მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები-მოთხოვნა მწვანე ინჟინერინგზე

ნარჩენების მართვის კოდექსი ადგენს ნარჩენების მართვის იერარქიას: პირველ ადგილზეა პრევენცია, მას მოსდევს ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება, შემდეგ რეციკლირება, სხვა სახის აღდგენა, მათ შორის, ენერგიის აღდგენა და ბოლოს ნაგავსაყრელზე განთავსება (მუხლი 4). გარდა ამისა, კოდექსი განსაზღვრავს უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპს და „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ (მუხლი 5), ასევე მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მუხლი 9). კოდექსის მუხლ 9-ში წარმოდგენილი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება წარმოადგენს მწარმოებლის მიერ საკუთარი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების, ტრანსპორტირების, აღდგენისა (რეციკლირების ჩათვლით) და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფის საშუალებას. აღნიშნული ვალდებულებების შესრულება მწარმოებლებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად – „ასოციაციების“ საშუალებით შეუძლიათ. მუხლი 10 იძლევა გარკვეული პროდუქტის გამოყენებისათვის გადასახადების ან სუბსიდიების და წესების უფლებას. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა განსაზღვრავს მუნიციპალური ნარჩენების, მათ შორის, ბიო-დეგრადირებადი ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის ღონისძიებებს (მუხლი 13).

მწარმოებლის ვალდებულებები ყალიბდება  ნარჩენების მართვის იერარქიასთან შესაბამისობის დაცვით და მწარმოებლების მიმართ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პოლიტიკით დადგენილი მოთხოვნების შესრულებით. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს მწარმოებლებში „დიზაინი გარემოს დაცვისთვის“ სტიმულირება.

მწარმოებლები პასუხისმგებლები არიან წარმოებულ პროდუქციასთან ერთად წარმოქმნილ ნარჩენებზ. ნაჩენების მართვის კოდექსის თავი IX ეხება ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის შექმნის, წარმოებისა და მუდმივი განახლების აუცილებლობას.

საქართველომ მწარმოებლის გართოებული ვალდებულების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ახლა უკვე შესაძლებელია დავინახოთ რევოლუციური ცვლილებები ადამიანის დამოკიდებულებაში ნარჩენების მიმართ. კერძო სექტორისთვის შესაძლებელი გახდება მაღალპასუხისმგებლიანი მიდგომების განვითარება ნარჩენების მართვის საქმეში.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საბოლოოდ ემსახურება ერთ მიზანს – დაიცვას ადამიანები და გარემო, სადაც ვცხოვრობთ. იდეა პირველად 1990 წელს შვედეთში გაჩნდა და წარმატებით დაინერგა ევროპის ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ.

2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მე-6 მუხლი არეგულირებს  ოთხი სხვადასხვა ნარჩენის ნაკადების მართვას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ქვეშ. ესენია: ელექტრონული ნარჩენები, გამოყენებული ზეთები, საბურავები, ბატარეები და აკუმულატორები. რეგულაციები ძალაში შევიდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან. ამის შესაბამისად ძლიერდება მოთხოვნები მწვანე ინჟინერინგისადმი,წარმოიშობა  ახალ გამოწვევები.

ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრს გააჩნია  შესაძლებლობები დახმარება გაუწიოს კერძო ბიზნესს მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებასა და ცხოვრების მწვანე წესის დანერგვაში. კომპანიის ექსპერტთა ჯგუფს გააჩნია ამბიცია იყოს ფლაგმანი ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით.

„მწვანე ტენოლოგიების გზამკვლევი“ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორს გადაეცა

ქართულმა საგანმანათლებლო სექტორმა კოპანია ესკო-ესისგან   სასარგებლო საჩუქარი მიიღო. ესკო-ესის ავტორობით გამოიცა „მწვანე ტექნოლოგიების დამხმარე სახელმძღვანელო“, რომელიც საჯარო სკოლებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს ფორმალურ და არაფორმალურ სწავლების მეთოდებში თანამედროვე განათლების და ცნობიერების საკვანძო მიმართულების დანერგვას სთავაზობს.

განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების განვითარება უალტერნატივო პასუხია იმ მწვავე გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მსოფლიოს მოსახლეობა აღმოჩნდა. ეს არის აუცილებელი პირობა კლიმატის ცვლილების შერბილების და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. ასევე ადამიანის კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფისთვის.

მწვანე ტექნოლოგიების გზამკვლევი წარმოდგენილია ორ ნაწილად და გათვლილია საჯარო სკოლების დამმამთავრებელ კლასებში ფორმალური და არაფორმალური სასწავლო კურსის ჩატარებისთვის. შესაძლებელია ამ კურსის ინტეგრირება ცალკეულ დისციპლინებთან და სასკოლო საზოგადოებრივ აქტივობებთან.

პირველ ნაწილში განხილულია თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიები და მათი გავრცელება საქართველოში. იგი ემსახურება ამოცანების გადაჭრის მიზანმიმართულ იერარქიას:

  • მომეწოდა ჩემთვის საჭირო ინფორმაცია ფიქრის და გადაწყვეტილებებისთვის
  • დავიწყე საგნის ანალიზი
  • სასწავლო მასალა სასიამოვნო სიურპრიზია
  • საჭიროა, ვიფიქროთ მწვანე ცხოვრების წესების იმპლემენტაციაზე.

გზამკვლევის მეორე ნაწილში წარმოდგენილია საგაკვეთილო გეგმები, სათნადო ამოცანებთან, პრაქტიკულ დავალებებსა და სახალისო შეკითხვებთან ერთად. ეს მასალები შესაძლებელია გამოყენებული იყოს სასწავლო მოდულის შექმნისთვის მწვანე სასწავლო დისციპლინებში, რაც თავის მხრივ,  მწვანე პროფესიონალების მომზადებისთვის  ბაზისს შექმნის.

ასეთი მიდგომები შესაძლებელს  გახდის,  უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა მიიღონ კარგი საწყისი, შრომითი  ბაზრისთვის ახალი ტიპის მწვანე პროფესიონალების წარსადგენად.

დასკვით ნაწილში წარმოდგენილი ტესტები, ამოცანები, მათი ამოხსნის გზები და მეთოდოლოგიები, რაც მიღებული ცოდნის მონიტორინგის კარგი საშუალებაა.

გზამკვლევის ელექტრონული ვერსია, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მითითებული ბმულიდან.

ნაწილი I მწვანე ტექნოლოგიების გზამკვლევი

ნაწილი II მწვანე ტექნოლოგიების გზამკვლევი

კლიმატის ცვლილების ადაფტაციის პროცესები ჩანადირთკარის ენერგოეფექტიანი ღუმელების საწარმოში !

ესკო-ესი ენერგოეფექტიანი ღუმელების საწარმოს სამშენებლო სამუშაოებს ეკომეგობრული პრინციპებით განახორციელებს.

კერძოდ,  სამშენებლო პოლიგონზე კონსერვირებული ნიადაგი ინოვაციური მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე დამყარებული ორგანული აგრო-ტექნოლოგიური მეთოდებით გამდიდრდება. შედეგად ბაზარს წარედგინება მაღალი ხარისხის უნივერსალური აგრო-სუბსტრატი კონკურენტულ ფასად.

ასეთი მიდგომა მწვანე მშენებლობის  ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ჩანადირთკარის სამშენებლო პოლიგონიდან გამდიდრებული ნიადაგის სუბსტრატის ოდენობა 2000 კუბური მეტრით განისაზღვრება. შედეგად, შენარჩუნებული იქნება მიწის აგრარული ბალანსი, ანუ დაბალანსდება ინფრასტრუქტურული  პროცესების უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედება კლიმატის ცვლილებაზე.

პროფესორი გიორგი ღამბაშიძე ტექნოლოგიურ პროცესების ციკლს ასე განმარტავს:

ნიადაგის მაღალნაყოფიერი ფენა ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რაც იწვევს მისგან მნიშვნელოვანი რაოდენობით სათბურის აირების გაფრქვევას, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, შედეგად,  ნიადაგი კარგავს დიდი ოდენობით ორგანულ ნივთიერებს.  მასთან ერთად იკარგება მცენარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკვებ ელემენტები, ნიადაგში ხვდება ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები, უარესდება მისი ფიზიკური თვისებები, რაც უარყოფითად აისახება მასშში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნიადაგის სიჯანსაღეს. საბოლოოდ, ყოველივე ეს იწვევს  დეგრადაციას და უკარგავს ნიადაგს ეკოლოგიურ ფუნქციების განხორციელების უნარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში სამშენებლო პოლიგონიდან მოხსნილი ნიადაგის მაღალნაყოფიერი ფენა დამატებით გამდიდრდება ორგანული სასუქით – კომპოსტით, რომელიც დამზადდება ადგილზე არსებული ორგანული ნარჩენებისგან. კერძოდ, კომპოსტის მისაღებად გამოყენებული იქნება ნაკელი ახლომდებარე ფერმერული მეურნეობებიდან, ხის დამამუშავებელი საწარმოს ნარჩენები, ვაშლის სიდრის დამზადების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და პოლიგონის ტერიტორიაზე არსებული მცენარეული ნარჩენები.

ხის საამქროს ნარჩენები, როგორც წესი, სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ხვდება ნაგავსაყრელზე, რა დროსაც უსარგებლოდ იკარგება ბიომასა, რომლის დაშლის შედეგად ატმოსფეროში დამატებით გამოიფრქვევა სათბურის აირები.

ხის დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების დაქუცმაცების გზით მიიღება კომპოსტის დასამზადებლად მნიშვნელოვანი ნედლეული, რომელიც  ნაგავსაყრელზე განთავსების ნაცვლად უზრუნველყოფს კომპოსტირების პროცესის ეფექტურად წარმართვას, შეიწოვს საკომპოსტე გროვიდან ჩაჟონილ წყალს, მასში გახსნილ ნივთიერებებთან ერთად. განსაკუთრებით, აღსანიშნავია აზოტოვანი ნაერთების შეკავება, რომელთა უკონტროლო მოხვედრამ ნიადაგში შესაძლოა, გამოიწვიოს   მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურება.

კომპოსტირებისთვის ძირითად მასად ნაკელის გამოყენება აღმოფხვრის ფერმაში წარმოქმნილი ორგანული ნარჩენის არასწორი განთავსებითა და შენახვით გამოწვეულ მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება ატმოსფეროში დიდი ოდენობით აზოტის ქვეჟანგის და მეთანის გაფრქვევას. ნაკელის, როგორც სოფლის მეურნეობისთვის ძვირფასი ორგანული სასუქის ხარისხობრივ გაუარესებას ჩარეცხვითი და აქროლებითი დანაკარგების გამო. ასეთი მიდგომების  შედეგად, ნაკელში არსებული ორგანული ნივთიერებები  საკვები ელემენტების უდიდეს ნაწილთან ერთდ  მოხმარდება მაღალი ხარისხის კომპოსტის მიღებას და ნიადაგთან შერევით უნივერსალური სუბსტრატის მომზადებას.

მიღებული კომპოსტი, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ორგანული ნივთიერებებით და მცენარისთვის აუცილებლი საკვები ელემენტებით, ნიადაგთან მისი შერევის შემდეგ, ნაყოფიერების ამაღლებასთან ერთად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნიადაგის წყლის მარაგს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის მიმდინარე და საპროგნოზო ცვლილების ფონზე. კომპოსტის და ნიადაგის  ნაზავი მომზადდება მათი ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, რათა მიღებულ სუბსტრატში დაბალანსებული იყოს მცენარისთვის საჭირო ყველა საკვები ელემენტი და იგი მისაღები იყოს მცენარეთა უმრავლესობისთვის. მსგავსი ნაზავები ფართოდ გამოიყენება  სასათბურე მეურნეობებში, სანერგეებსა და საჩითილეებში, ასევე დეკორატიულ მებაღეობაში.

ასეთი  მიდგომა გარკვეული სუბსიდირების შემდგომ,  ფინანსურად მიზანშეწონილ პროცესებს უზრუნველყოფს.  გააჩნია მაღალი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პოტენციალი გეგმაზომიერი/სწორი წარმართვის შემთხვევში. ის კარგი მაგალითია საამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ამ სფეროში ეფექტური მწვანე მიდგომების ინიციატივების წარმოქმნას უწყობს ხელს.

ესკო-ესმა ცოცხალი სიდრის წარმოება სრულიად მწვანე ნულოვან ემისის საწარმოში დაიწყო!

ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის 0 ვანი ემისიის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში „ცოცხალი სიდრი“-ს  წარმოება დაიწყო. 10000 ბოთლი ვაშლის და მსხლის ქართული  სიდრი უვე განთავსდა მეორად ფერმენტაციაზე კომპანიის საცავებში. უახლოეს მომავალში  იგივე რაოდენობის ბროწეულის და კივის სიდრი განთავსდება საცავებში ე. წ დამწიფების სტადიის გასავლელად. საწარმოოს ენერგომოხმარება თითქნის 0 ვანი პრინციპებთ ხორციელდება და უპრცედენტოა არამარტო საქართველოს მასშტაბით არამედ არ გააჩნია ანალოგი მის ფარგლებს გარეთაც. რამოდენიმე თვეში იგი დაგეგმილ პარამეტრებზე გავა. „ პროდუქტი მიმზიდველია არამარტოქართული ხილის უნიკალური გემოვნებითი და ორგანული  მახასიათებლების გამო. 0 ვანი ემისიების პარამეტრების საწარმო იშვიათია ევროპაშიც.   ვამზადებთ სიდრს 0 ვანი გავლენით გარემოზე ანუ საწარმოო პროცესები სრულად განახლებადი ენერგიებითაა უზრუნველყოფილი.ამას, გარდა ხდება ნარჩენების კომპოსტირება, წყლის რეციკლირება და უფ რო სუფთა წარმოების პრინციპების გამოყენება.

ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და ვხელმძღვანელობ საწარმოო პროცესების მართვას, რომელიც სცილდება ღვინის წარმოების ფარგლებს და  ანალოგია არ აქვს. ჯერ არ მსმენია ასეთი უპრეცედენთო საწარმოო პროცესების შესახებ. ძალიან სასიხარულოა, როცა იცი, რომ საწარმოს მართვისას სრულად პასუხობ ცირკულარული ეკონომიკის ფუნდამენტალურ პრინციპებს. შემიძლია ვთქვა, რომ შვილებს ჯანსაღ მომავალს შევუქმნი“  ამბობს მწვანე ინჟინერინგის ცენტრის  ღვინის სადემონსტრაციო საწარმოს ხელმძღვანელი ფრანგი ვისენტ ჟულიენი.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop