,განათლება მდგრადი განვითარებისთვის”

ბაზალეთის მწვანე ინჟნერინგის ცენტრმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს მწვანეების და ლიდერთა სკოლის ჩართულობით გამართულ ერთობლივ თემატურ კონერფენციას „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ უმასპინძლა.

„გადავარჩინოთ საქართველოს ბუნებრივი წყალშემკრები აუზები“ ასეთი იყო კონფერენციის სლოგანი.

„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურობების ციკლს, რომელიც  2022 წლის 14 აპრილს ლიდერთა სკოლის და მწვანე ინჟნერინგის ცენტრის ერთობლივი აქტიურობებით წამოვიწყეთ. შევიძინეთ  კიდევ ერთ ახალი თანამოაზრე და პარტნიორი კავკასიის უნივერსიტეტის სახით.  ვატარებთ კონფერენციას რომელიც ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების გადაწყვეტას ეძღვნება კერძოდ;

  • საინფორმაციო ბანერების განთავსება წყალშემკრები აუზების ტერიტორიაზე,
  • წყალშემკრები აუზების განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება
  • წყლის უკუსვლის შეჩერება წყალშემკრებ რეზერვუარებში.
  • სანაპირო ზოლის მდგრადი განვითარება.“

აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში მწვანე ინჟნერინგის ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა ზაალ ხელაძემ.

სტუდენტების გაერთიანებულმა ჯგუფებმა წარმოადგინეს   ბაზალეთის ტბის წყალშემკრებ აუზშში განსათავსებელი კრეატიული საინფორმაციო ბანერების  რამდენიმე კონცეფცია.

  • დაიცავი ბიოსფერო დაიცავ ჯანმრთელობას
  • არა ხმაურით და შუქდაბინძურებას.
  • გაეცანი გარემოსდაცვით რეგულაციებს
  • გააშარჟე დამბინძურებელი

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დავასუფთაოთ საქართველოს’’ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ კონფერენციის შეჯამების დროს აღნიშნა რომ „ეს სცდება  ინიციატივის ფარგლებს და  იმ დიდი საქმის დასაწყისია, რომელიც ბაზალეთის  მწვანე ინჟინერინგის ცენტრში  იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრას ეძღვნება. ვვამაყობ ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდების ამ წამოწყებით. საქართველოს მწვანეები ვუერთდებით ასეთ სტარტს.“

 

პარტნიორობა პროექტში ,,საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასების განახლება და პრიორიტეტული ტექნოლოგიებისათვის მათი შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება’’

ესკო-ესი პროექტის  ,,საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასების განახლება და პრიორიტეტული ტექნოლოგიებისათვის მათი შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება’’ პარტნიორია

პროექტს „მდგრადი განვითარების ცენტრი – რემისია“ ესკო-ესთან და ISET Policy Institute -თან  პარტნიორობით ახორციელებს.

პროექტის მიზანია,  დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასებასა (TNA) და პრიორიტეტული ტექნოლოგიების დანერგვის გეგმის შემუშავებაში. პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის მიერ შერჩეული პრიორიტეტული სექტორებისათვის უნდა მოხდეს კლიმატ-ტექნოლოგიების შერჩევა და გავრცელება, რათა საქართველომ წარმატებით შეძლოს კლიმატის ცვლილების კონვენციისა და მისი პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ეფექტური/მდგრადი რეაგირება. პროექტის შედეგები თანხვედრაში უნდა იყოს კლიმატის ეროვნულ პოლიტიკასთან, პარიზის შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ განსაზღვრულ ეროვნულ წვლილთან (NDC), კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმასთან, გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების პრიორიტეტებთან და გაითვალისწინოს „კლიმატის მწვანე ფონდში“ ქვეყნის მიერ წარდგენილი პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტების კონცეფციები. პროექტის მიერ დადებულმა შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას, საადაპტაციო ტექნოლოგიების შემოტანას და გავრცელებას.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრადი განვითარების გრძელვადიანი მიზნებისა და ვალდებულებების განხორციელებას, მწვანე ბიზნესის ზრდის წახალისებას, სათბურის გაზების ემისიების შემცირებას და ეკონომიკაში ტრანსფორმაციული ცვლილებების უზრუნველყოფას. პროექტი ხორციელდება „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) მხარდაჭერით.

 

საქართველოში ძლიერი ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ბაზრის განვითარების ხელშესაწყობად კომპანია ესკო-ესსა და მწვანე ზრდის ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

 კომპანია  ესკო-ესსა და  მწვანე ზრდის ფონდის  ტექნიკური დახმარების პროგრამას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიზანია საქართველოში ძლიერი ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. შედეგად კომპანია ესკოესს 10000 ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსება გადაეცა.

პროექტის ფარგლებში ესკო-ესს გადაეცემა საკონსულტაციო პაკეტი რომელიც მოიცავს საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციებს.

კონსულტანტი განახორციელებს ESCO-S-ის მიერ მომზადებული წარმოების პროცესის ტექნიკური პროექტის შესწავლას  და ამის საფუძველზე წარმოადგენს პროდუქტის დამზადების სრული საწარმოო ჯაჭვის ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროტოკოლებს, რომლიც  ESCO-S-ის მიერ დაინერგება ახლადშექმნილ საწარმოში.

ეს კომპანიას საშუალებას მისცემს,  განახორციელოს   კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის 30,000 ბენეფიციარისათვის კონკრეტული დიზაინის, მაღალი ენერგოეფექტურობის და უსაფრთხო ბიომასის ღუმელების მიწოდება.

ამ ღუმელების სერთიფიცირების მიზნით, აუცილებელია, კონსულტანტის მიერ შემოთავაზებული ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის  გეგმა შესაბამისობაში იყოს მყარ საწვავზე მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელების ხარისხისა და წარმოების უსაფრთხოების კონტროლისა და სერთიფიცირების ევროპულ  სტანდარტებთან ( PREN13240(MAIN) და HAACCP). 

კონსულტანტის მიერ  განხორციელდება შემდეგი ქმედებები:

  1.  ESCO- S-ის მიერ შეძენილ იქნება ის სტანდარტები, რომელთა დანერგვაც უნდა მოხდეს.
  2. საწარმოო პროცესის ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე და ზემოთ მითითებული სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით კონსულტანტი მოამზადებს სამი სხვადასხვა ტიპის პროტოკოლს
  • წარმოების და საბოლოო პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის პროტოკოლი;
  • ღუმელისა და საწვავის ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის პროტოკოლი იმ ლაბორატორიისათვის, სადაც ეს პარამეტრები შემოწმდება.
  • წარმოების პროცესის უსაფრთხოების პროტოკოლი.

დამუშავებული პროტოკოლები ორიენტირებული იქნება საწარმოო პროცესში იმ კრიტიკულ წერტილებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ხარისხს და უსაფრთხოებას, ასევე ენერგოეფექტურობას.  კონსულტატმა უნდა მოამზადოს სპეციალური მასალა ამ პროტოკოლებთან დაკავშირებულ ტრეინინგებზე და ჩაატაროს ტრეინინგები ESCO-S-ის თანამშრომლებისათვის.

კონსულტანტი მოამზადებს ღუმელების ინსტალაციის და მოვლა პატრონობის მეგზურს, რომლის  შემადგენლებიც იქნება ინსტრუქციები ღუმლების ექსპლოატაციის პროცესებისთვის და 2-3  წუთიანი ვიდეო ინსტრუქცია იგივე საკითხებზე.

 ღუმელების და ბიო-საწვავის ტექნიკური მახასიათებლების და ენერგოეფექტურობის დამდგენი ლაბორატორიის სამუშაო პროცესების მართვის დოკუმენტი. ეს არის იმ  უმნიშვნელოვანესი გამოწვევის გდაჭრის გზა, რომელიც  მწვანე კლიმატის ფონდის საგრანტო პროექტის FP132: Enabling Implementation of Forest Sector Reform in Georgia to Reduce GHG Emissions from Forest Degradation მეორე კომპონენტის პროფესიული გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იდეათონი

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იდეათონი– მწვანე ინჟნერინგის ცენტრის და სენის ერთობლივი თანამშრომლობით “ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია სოფლად” ფარგლებში, UNDP-ის დაკვეთით დაიგეგმა.

იდეათონი განკუთვნილი იყო იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებთ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და განახლებადი ენერგიის საკითხები. იდეათონში მონაწილეობა მიიღო სულ  30 ახალგაზრდა  8 მუნიციპალიტეტიდან.

ეს იყო მოკლე ინტენსიური ვორკშოპის სტილის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ემუშავათ არსებული გარემოს დაცვითი პრობლემების იდენტიფიცირებაზე და შეეცადნენ ეპოვათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. მონაწილეებმა იმუშავეს გუნდებში და გამოიყენეს აზროვნების დიზაინის მეთოდოლოგია, რათა თანამშრომლობითი გზით განეხორციელებინათ იდეების ფორმირება.

ეს ყველაფერი 2022 წლის 26-29 აპრილს ბულაჩაურის მწვანე ცენტრსა და ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრში შედგა.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ხელმძღვანელის ზაალ ხელაძის საჯარო გამოსვლისთვის, რომლის ფარგლებში მოისმინეს რამოდენიმე თემატური სესია. ფუნდამენტალურ მწვანე საკითხებზე:

  • ცნებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ მწვანე ცხოვრების წესს
  • განახლებადი ენერგოწყაროები და ტექნოლოგიები და მათი როლი ეფექტური ენერგომენეჯმენტის განხორციელებაში
  • ენერგოეფექტიანი უნარები, ჩვევები და ქცევის წესები ყოველდღიურ ყოფაში.

სესიების პარალელურად, მონაწილეები ესტუმრნენ ბაზალეთის მწვანე ტექნოლოგიურ ცენტრის და დარგის ექსპერტ-პროფესორ გვანვცა ხელაძის მეგზურობით მონაწილეები გაეცნენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და მათი მუშაობის პრინციპებს ყოფა-ცხოვრებასა და ინდუსტრიაში.

ახალგაზრდებმა  დაათვალიერეს მწვანე პრინციპებზე მომუშავე ბიზნესები, კომპანია ესკო-ესის  ხილის გადამუშავების საწარმოო, მწვანე ჰორეკას სექტორის სადემონსტრაციო მაგალითი ბაზალეთის ტბის მიმდებარედ და ენერგოეფექტიანი გათბობის სისტემების ტექნოლოგიების მშენებარე საწარმო, რომლებიც მწვანე ინჟინერინგის ცენტრის მენეჯმენტის ქვეშა.

მონაწილეებმა მწვანე ინჟინერინგის ცენტრის თანამშრომელთა ფასილიტაციითა და  მენტორობით მწვანე გამოწვევების იდენტიფიცრება მოახდინეს,  რის საფუძველზეც  დაიწყეს ფიქრი მათი  გუნდური გადაწყვეტის შესაძლებლობებზე.

„3D პრინტერი პროტოტიპირების შესაძლებლობები მწვანე ინჟინერინგში“

„3D პრინტერი პროტოტიპირების შესაძლებლობები მწვანე ინჟინერინგში“-ეს იყო ტრეინინგის თემა რომელიც ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის და ჩეხეთის კულტურული განვითარების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული 2022 წლის 27 აპრილს. ტრეინინგს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტორული მიმართულების პედაგოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ტრეინინგი 3D პრინტერების მწარმოებელი კომპანიის ექსპერტებმა ჩაატარეს. მათ დეტალურად გააშუქეს იმ გამოწვევბის გადაჭრის გზები,  რომლებზეც თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გვანცა ხელაძემ. დისკუსიებში ხაზი გაესვა სასწავლო პროცესებში მსგავსი ინოვაციის იმპლემენტაციის  მნიშვნელობას

მცირე მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ ქართული ტრადიციული რეწვის პროდუქტების წარმოების დროს მნიშვნელოვანია მათი პროტოტიპირება. მსგავსი პრინტერების გამოჩენა დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინიტრირების არეალში ბევრ საინტერესო იდეას გააჩენს.

კონფერენცია ბაზალეთის ტბის არეალის გარემოსდაცვით გამოწვევბზე

ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცეტრმა ბაზალეთის ტბის არეალის გარემოსდაცვითი გამოწვევების და გადაწყვეტის შესაძლებლობების შესახებ კონფერენციას 2022 წლის 14 აპრილს უმასპინძლა.
კონფერენციას წინ უძღვოდა ტბის დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ლიდერთა სკოლის, ორეფლეიმის, ადგილობრივი თემის და დუშეთის მუნიციპალიტეის მოხალისეებმა მიიღეს.
შეხვედრას ლიდერობა დუშეთის მნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს მწვანეებმა და მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ხელძღვანელებმა გაუწიეს. დისკუსიაში ბაზალეთის თემის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული და პოტენციური ერთულები მონაწილეობდნენ. შეხვედრის დღის წესრიგი რამოდენიმე საკითხით განისაზღვრა:
• წყლის მართვის პრობლემები ბაზალეთის ტბის აუზშში
• ბაზალეთის თემის ნიადაგის დამაბინძურებლები
• ბაზალეთის ტბის არეალის გარემოსდაცვითი გამოწვევბი და გადაწყვეტის გზები.
• მდგრადი განვითარების მიზნები.
მომხსენებლებმა და განხილვაში მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საჭიროა, ქმედითი ღონისძიებების გატარება იმ კატასტროფული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რომელიც ტბის არეალის გარემოსდაცვითი სიტუაციიდან გამომდინარეა შექმნილი.
„პრობლემების სია დიდია და საჭიროებს მყისიერ ჩარევებს. არსებობს გადაწყვეტის გზები და საშუალებები რომლებიც საჭიროებენ ეკოლოგების პროფესიულ ცოდნას და გამოცდილებას, საჭიროა: ტბას განესაზღვროს ჰიდრო-მააკუმულირებელი სადგურის ფუნქცია, შედგეს ბაზალეთის ტბის აუზის მართვის გეგმა და ბაზალეთის თემის განვითარების გენერალური გეგმა.“ აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა ზაალ ხელაძემ საკუთარი მოხსენების დროს.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ლიდერის ქალბატონ ნინო ჩხობაძის აზრით „მნიშვნელოვანია არასამთავრობო სამთავრობო და ბიზნეს სექტორის ერთობლივი ქმედებები.კლიმატის მწვანე ფონდი კარგი ინსტრუმენტია დაფინანსების მისაღებად. ამაღელვებელი იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ქალბატონ მანანა ნარიმანიძის გამოსვლა „საკითხის იმდენად აქტუალურია, რომ საჭიროა მყისიერი ღონისძიებების გატარება და აქტიური ქმედებების განხორციელება. ჩვენ ამას სექტორიალური მხარდაჭერის გარეშე ვერ განვახორციელებთ.“
კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებმა კლიმატის მწვანე ფონდში აკრედიტირებულ ორგანიზაციებთან ერთად მწვანე კლიმატის ფონდში წარსადგენად წინადადების მომზადების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. პროცესებს მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ხელმძღვანელი და საქართველოს მწვანეების ლიდერი დუშეთის მერთან ერთად გაუწევს ლიდერობას.

ესკო-ესი ჰორეკას სექტორში მწვანე მენეჯმენტის პრინციპებს ნერგავს

კომპანია ესკო-ესის მწვანე ინჟინერინგის ცენტში ორგანული საკვების მომზადების სასწავლო კურსს  გერმანელი შეფ-მზარეული გუნტერ პომპი უძღვება. ეს პროგრამა  ესკო-ესის  ახალი განაცხადია ჰორეკას სექტორში მწვანე მენეჯმენტის პრინციპების დანერგვის მიზნით. კომპანია ესკო-ესი  0-ოვანი ემისიის სადემონსტრაციო ცენტრში დაბალემისიური ინდუსტრიის კიდევ ერთი ახალი ერთეულის  ორგანული კაფეს  „სიდრის ბაღი“ ორგანიზებას აპირებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ გუნტერ პომპი ფრანგი სომელიეს, მერნის პურეს მიერ ესკო -ესის სასმელებისთვის  შედგენილი სიდრის და ხილის დისცილატების  ტესტ ინსტრუქტაჟების გათვალისწინებთ  ადგენს მენიუს.

გუნტერ პომპი ქართველ კოლეგებს  გერმანიის მთავრობის მიერ ორგანიზებული გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ეხმარება. პროექტი სპეციალურად  ესკო-ესისთვის არის ორგანიზებული და ითვალისწინებს ჰორეკას სექტორში მდგრადი პრინციპების ორგანიზებას. პროექტი ბიო-დეგრარირებადი შესაფუთი მასალების გამოყენების, უნარჩენო მენეჯმენტის, ორგანული ბიო-ინჟინერიის პრინციპების  და პროცესების მდგრადი მართვის სისტემების იმპლემენტაციის შესაძლებლობების დანერგვას ემსახურება.

 

ტრეინინგის პროცესი მოიცავს:

  1. მიღებების, ტურების მასპინძლობის ფარგლებში ქოფი ბრეიქისა და ფურშეტის ტიპის მასპინძლობასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკული ცოდნის განვითარებას,
  2. გარე სივრცის სწრაფი კვების ინფრასტრუქტურის  კონცეპტუალური  დაგეგმარებისათვის, ორგანული  მენიუს ინჟნერინგი.
  1. სიდრთან და შნაფსთან ინტეგრირებული კომპლექსური მენიუების ინჟინერინგი ქართული და ევროპული სამზარეულოების პრინციპების გამოყენებით.
  2. სადეგუსტაციო მენიუების შემადგენლების მომზადება ტრადიციული ,ქართული იდენტობისთვის დამახასიათებელი სპეციების გამოყენებით, ბაზალეთის ტბის მომიჯნავე ტყეებიდან შეგროვილი: ველური ხილის, სხვადასხვა საკვებ ბალახებზე მოდიფიცირებული საკვების, სიდრით და შნაფსებით კომბინირებული სასაჩუქრე  პაკეტების საჭიროებისთვის ცალკეული საკვები ელემენტების (მშრალი ხილი, ჰერბების ჩაი, მშრალი ხორცი, შებოლილი ყველი და სხვა.) იდენტიფიცირება და გემოვნებითი მახასიათებლების დამუშავება.
  3. ორგანული მენიუს გემოვნებითი პროტოკოლის შედგენა

შეხვედრა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე

პროექტის ფარგლებში „საქართველოს კლიმატ ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება, პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანის და გავრცელების საგზაო რუქის მომზადება“  შპს ესკო-ესისა და რემისისს მიერ  2022 წლის 28-31 მარტს, ეკონომიკის ყველაზე კრიტიკულ სექტორებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით  დაინტერესებული მხარეების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე შეჯამეს პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი, რომელზეც  მრავალკრიტერიუმიანი  გადაწყვეტყილებების მიღების ანალიზის გზით შერჩეული იქნა  ოთხი პრიორიტეტული სექტორი: სოფლის მეურნეობა, შენობები, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. დარგის ექსპერტებმა წარმოადგინეს შერჩეული სექტორების ძირითადი მახასიათებლები და ის კრიტერიუმები, რომლიც საფუძვლად დაედო მრავალკრიტერიუმიან ანალიზსს.  სამუშაო ჯგუფებში განხილული იქნა ცალკეული სექტორების ის ტექნოლოგიები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილების ადაპტაციის და მითიგაციის ამოცანების განხილვის პროცესებში.

კომპანია ესკო-ესის ექსპერტებმა არჩილ პაპავამ, ლევან ნათაძემ და ზაალ ხელაძემ  განხილვისთვის წარმოადგინეს ის პროექტები, რომლის დანერგვაც მათი აზრით ხელს შეუწყობს შერჩეულ სექტორებში კლიმატ-ტექნოლოგიების განვითარებას. რამოდენინმე  მათგანი შემდგომი განხილვებისთვის შეირჩა .

სიდრი-მეტი ვიდრე სასმელი

სიდრის წარმოება საუკუნეებს ითვლის. სიდრი ფერმენტირებული ხილისგან დამზადებული ერთერთი ყველაზე ძველი, მსუბუქი ალკოჰოლური სასმელია. ფაქტები ადასტურებს, რომ მას  რომის იმპერიაში, ანტიკურ საბერძნეთსა და შუა აზიაშიც მიირთმევდნენ. დღეს, სიდრს ყველაზე დიდი რაოდენობით ევროპაში მოიხმარენ, ეს სასმელი განსაკუთრებით უყვართ  გაერთიანებულ სამეფოში.

სიდრის წარმოება არცთუ ისე პოპულარული საქმიანობაა საქართველოში, თუმცა  ჰორიზონტზე იკვეთებიან ამომავალი პროფესიონალები ნამდვილი სიდრის კეთების  სურვილითა და  ენთუზიაზმით. ნამდვილი სიდრი კი ცოცხლად დაწურული ხილისგან მიღებული ფერმენტირებული წვენისგან მზადდება, რომელშიც ბუნებრივი შაქარი და საფუარია. კარგი ხარისხის სიდრი დამზადებულია ორგანული წესით მოპოვებული ხილისგან, რომელიც  საკარმიდამო უწამლი ნაკვეთებიდან და ხილის ბაღებიდანაა შეგროვილი.

სიდრის წარმოებაში, ერთერთი ასეთი პიონერი  ,,ესკო-ესია’’. კომპანია, რომელიც ხარისხიანი პროდუქტის შექმნისადმი სერიოზულ მიდგომას ამჟღავნებს და საუკეთესო ხარისხის ცოცხალ სიდრს საკუთარ 0-ოვანი ემისიის მქონე საწარმოში, გარემოზე თითქმის ნულოვანი ზემოქემდებით აწარმოებს.

საწარმო კავკასიის მთებში,ზღვის დონიდან 995 მეტრ სიმაღლეზე,  დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამჟამდ, საწარმოში 10 -ზე მეტი სახეობის ცოცხალი სიდრი იწარმოება, პროდუქცია ექსკლუზიურად  ზაალ ხელაძის კოლექციას წარმოადგენს, რომელიც ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრსა და ნულოვანი ემისიის საწარმოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. საწარმო არომატების სიუხვით გამორჩეულ, დაბალი-ალკოჰოლურ შუშხუნა სიდრებს სხვადასხვა ორგანული ხილისგან ქმნის. ვაშლისა და მსხლის ჯიშთა ნაირსახეობა, კომში, ყურძენი, კივი, ფეიხოა, ეს იმ ნედლეულის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ბაზალეთის საწარმო საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საკარმიდამო უწამლი ნაკვეთებიდან და ხილის ბაღებიდან იღებს.

ცივი მექანიკური გამოწურვის შემდგომ, ორგანული მეთოდოლოგით დადუღებული ტკბილი წვენი პირველადი ფერმენტაციის დასრულების შემდგომ განთავსებულია ბოთლებში და წარმოდგენილია რეალიზაციისთვის. სიდრის თითოეულ ბოთლს თან ახლავს შესაბამის ხილის სიროფი და დისცილატი გსაზავეებლად,  იმ შემთხვევაში თუკი მომხმარებელს სასმელის  სიტკბოს დარეგულირების სურვილი გაუჩნდება.

სიდრი სასიამოვნო გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, თუმცა  არომატულობა და სიხალისე არაა ერთადერთი, რაც ამ სასმელს განსაკუთრებულს  ხდის. უახლესი კვლევების  მიხედვით, სიდრი  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ბენეფიტების მატარებელია.

ნამდვილი სიდრი არ შეიცავს გლუტენს. ის მდიდარია ც ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით, რაც სასმელში ძირითადად ხილის კანიდან ხვდება. ფერმენტირებული სასმელი, როგორიც სიდრია, წარმოადგენს ფუნქციონალურ პროდუქტს ორგანიზმის პრობიოტიკებით შევსების კუთხით. სიდრის ნორმის ფარგლებში მირთმევა ამცირებს სისხლის წნევასა და ქოლესტერინის დონეს.

ასე, რომ  ეს შუშხუნა და არომატული სასმელი არამარტო გემოვნური, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც მდიდარია.

 

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop