პროფესიული განათლება/გადამზადება და ეკორეიტინგების სისტემა (AgroCode -აგროკოდი) მწვანე აგროწარმოებისათვის

2025 წლის 30 და 31 ივლისს, შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის მწვანე არქიტექტურისა და საინჟინრო ტექნოლოგიების სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრმა და “სიდრის კლუბმა ბაზალეთზე”, გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგრო დუოსთან ერთად უმასპინძლა ტრენინგებს: სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ, ვეტერინარული და პირველადი წარმოების დარგებში გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვის თემებზე.

ღონისძიების კიდევ ერთი მიზანი „AgroCode“ (აგროკოდი) – აგროწარმოების ეკო-რეიტინგების სისტემის იდეისა და მეთოდოლოგიის განხილვა, მისი პრაქტიკული დანერგვის შესაძლებლობის შეფასება იყო. AgroCode (აგროკოდი) წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის მწვანე ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს; მისი დანერგვა შექმნის ეკო-რეიტინგის გამჭვირვალე და სანდო მექანიზმს, რაც გაზრდის ადგილობრივი პროდუქციისადმი ნდობას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით პრაქტიკებს;  ფერმებისა და აგროგადამამუშავებელი საწარმოებისათვის  შესაძლებელს გახდის პოზიციონირდნენ პრემიუმ ბაზრებზე. შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის მიერ ინიცირებული ეს მოდელი, ასევე, ქმნის ახალ შესაძლებლობებს პროფესიული განათლების სფეროში, განსაკუთრებით ეკო-ტექნოლოგიების სწავლების მიმართულებით; ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა დარგში ერთობლივი, პოზიტიური, ცვლილებების დასაწყებად.

ტრენინგების მონაწილეებმა მოისმინეს შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის დამფუძნებლისა და მდგრადი განვითარების ექსპერტის, ზაალ ხელაძის ინტერაქტიური მოხსენება, ხოლო მოგვიანებით დაათვალიერეს მწვანე ტექნოლოგიების საწარმო და გაეცნენ მის პროდუქციას.

ორდღიანი შეხვედრა კიდევ ერთი კარგი მაგალითია შ.პ.ს. „ესკო-ეს“ და „აგრო დუოს“თანამშრომლობისა. „აგრო დუომ“ სწორედ წევრი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუყარა თავი თეორიისა და პრაქტიკის ერთობლიობის ამ საინტერესო შეხვედრაზე; მწვანე აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით, მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგთა ეს სერია მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

„აგრო დუო“  დაფუძნდა 2019 წელს აგრარულ დარგში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებზე მოთხოვნის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების  ხელშესაწყობად.

შ.პ.ს. „ესკო-ეს“ „აგრო დუოს“ – აგრარურ დარგში დარგობრივი უნარების ორგანიზაციის წევრი 2025 წელს გახდა; კომპანიისათვის „აგრო დუოს“ საქმიანობაში ჩართვის მთავარი მოტივატორია „ესკო-ეს“-ის პროფესიული გადამზადების მიმართულების განვითარება; კვალიფიციური ადამიანური რესურსის პრობლემის გადაჭრისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების შესაძლებლობის პერსპექტივა. „აგრო დუოს“-ში გაწევრების მომენტისთვის, კომპანიას უკვე განხორციელებული ჰქონდა გადამზადების პროგრამა მსმენელთა რამოდენიმე ნაკადისთვის; პროგრამა შ.პ.ს. „ესკო-ეს“ -ის მწვანე არქიტექტურისა და საინჟინრო ტექნოლოგიების სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის ბაზაზე შემუშავდა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიცირება გაიარა გადამზადების პროგრამამ “ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული (20-500კვტ./სთ ჯამური სიმძლავრე) ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურება“.

ამ ეტაპზე, შ.პ.ს. „ესკო-ეს“ „აგრო დუოს“-თან თანამშრომლობით ავითარებს გადამზადების პროგრამას “სოფლის მეურნეობა ნულოვანი ემისიით – დაგეგმვა და მართვა“, რაც გულისხმობს, თავად პროგრამის შემუშავებას; მისთვის სასწავლო მასალების მომზადებას; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შესაბამის ლიცენზირებასა და დანერგვას, როგორც თავად შ.პ.ს. „ესკო-ეს“-ის, ისე სხვა პროფესიული განათლების დაწესებულებებში. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, შ.პ.ს. „ესკო-ეს“-ის ორგანიზებით მომზადდა ათი მოკლე სასწავლო ფილმი გაერთიანებული ორ პირობით თემატურ ჯგუფად: „მდგრადი სოფლის მეურნეობა“ და „ციფრული აგრომეურნეობა“;

ტრენინგების მონწილეებს, საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ აღნიშნულ პროგრამებსა და განეხილათ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში მოქმედ, პროფესიული განათლების დაწესებულებებში დანერგვით, პროგრამის გეოგრაფიის გაფართოების საკითხებს.

მდგრადი ბიზნესის ფესტივალი – ბაზალეთი 2025

2025 წლის 13 ივლისს შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის მწვანე არქიტექტურისა და საინჟინრო ტექნოლოგიების სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრისა და “სიდრის კლუბის” ბაზაზე  წარმატებით  შედგა მდგრადი ბიზნესის ფესტივალი.

შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის ამ ერთდღიანი, მრავალპროფილიანი, ინიციატივის მიზანი, მდგრადი ბიზნესის შესახებ ცნობიერების გაზრდა და მდგრადი ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი თემის გაფართოება იყო.

კომპანია, შ.პ.ს. “ესკო-ეს”, თავადაა მაგალითი იმისა, რომ მდგრადი ბიზნესი საქართველოში, არამხოლოდ სოციალურ-საზოგადოებრივი სიკეთის, ასევე ეკონომიკური სარგებლის მომტანიცაა.

მდგრადი ბიზნესის ფესტივალი ერთგვარი გაგრძელებაა, შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის ადრინდელი ინიციატივის, კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის კონკურსისა: „კლიმატისთვის მედიის მხარდაჭერით“, რომელიც    წელს უკვე მესამედ ჩატარდა. 2025 წლის კონკურსის თემატური აქცენტი გაკეთდა ტყის რესურსებზე ზეწოლის შემცირებაზე, ბიოინჟინერიასა და ეკოსისტემების დაცვის მეთოდებზე. გამოვლინდნენ და სხვა და სხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორები, რომელთა პუბლიკაციებმა და სიუჟეტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.

შ.პ.ს. “ესკო-ეს”-სთან ერთად, კონკურსის თანაორგანიზატორები და სპონსორები არიან კომპანია „დიო“, სააფთიაქო ქსელი “პე-ეს-პე“, სასტუმრო „განთიადი“ ცემში, არაგადამდებ დაავადებათა კონტროლის ალიანსი, დავით ვაშაძის ფიტო- ბალნეოთერაპიის ცენტრი, ორგანიზაცია „ელკანა“, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი და სხვა.

 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თემატური პანელური დისკუსიები:

– მწვანე დაკრედიტება და ფინანსური ინსტრუმენტები;

– კლიმატ – გონივრული სოფლის მეურნეობა და ბიომრავალფეროვნება;

– განათლების როლი მწვანე უნარების განვითარებაში;

– მედიის გავლენა კლიმატისადმი პასუხისმგებლიანი ქცევის ჩამოყალიბებაში

პანელს მოდერაციას უწევდა გეოგრაფიულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ზაალ ხელაძე, რომელმაც  დაანონსა მდგრადი ბიზნესის წახალისების ახალი ინიციატივა, ინდუსტრიებისათვის მწვანე რეიტინგის მინიჭების სისტემის დაფუძნება. ზაალ ხელაძის თქმით: „ინიციატივის განვითარებისთვის ჩატარდება ტრენინგები, საინფორმაციო ტურები, პრაქტიკული სესიები: სასტუმროებისთვის,  ფერმებისთვის, სამედიცინო კლინიკებისთვისა და სკოლებისთვის — რათა თითოეულმა სექტორმა წვლილი შეიტანოს მდგრადი გარემოს შექმნაში“.

მდგრადი ბიზნესის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა:  ეკო-ვიქტორინა პრიზებით; დაბალემისიურ ღუმელზე მომზადებული კერძების, შუშხუნა სიდრისა და ჩაის დეგუსტაცია.

ეს იყო მშვენიერი  და პროდუქტიული ფესტივალი ბაზალეთის ტბის პირას, რომელმაც მდგრადი განვითარების იდეის გარშემო გააერთიანა ბიზნესი, მედია, სამოქალაქო სექტორი და სამეცნიერო – საგანმანათლებლო სფეროები.

ESCO-S ის მდგრადობის პარადიგმა

თანამედროვე ეპოქა მზარდი გარემოსდაცვითი ცნობიერებით და მდგრადი პრაქტიკისკენ გადასვლით ხასიათდება. საქართველოში  ისეთი   მწვანე ტექნოლოგიების იმპლიმენტატორი კომპანიები როგორიცაა შპს: დიო,დავით ვაშაძის ფიტობალნეოთერაპიის ცენტრი ,  ესკო-ეს, მთის კურორტი განთიადი, არაგადამდებ დაავადებათა კონტროლის ალიანსი- კორპორატიული-სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ღრმა ერთგულებას გამოხატავენ. ეს კომპანიები არა მხოლოდ წარმოების   ეკოლოგიურად სუფთა  წესებს ამკვიდრებენ,  არამედ საკუთარი ბიზნეს- მოდელები აქტიურად მოყავთ შესაბამისობაში მწვანე ეკონომიკის პრინციპებთან. ისინი  ფინანსირების ესკო მოდელების განვითარებას,  პროკრედიტ ბანკ საქართველოსთან ეფექტური პარტნიორობით ავითარებენ.

ეს ალიანსი  მოიცავს მდგრადობის ფართო  ასპექტებს.  მათ შორის გარემოს დაცვას, სოციალურ თანასწორობას და ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას. სწორედ ამ მიზეზით და   მათი უშუალო ჩართულობით წარიმართა, საქართველოში ჟურნალისტების რიგით მეორე კონკურსი, რომელიც  სიდრის კლუბ ბაზალეთში 2025 წლის 30 იანვარს დაიწყო და მომდევნო სამ თვეს  გასტანს. კონკურსში  ქვეყნის ოცდაათამდე  წამყვანი ჟურნალისტი ჩაერთო, საკითხით დაინტერესებულ ბიზნეს-სუბიექტებთან  ერთად.

შეხვედრას დაესწრო და ჟურნალისტების კონკურსს  –  „2025 ჟურნალისტები კლიმატის მითიგაციისთვის და ადაპტაციისთვის“ –  მხარი დაუჭირა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა: „მდგრადი წარმოების მეთოდებისთვის პრიორიტეტების მინიჭებით, კონკურსში ჩართული ადამიანები მნიშვნელოვნად ამცირებენ ნახშირბადის ემისიებს  და გარემოს დეგრადაციას. ასეთი მიდგომები  პრიორიტეტულს ხდიან კორპორატიულ პასუხისმგებლობებს.“ –  აღნიშნა ქალბატონმა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტებისთვის ჩატარდა დარგის ექსპერტების მასტერკლასები გარემოსდაცვით ცნობიერებაში.  გაიმართა სპეციალურად მათთვის მომზადებული ვიდეოსიუჟეტების:  –  „ მომავლის ქალაქები“,  „ენერგეტიკული კუნძულები“, „ოზონის ფენა დედამიწის ჯავშანი“- ჩვენება.

არაგადამდებ დაავადებათა ალიანსის ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრმა  სიმონ გაბრიჭიძემ – თავის მიმართვაში  ხაზი გაუსვა იმას,  რომ  კომპანიების მწვანე ეკონომიკასთან „დამეგობრება“  წარმოშობს ტალღოვან ეფექტს, რომელიც სცილდება ერთეულ ღონისძიებებს და  ემსახურება საზოგადოების განათლებას მდგრადი პრაქტიკის შესახებ. განახლებადი ენერგიის, მდგრადი მასალების და ეფექტური წარმოების პროცესების მხარდაჭერით, ასეთი კომპანიები ხელს უწყობენ კოლექტიურ მოძრაობას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს პლანეტაზე ადამიანის  ჯანმრთელობას.

შეხვედრის მონაწილებმა მხარი დაუჭირეს მოძრაობას – „დაიცავი გარემო და ადამიანები“,  რომლის ფარგლებშიც შეგროვდა თანხა და 42 სოციალურად დაუცველ ოჯახს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გადაეცემა ევროპული სტანტდარტის  ენერგოეფექტიანი ღუმელები.  ეს უზრუნველყოფს ტყეზე ზეწოლის შემცირებას და ხელს შეუწყობს 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად ბორჯომში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის კორომების რეაბილიტაციის პროცესს.

„საქართველოს ბიომასის ასოციაციის“ კომპანიების:   „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული   კლინიკა“, გაეროს განვითარების სააგენტო UNDP,  სტომატოლოგიური კლინიკა „ ორთოგრაფის“ დონაცია ნათლად   ასახავს იმას, თუ როგორ შეუძლია კორპორატიულ პასუხისმგებლობას მდგრად ეკონომიკაზე გადასვლა.

„ერთგულება გარემოსდაცვითი მთლიანობისა და გამჭვირვალე პრაქტიკისადმი,  არა მხოლოდ დადებითად მოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე,  არამედ ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას მდგრადობის ინიციატივების მიმართ, რადგან მწვანე ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას და  სწორედ  მწვანე ეკონომიკა არის ჩვენი დედამიწის ბედნიერება“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა არსენ გვენეტაძემ.

საჭიროა კორპორატიული მდგრადობის გავლენის  გაძლიერება საზოგადოების ცნობიერებაზე. კომპანიები, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ ვალდებულებას გარემოს დაცვისადმი, ხელს უწყობენ მომხმარებელთა ნდობასა და ლოიალობას მაგალითის მიმცემნი ხდებიან .

„მდგრადობის მიზნებისა და მიღწევების შესახებ გამჭვირვალე ანგარიშგებამ შეიძლება გააძლიეროს კომპანიის იმიჯი, ჩამოაყალიბოს იგი ლიდერად როგორც ინოვაციებში, ასევე პასუხისმგებლობაში.“ – ირმა დაუშვილი, კომპანია „დიოს“  დამფუძნებელი.

კომპანიები,  რომლებიც იღებენ მტკიცე გარემოსდაცვით  ინიციატივებს, არა მხოლოდ იძენენ კონკურენტულ უპირატესობებს, არამედ ქმნიან პოზიტიურ ნარატივს, რაც აძლიერებს მათ ბრენდის რეპუტაციას.

ბაზალეთის მწვანე ინჟინერიის ცენტრი განახლებადი ენერგოწყაროების გენერაციის ტექნოლოგიების სერთიფიცირებულ მემონტაჟებს მოამზადებს

შპს ESCO-S ის მწვანე ინჟინერიის ცენტრმა  USAID პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის დაფინანსებთ დაიწყო მწვანე ეკონომიკაში   სასწავლო პროგრამის შემუშავება და პილოტირება.

პროგრამა 2023 წლის 4 სექტემბერს დაიწყო და შეეხება:

ავტომატური ჰიბრიდული ენერგეტიკული სისტემების ინსტალაცია და მომსახურების მემონტაჟე სპეციალისტების აკრედიტირებული სასწავლო მოდულის შექმნას. რომლის შედგეი იქნება სერთიფიცირებული მემონტაჟეების/მოვლა პატრონობის სპეციალისტები  მომზადება გადამზადება განახლებადი ენერგო წყაროების უტილიზატორების ჰიბრიდული ოპერირებისვთვის.

               

ამ მიზნით მომდევნო 12 თვის განმავლობაში:

  • შემუშავდება და განათლების ხარისხის კონტროლის სამსახურში აკრედიტაციისთვის  წარედგინება  საგანმანათლებლო მოდული.  პროფესიული უნარების მომზადება გადამზადების მეოთხე კატეგორიის  უნარების სასწავლო პროგრამის აკრედიტაციისთვის  „ სპეციალობაში „ავტომატური ჰიბრიდული ენერგეტიკული სისტემების ინსტალაცია და მომსახურება;“
  • მოხდება სასწავლო პროგრამის თვალსაჩინოებებით  აღჭურვა;
  • განხორციელდება პროგრამის ტრენერების მომზადება ევროპის წამყვან დაწესებულებებში   ტექნიკური უნარების ამაღლების მიზნით
  • მწვანე ეკონომიკაში გადაუდებელი უნარების სასწავლო პროგრამა პილოტირდეება მწვანე ინჟნერიის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში.
  • დამყარდება  გრძელვადიანი პარტნიორობა 2 ტრენინგ პროვაიდერთან;
  • მწვანე ეკონომიკაში  დასაქმებული 30 პირი გადამხადებული იქნება და მიიღებს „ჰიბრიდული ენერგეტიკული სისტემების ინსტალაცია და მომსახურების მემონტაჟის  სერთიფიკატს ;
  • ჩატარდა აუთრიჩ აქტივობები, რათა გაუზიარონ პროგრამის შედეგები სექტორის წარმომადგენლებს – მინიმუმ 50 დამსაქმებელს, ასოციაციას/საბჭოს და ინდუსტრიულ ჯგუფს,

2023 წლის 8 სექტემბერს შედგა შეხვედრა პროექტის მუშა ჯგუფსა და განათლების ხარისხის კონტროლის სააგენტოს წარმომადგელებს შორის. შეხვედრის დროს დამსწტრეებმა განიხილეს შპს ESCO-S ის სააკრედიტაციო განაცხადი გაესაბრნენ დარგის სპეციალისთბს და პროგრამის ხელძღვანელს დაგეგმეს სასწავლო მოდულის არქიტექტურა და მოამზადეს დროში აქტიურობის გეგმა რომლის მიხედვთაც დაიწყეს მუშაობა სასწავლო სილაბუსების და სასწავლო ლიტერატურის შექმნაზე.

მუშა ჟგუფის შემდგომი შეხვდრა დაინიშნა 2023 წლის 8 ოქტომბერს.

ენერგოაუდიტი ღვინის ინდუსტრიაში

ენერგოეფექტური წარმოება და მისი კავშირი კონკურანტუნარიანობასთან

მეღვინეობაში თანამედროვე კონკურენტულ გარემოში რესურსების სწორად მართვას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს. თანამედროვე მწვანე მეღვინეობის მოდელის საფუძველთა საფუძველია პროცესების ხარჯთეფექტური მართვა, განახლებადი ენერგორესურსების გამოყენება, ნარჩენების მინიმიზაცია. ეს მოიცავს პროცესებს და წარმოების უბნებს

დაწყებული ვენახების სარწყავი სისტემებიდან და დასრულებული ღვინის საწარმოების განათების სისტემების ჩათვლით: კომპანიის ავტოპარკი, მექანიზაცია ვენახებში, პროდუქციის შეფუთვა, სადაც წარმოების პროცესების დროს თუ პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის იხარჯება ენერგია.

ღვინის წარმოების ინდუსტრიაში გამოყენებული ენერგიის ოპტიმიზაცია მონაცემთა იდენტიფიცირების შემდეგ, საშუალებას მისცემს პროცესების გაუმჯობესებას. ინფორმაციის ანალიზის დასრულების შემდეგებზე დაფუძნებული დასკვნები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს ეფექტურობის გაუმჯობესებას ავითარებს წარმოების მართვის მწვანე პრინციპებს ISO 5001 ის დანერგვის საშუალებით, იყენებს განახლებადი ენერგიებს.

ეს არის საშუალებები რომლებიც ქარის, მზის გეოთრრმული ენერგიაზე დაფუძნებულ მარტივ ინსტალაციების გამოყენებით 30%-ით ამცირებს ელექტრო ქსელიდან საჭირო ენერგიის მოხმარებას.

განახლებად ენერგიაზე დაფუძნებულ წარმოებით, ენერგოეფექტურობის სხვადასხვა მეთოდოლოგიებით და ენერგიის სწორი აქტიური მენეჯმენტით, პროცესები მონიტორინგის გზით, შეიძლება მიღწეული იქნას ქსელის ენერგიის მოთხოვნის 50%-ზე მეტით შემცირება.

 

ენერგოაუდიტი – როგორც რესურსების ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტი

ენერგოაუდიტი მეღვინეობაში არის პროცედურა რომლის მიზანია ღვინის წარმოების სამრეწველო პროცესის ან ცალკეული დანადგარის მიერ მოხმარებული ენერგიის შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, ენერგიის დაზოგვის ხარჯთეფექტური პოტენცილის გამოვლენა, გაანგარიშება და შედეგების ანალიზი. არ აქვს მნიშვნელობა ღვინის წარმოების რომელ ეტაპს შევეხებთ ენერგოაუდიტი არის პრობლემის იდენტიფიცირება და გამოსავალი.

საქართველოში ღვინის ბიზნესებში ენერგგომენეჯმენტში მრავალი გამოწვევა ჩნდება რომელსაც საწარმოო ენერგოაუდიტმა შეიძლება გასცეს პასუხი:

  • როგორ და სად შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი ენერგოეფექტურობა და მაშასადემე შევამცირო ხრჯი ღვინის ღირებულების ჯაჭვში?
  • რა ალტერნატივებია შესაფერისი ჩემი ბიზნესისთვის, ჩემი რეგიონისთვის?
  • რომელი მიდგომებია მდგრადი და რამდენად?
  • როგორ შეიძლება სხვადასხვა ტიპის ენერგია თანაარსებობდეს/კორელირებდეს?
  • რამდენი დრო დასჭირდება თითოეული ვარიანტისთვის იმპლემენტირებას, დანაზოგების მიღებას და ხარჯის უკუგებას?
  • როგორ შემიძლია შევინახო არასაჭირო საათებში წარმოებული ენერგია ადგილზე, რომ გამოვიყენო ჩემი საჭიროებების დროს?
  • არის ფინანსურად მდგრადი ამის მარტო გაკეთება თუ ჯობს სხვებთან თანამშრომლობა?
  • ქსელური თუ განმხოლოებული სისტემები?

 

კარგი პრაქტიკის მაგალითი

ცივი წინასწარი დუღილის მაცერაცია ღვინის დუღილის პროცესში მსოფლიოს და უკვე საქართველოს ბევრ ღვინის ქარხანაში გამოიყენება. პრეფერმენტაციის პროცესისთვის შემუშავებულია ენერგიის დაზოგვის და პროცესის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგია. ხორციელდება ენერგიის დაზოგვის მეთოდების ანალიზი კონკრეტული საწარმოსთვის, და ოპტიმალური სამოქმედო გეგმის შემუშავება დანერგვის და შედეგიების დადასტურების ჩათვლით.

 

ენერგოეფექტურობის შესახებ ახალი კანონმდებლობა, საწარმოების მოვალეობები და გამოწვევები

საქართველოს კანომდებლობა, კერძოდ „კანონი ენერგოეფექტიანობის შესახებ 21/05/2020“ მიზნად ისახავს ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების, უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრას. ეს კანონი ავალდებულებს პირველი კატეგორიის საწარმოებს (მათ შორის ღვინის საწარმოებსაც თუ ისინი ამ კატეგორიაში მოექცევიან) ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განახორციელონ სრული ენერგოაუდიტი (იხ საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ 21/05/2020 თავი თავი V. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა მრეწველობაში), ან დანერგონ მუდმივმოქმედი
ენერგიის მენეჯმენტის სისტემა შესაბამისი პირობის არსებობისას:

ა)თუ საწარმო შედგება ენერგიის საბოლოო მოხმარების სხვადასხვა, დიდი ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის მეშვეობით;

ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე ობიექტის ენერგოაუდიტის  მეშვეობით;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის არსებობისას − იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით ერთობლივად.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს პროგრამებს მცირე და საშუალო ღვინის საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვის სარგებლიანობისა და სერტიფიცირებული ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

ენერგოაუდიტორთა აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, რომელსაც უფლება აქვს, დაინტერესებულ პირებს მიანიჭოს აკრედიტაცია ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისთვის. აკრედიტაციის ცენტრს ასევე უფლება აქვს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე აღიაროს
ენერგოაუდიტორთა სერტიფიკატები.

 

ენერგიის მენეჯმენტის ვალდებულება და შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმები

კანონი უწესებს პასუხისმგებლობებს მეწარმეებს მოთხოვნების დარღვევისთვის და აკისრებს მათ სახდელებს კერძოდ „საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის განუხორციელებლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის განუხორციელებლობა ან/და სამინისტროსთვის განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლის წარუდგენლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 90 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.“

 

ბოლო სიტყვა

შეიძლება ითქვას რომ ენერგოაუდიტი არის მწყობრი სისტემა რომელიც უზრუნველყოფს ხარჯთეფექტიან მენეჯმენტს მეღვინეობის სექტორში. იგი მხარდაჭერილია საქართველოს კანონმდებლობით და წარმოადგენს საქართველოს ღვინის სექტორის მწვანე განვითარების სწორ მექანიზმს.

ენერგოაუდიტი ღვინის ინდუსტრიაში

ენერგოეფექტური წარმოება და მისი კავშირი კონკურანტუნარიანობასთან

მეღვინეობაში თანამედროვე კონკურენტულ გარემოში რესურსების სწორად მართვას
გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს. თანამედროვე მწვანე მეღვინეობის მოდელის
საფუძველთა საფუძველია პროცესების ხარჯთეფექტური მართვა, განახლებადი
ენერგორესურსების გამოყენება, ნარჩენების მინიმიზაცია. ეს მოიცავს პროცესებს და
წაროების უბნებს

დაწყებული ვენახების სარწყავი სისტემებიდან და დასრულებული ღვინის საწარმოების
განათების სისტემების ჩათვლით: კომპანიის ავტოპარკი, მექანიზაცია ვენახებში,
პროდუქციის შეფუთვა, სადაც წარმოების პროცესების დროს თუ პროდუქციის
ტრანსპორტირებისთვის იხარჯება ენერგია.

ღვინის წარმოების ინდუსტრიაში გამოყენებული ენერგიის ოპტიმიზაცია მონაცემთა
იდენტიფიცირების შემდეგ, საშუალებას მისცემს პროცესების გაუმჯობესებას.
ინფორმაციის ანალიზის დასრულების შემდეგებზე დაფუძნებული დასკვნები და
რეკომენდაციები მიზნად ისახავს ეფექტურობის გაუმჯობესებას ავითარებს წარმოების მართვის მწვანე პრინციპებს

ISO 5001 ის დანერგვის საშუალებით, იყენებს განახლებადი ენერგიებს.

ეს არის საშუალებები რომლებიც ქარის, მზის გეოთრრმული ენერგიაზე დაფუძნებულ
მარტივ ინსტალაციების გამოყენებით 30%-ით ამცირებს ელექტრო ქსელიდან საჭირო
ენერგიის მოხმარებას.

განახლებად ენერგიაზე დაფუძნებულ წარმოებით, ენერგოეფექტურობის სხვადასხვა
მეთოდოლოგიებით და ენერგიის სწორი აქტიური მენეჯმენტით, პროცესები
მონიტორინგის გზით, შეიძლება მიღწეული იქნას ქსელის ენერგიის მოთხოვნის 50%-
ზე მეტით შემცირება.

 

ენერგოაუდიტი – როგორც რესურსების ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტი

ენერგოაუდიტი მეღვინეობაში არის პროცედურა რომლის მიზანია ღვინის წარმოების
სამრეწველო პროცესის ან ცალკეული დანადგარის მიერ მოხმარებული ენერგიის
შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, ენერგიის დაზოგვის ხარჯთეფექტური
პოტენცილის გამოვლენა, გაანგარიშება და შედეგების ანალიზი. არ აქვს მნიშვნელობა
ღვინის წარმოების რომელ ეტაპს შევეხებთ ენერგოაუდიტი არის პრობლემის
იდენტიფიცირება და გამოსავალი.

საქართველოში ღვინის ბიზნესებში ენერგგომენეჯმენტში მრავალი გამოწვევა ჩნდება
რომელსაც საწარმოო ენერგოაუდიტმა შეიძლება გასცეს პასუხი:

  • როგორ და სად შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი ენერგოეფექტურობა და მაშასადემე
    შევამცირო ხრჯი ღვინის ღირებულების ჯაჭვში?
  • რა ალტერნატივებია შესაფერისი ჩემი ბიზნესისთვის, ჩემი რეგიონისთვის?
  • რომელი მიდგომებია მდგრადი და რამდენად?
  • როგორ შეიძლება სხვადასხვა ტიპის ენერგია თანაარსებობდეს/კორელირებდეს?
  • რამდენი დრო დასჭირდება თითოეული ვარიანტისთვის იმპლემენტირებას,
    დანაზოგების მიღებას და ხარჯის უკუგებას?
  • როგორ შემიძლია შევინახო არასაჭირო საათებში წარმოებული ენერგია ადგილზე,
    რომ გამოვიყენო ჩემი საჭიროებების დროს?
  • არის ფინანსურად მდგრადი ამის მარტო გაკეთება თუ ჯობს სხვებთან
    თანამშრომლობა?
  • ქსელური თუ განმხოლოებული სისტემები?

 

კარგი პრაქტიკის მაგალითი

ცივი წინასწარი დუღილის მაცერაცია ღვინის დუღილის პროცესში მსოფლიოს და უკვე
საქართველოს ბევრ ღვინის ქარხანაში გამოიყენება. პრეფერმენტაციის პროცესისთვის
შემუშავებულია ენერგიის დაზოგვის და პროცესის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგია.
ხორციელდება ენერგიის დაზოგვის მეთოდების ანალიზი კონკრეტული საწარმოსთვის,
და ოპტიმალური სამოქმედო გეგმის შემუშავება დანერგვის და შედეგიების
დადასტურების ჩათვლით.

 

ენერგოეფექტურობის შესახებ ახალი კანონმდებლობა,
საწარმოების მოვალეობები და გამოწვევები

საქართველოს კანომდებლობა, კერძოდ „კანონი ენერგოეფექტიანობის შესახებ
21/05/2020“ მიზნად ისახავს ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების,
უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას, აგრეთვე ენერგეტიკულ
ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების
მაქსიმალურად აღმოფხვრას. ეს კანონი ავალდებულებს პირველი კატეგორიის
საწარმოებს (მათ შორის ღვინის საწარმოებსაც თუ ისინი ამ კატეგორიაში მოექცევიან)
ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განახორციელონ სრული ენერგოაუდიტი (იხ
საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ 21/05/2020 თავი თავი V.
ენერგოეფექტურობის პოლიტიკა მრეწველობაში), ან დანერგონ მუდმივმოქმედი
ენერგიის მენეჯმენტის სისტემა შესაბამისი პირობის არსებობისას:

ა)თუ საწარმო შედგება ენერგიის საბოლოო მოხმარების სხვადასხვა, დიდი
ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის
მეშვეობით;

ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და
იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე
ობიექტის ენერგოაუდიტის  მეშვეობით;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის
არსებობისას − იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით
ერთობლივად.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს
პროგრამებს მცირე და საშუალო ღვინის საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან
პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვის
სარგებლიანობისა და სერტიფიცირებული ექსპერტების შესახებ ინფორმაციის
მიწოდების მიზნით.

ენერგოაუდიტორთა აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, რომელსაც
უფლება აქვს, დაინტერესებულ პირებს მიანიჭოს აკრედიტაცია ენერგოაუდიტორთა
სერტიფიცირებისთვის. აკრედიტაციის ცენტრს ასევე უფლება აქვს, ევროკავშირის წევრი
სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე აღიაროს
ენერგოაუდიტორთა სერტიფიკატები.

 

ენერგიის მენეჯმენტის ვალდებულება და შეუსრულებლობის
შემთხვევაში ჯარიმები

კანონი უწესებს პასუხისმგებლობებს მეწარმეებს მოთხოვნების დარღვევისთვის და
აკისრებს მათ სახდელებს კერძოდ „საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის
განუხორციელებლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის განუხორციელებლობა ან/და
სამინისტროსთვის განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლის
წარუდგენლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს
პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 90 დღის ვადაში დარღვევის
გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.“

 

ბოლო სიტყვა

შეიძლება ითქვას რომ ენერგოაუდიტი არის მწყობრი სისტემა რომელიც
უზრუნველყოფს ხარჯთეფექტიან მენეჯმენტს მეღვინეობის სექტორში. იგი
მხარდაჭერილია საქართველოს კანონმდებლობით და წარმოადგენს საქართველოს
ღვინის სექტორის მწვანე განვითარების სწორ მექანიზმს.

 

ზაალ ხელაძე

კონფერენცია ,,განათლება მდგრადი განვითარებისთვის”

ბაზალეთის მწვანე ინჟნერინგის ცენტრმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს მწვანეების და ლიდერთა სკოლის ჩართულობით გამართულ ერთობლივ თემატურ კონერფენციას „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ უმასპინძლა.

„გადავარჩინოთ საქართველოს ბუნებრივი წყალშემკრები აუზები“ ასეთი იყო კონფერენციის სლოგანი.

„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურობების ციკლს, რომელიც  2022 წლის 14 აპრილს ლიდერთა სკოლის და მწვანე ინჟნერინგის ცენტრის ერთობლივი აქტიურობებით წამოვიწყეთ. შევიძინეთ  კიდევ ერთ ახალი თანამოაზრე და პარტნიორი კავკასიის უნივერსიტეტის სახით.  ვატარებთ კონფერენციას რომელიც ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების გადაწყვეტას ეძღვნება კერძოდ;

  • საინფორმაციო ბანერების განთავსება წყალშემკრები აუზების ტერიტორიაზე,
  • წყალშემკრები აუზების განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება
  • წყლის უკუსვლის შეჩერება წყალშემკრებ რეზერვუარებში.
  • სანაპირო ზოლის მდგრადი განვითარება.“

აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში მწვანე ინჟნერინგის ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა ზაალ ხელაძემ.

სტუდენტების გაერთიანებულმა ჯგუფებმა წარმოადგინეს   ბაზალეთის ტბის წყალშემკრებ აუზშში განსათავსებელი კრეატიული საინფორმაციო ბანერების  რამდენიმე კონცეფცია.

  • დაიცავი ბიოსფერო დაიცავ ჯანმრთელობას
  • არა ხმაურით და შუქდაბინძურებას.
  • გაეცანი გარემოსდაცვით რეგულაციებს
  • გააშარჟე დამბინძურებელი

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დავასუფთაოთ საქართველოს’’ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ კონფერენციის შეჯამების დროს აღნიშნა რომ „ეს სცდება  ინიციატივის ფარგლებს და  იმ დიდი საქმის დასაწყისია, რომელიც ბაზალეთის  მწვანე ინჟინერინგის ცენტრში  იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრას ეძღვნება. ვვამაყობ ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდების ამ წამოწყებით. საქართველოს მწვანეები ვუერთდებით ასეთ სტარტს.“

 

საქართველოში ძლიერი ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ბაზრის განვითარების ხელშესაწყობად კომპანია ესკო-ესსა და მწვანე ზრდის ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

 კომპანია  ესკო-ესსა და  მწვანე ზრდის ფონდის  ტექნიკური დახმარების პროგრამას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიზანია საქართველოში ძლიერი ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. შედეგად კომპანია ესკოესს 10000 ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსება გადაეცა.

პროექტის ფარგლებში ესკო-ესს გადაეცემა საკონსულტაციო პაკეტი რომელიც მოიცავს საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციებს.

კონსულტანტი განახორციელებს ESCO-S-ის მიერ მომზადებული წარმოების პროცესის ტექნიკური პროექტის შესწავლას  და ამის საფუძველზე წარმოადგენს პროდუქტის დამზადების სრული საწარმოო ჯაჭვის ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროტოკოლებს, რომლიც  ESCO-S-ის მიერ დაინერგება ახლადშექმნილ საწარმოში.

ეს კომპანიას საშუალებას მისცემს,  განახორციელოს   კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის 30,000 ბენეფიციარისათვის კონკრეტული დიზაინის, მაღალი ენერგოეფექტურობის და უსაფრთხო ბიომასის ღუმელების მიწოდება.

ამ ღუმელების სერთიფიცირების მიზნით, აუცილებელია, კონსულტანტის მიერ შემოთავაზებული ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის  გეგმა შესაბამისობაში იყოს მყარ საწვავზე მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელების ხარისხისა და წარმოების უსაფრთხოების კონტროლისა და სერთიფიცირების ევროპულ  სტანდარტებთან ( PREN13240(MAIN) და HAACCP). 

კონსულტანტის მიერ  განხორციელდება შემდეგი ქმედებები:

  1.  ESCO- S-ის მიერ შეძენილ იქნება ის სტანდარტები, რომელთა დანერგვაც უნდა მოხდეს.
  2. საწარმოო პროცესის ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე და ზემოთ მითითებული სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით კონსულტანტი მოამზადებს სამი სხვადასხვა ტიპის პროტოკოლს
  • წარმოების და საბოლოო პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის პროტოკოლი;
  • ღუმელისა და საწვავის ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის პროტოკოლი იმ ლაბორატორიისათვის, სადაც ეს პარამეტრები შემოწმდება.
  • წარმოების პროცესის უსაფრთხოების პროტოკოლი.

დამუშავებული პროტოკოლები ორიენტირებული იქნება საწარმოო პროცესში იმ კრიტიკულ წერტილებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ხარისხს და უსაფრთხოებას, ასევე ენერგოეფექტურობას.  კონსულტატმა უნდა მოამზადოს სპეციალური მასალა ამ პროტოკოლებთან დაკავშირებულ ტრეინინგებზე და ჩაატაროს ტრეინინგები ESCO-S-ის თანამშრომლებისათვის.

კონსულტანტი მოამზადებს ღუმელების ინსტალაციის და მოვლა პატრონობის მეგზურს, რომლის  შემადგენლებიც იქნება ინსტრუქციები ღუმლების ექსპლოატაციის პროცესებისთვის და 2-3  წუთიანი ვიდეო ინსტრუქცია იგივე საკითხებზე.

 ღუმელების და ბიო-საწვავის ტექნიკური მახასიათებლების და ენერგოეფექტურობის დამდგენი ლაბორატორიის სამუშაო პროცესების მართვის დოკუმენტი. ეს არის იმ  უმნიშვნელოვანესი გამოწვევის გდაჭრის გზა, რომელიც  მწვანე კლიმატის ფონდის საგრანტო პროექტის FP132: Enabling Implementation of Forest Sector Reform in Georgia to Reduce GHG Emissions from Forest Degradation მეორე კომპონენტის პროფესიული გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იდეათონი

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იდეათონი– მწვანე ინჟნერინგის ცენტრის და სენის ერთობლივი თანამშრომლობით “ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია სოფლად” ფარგლებში, UNDP-ის დაკვეთით დაიგეგმა.

იდეათონი განკუთვნილი იყო იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებთ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და განახლებადი ენერგიის საკითხები. იდეათონში მონაწილეობა მიიღო სულ  30 ახალგაზრდა  8 მუნიციპალიტეტიდან.

ეს იყო მოკლე ინტენსიური ვორკშოპის სტილის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ემუშავათ არსებული გარემოს დაცვითი პრობლემების იდენტიფიცირებაზე და შეეცადნენ ეპოვათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. მონაწილეებმა იმუშავეს გუნდებში და გამოიყენეს აზროვნების დიზაინის მეთოდოლოგია, რათა თანამშრომლობითი გზით განეხორციელებინათ იდეების ფორმირება.

ეს ყველაფერი 2022 წლის 26-29 აპრილს ბულაჩაურის მწვანე ცენტრსა და ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრში შედგა.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ხელმძღვანელის ზაალ ხელაძის საჯარო გამოსვლისთვის, რომლის ფარგლებში მოისმინეს რამოდენიმე თემატური სესია. ფუნდამენტალურ მწვანე საკითხებზე:

  • ცნებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ მწვანე ცხოვრების წესს
  • განახლებადი ენერგოწყაროები და ტექნოლოგიები და მათი როლი ეფექტური ენერგომენეჯმენტის განხორციელებაში
  • ენერგოეფექტიანი უნარები, ჩვევები და ქცევის წესები ყოველდღიურ ყოფაში.

სესიების პარალელურად, მონაწილეები ესტუმრნენ ბაზალეთის მწვანე ტექნოლოგიურ ცენტრის და დარგის ექსპერტ-პროფესორ გვანვცა ხელაძის მეგზურობით მონაწილეები გაეცნენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და მათი მუშაობის პრინციპებს ყოფა-ცხოვრებასა და ინდუსტრიაში.

ახალგაზრდებმა  დაათვალიერეს მწვანე პრინციპებზე მომუშავე ბიზნესები, კომპანია ესკო-ესის  ხილის გადამუშავების საწარმოო, მწვანე ჰორეკას სექტორის სადემონსტრაციო მაგალითი ბაზალეთის ტბის მიმდებარედ და ენერგოეფექტიანი გათბობის სისტემების ტექნოლოგიების მშენებარე საწარმო, რომლებიც მწვანე ინჟინერინგის ცენტრის მენეჯმენტის ქვეშა.

მონაწილეებმა მწვანე ინჟინერინგის ცენტრის თანამშრომელთა ფასილიტაციითა და  მენტორობით მწვანე გამოწვევების იდენტიფიცრება მოახდინეს,  რის საფუძველზეც  დაიწყეს ფიქრი მათი  გუნდური გადაწყვეტის შესაძლებლობებზე.

„3D პრინტერი პროტოტიპირების შესაძლებლობები მწვანე ინჟინერინგში“

„3D პრინტერი პროტოტიპირების შესაძლებლობები მწვანე ინჟინერინგში“-ეს იყო ტრეინინგის თემა რომელიც ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის და ჩეხეთის კულტურული განვითარების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული 2022 წლის 27 აპრილს. ტრეინინგს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტორული მიმართულების პედაგოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ტრეინინგი 3D პრინტერების მწარმოებელი კომპანიის ექსპერტებმა ჩაატარეს. მათ დეტალურად გააშუქეს იმ გამოწვევბის გადაჭრის გზები,  რომლებზეც თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გვანცა ხელაძემ. დისკუსიებში ხაზი გაესვა სასწავლო პროცესებში მსგავსი ინოვაციის იმპლემენტაციის  მნიშვნელობას

მცირე მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ ქართული ტრადიციული რეწვის პროდუქტების წარმოების დროს მნიშვნელოვანია მათი პროტოტიპირება. მსგავსი პრინტერების გამოჩენა დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინიტრირების არეალში ბევრ საინტერესო იდეას გააჩენს.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop