მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები-მოთხოვნა მწვანე ინჟინერინგზე

ნარჩენების მართვის კოდექსი ადგენს ნარჩენების მართვის იერარქიას: პირველ ადგილზეა პრევენცია, მას მოსდევს ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება, შემდეგ რეციკლირება, სხვა სახის აღდგენა, მათ შორის, ენერგიის აღდგენა და ბოლოს ნაგავსაყრელზე განთავსება (მუხლი 4). გარდა ამისა, კოდექსი განსაზღვრავს უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპს და „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ (მუხლი 5), ასევე მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მუხლი 9). კოდექსის მუხლ 9-ში წარმოდგენილი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება წარმოადგენს მწარმოებლის მიერ საკუთარი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების, ტრანსპორტირების, აღდგენისა (რეციკლირების ჩათვლით) და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფის საშუალებას. აღნიშნული ვალდებულებების შესრულება მწარმოებლებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად – „ასოციაციების“ საშუალებით შეუძლიათ. მუხლი 10 იძლევა გარკვეული პროდუქტის გამოყენებისათვის გადასახადების ან სუბსიდიების და წესების უფლებას. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა განსაზღვრავს მუნიციპალური ნარჩენების, მათ შორის, ბიო-დეგრადირებადი ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის ღონისძიებებს (მუხლი 13).

მწარმოებლის ვალდებულებები ყალიბდება  ნარჩენების მართვის იერარქიასთან შესაბამისობის დაცვით და მწარმოებლების მიმართ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პოლიტიკით დადგენილი მოთხოვნების შესრულებით. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს მწარმოებლებში „დიზაინი გარემოს დაცვისთვის“ სტიმულირება.

მწარმოებლები პასუხისმგებლები არიან წარმოებულ პროდუქციასთან ერთად წარმოქმნილ ნარჩენებზ. ნაჩენების მართვის კოდექსის თავი IX ეხება ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის შექმნის, წარმოებისა და მუდმივი განახლების აუცილებლობას.

საქართველომ მწარმოებლის გართოებული ვალდებულების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ახლა უკვე შესაძლებელია დავინახოთ რევოლუციური ცვლილებები ადამიანის დამოკიდებულებაში ნარჩენების მიმართ. კერძო სექტორისთვის შესაძლებელი გახდება მაღალპასუხისმგებლიანი მიდგომების განვითარება ნარჩენების მართვის საქმეში.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საბოლოოდ ემსახურება ერთ მიზანს – დაიცვას ადამიანები და გარემო, სადაც ვცხოვრობთ. იდეა პირველად 1990 წელს შვედეთში გაჩნდა და წარმატებით დაინერგა ევროპის ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ.

2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მე-6 მუხლი არეგულირებს  ოთხი სხვადასხვა ნარჩენის ნაკადების მართვას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ქვეშ. ესენია: ელექტრონული ნარჩენები, გამოყენებული ზეთები, საბურავები, ბატარეები და აკუმულატორები. რეგულაციები ძალაში შევიდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან. ამის შესაბამისად ძლიერდება მოთხოვნები მწვანე ინჟინერინგისადმი,წარმოიშობა  ახალ გამოწვევები.

ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრს გააჩნია  შესაძლებლობები დახმარება გაუწიოს კერძო ბიზნესს მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებასა და ცხოვრების მწვანე წესის დანერგვაში. კომპანიის ექსპერტთა ჯგუფს გააჩნია ამბიცია იყოს ფლაგმანი ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით.

მზის ენერგიის 5 სარგებელი გარემოსთვის

რა თქმა უნდა, გსმენიათ, რომ მზის ენერგია კარგია გარემოსთვის, მაგრამ ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რატომ და როგორ?
ამ სტატიაში განვიხილავთ მზის ენერგიის სხვადასხვა სახის სარგებლიანობას გარემოსთვის, რაც დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ განახლებადი ენერგიის გავლენა გარემოზე.

მზის ენერგიის სარგებელი გარემოსთვის.

მზის ენერგიის უპირატესობის კუთხით უამრავი სხვადასხვა მიზეზის ჩამოთვლაა შესაძლებელი, მათ შორის ფინანსური სარგებელი, რაც მზის ენერგიის უტილიზაციის დროს ელექტროენერგიის გადასახადების მკვეთრ შემცირებას განაპირობებს. ზოგიერთ ადამიანს, უბრალოდ ხიბლავს მისდიოს მწვანე ცხოვრების სტილს და მეტ ენერგო დამოუკიდებლობას.
თუმცა მზის ენერგიის ბენეფიტებიდან მნიშვნელოვანია, ისინი, რომელიც უშუალოდ გარემოზე დადებით ზემოქმედებას ახდენენ.

1. მცირდება ჰაერის დაბინძურება

წიაღისეული საწვავი უამრავ დამაბინძურებელს წარმოქმნის, თუ ოდესმე ყოფილხართ ნიუ-იორკში, ჩინეთში ან ისეთ ადგილას, რომლის გეოგრაფიაც მთებისა და ხეობებისგან წარმოდგება, ალბათ ნახავდით როგორ გამოიყურება დაბინძურებული ჰაერი.
ნისლი, დაბინძურებული ჰაერი ცუდია გარემოსთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ესთეტიკისთვის. როდესაც დამაბინძურებლები ჰაერში რჩება ირგვლივ ყველაფერი უბრალოდ უარესდება.
მზის პანელები ჰაერის დაბინძურებას უშლის ხელს. თქვენი მზის პანელბი სუფთა ენერგიის წარმოქმნის და არ მონაწილეობს ჰაერის დაბინძურებაში

2. მცირდება წყლის მოხმარება

თუ თქვენი ენერგიის წყარო არ იყენებს წიაღისეულს სიმძლავრედ, სავარაუდოდ ის გარკვეული სახის წყალს მოიხმარს როგორც ენერგიის რესურსს. ჰიდროენერგეტიკა და ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარს.ხშირად, წყლის დინების და ელექტროენერგიის წარმოქმნის საკონტროლოდ კაშხლის აგების საჭიროება დგება. როცა საქმე კაშხლებს ეხება, აქ მთავარი პრობლემა კახშლის წყალია, რასაც ადგილობრ ეკოსისტემაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.
მზის პანელები ენერგიას წყლის და ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე წარმოქმნიან. ამერიკის ენერგო-ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის თანახმად, მზის ენერგიის სისტემებს რეალურად შეუძლიათ წყლის მოხმარების შემცირება 36 შტატში. ეს საკმაოდ დიდ როლს ითამაშებდა წყლის სიმწირის პრობლემის გადაჭრაში.

3. ამცირებს ენერგიის არაგანახლებად წყაროებზე დამოკიდებულებას

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სარგებლობენ ცხოვრების მწვანე სტილით და ენერგო დამოუკიდებლობით. თუმცა , მზის ენერგიას ასვე შეუძლია ჩვენი დამოკიდებულების დონის შემცირება ენერგიის არაგანახლებად წყაროებზე, როგორიცაა მაგალითად წიაღისეული. ეს კი შესანიშნავია ბევრი მიზეზის გამო.
უპირველესყოვლისა, მსგავსი არაგანახლებადი ენერგიის რესურსები უამრავ დამაბინძურებელს წარმოქმნიან, რომელიც ჩვენი ჰაერის ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, არაგანახლებადი რესურსების ბუნება, რომელიც ამოწურვადია. რაც უფრო სწრაფად და სრულყოფილად მოვახდენთ ტრანზიციას განახლებად ენერგიაზე, მით უკეთესი იქნება ჩვენი გარემოსთვის.

4.აუმჯობესებს ადამიანთა ჯანმრთელობას გრძელვადიან პერსპექტივაში

ჩვენ უკვე ვახსენეთ, ამერიკის ენერგო-ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის მოსაზრების შესახებ, მზის ენერგიის სისტემის როლზე წყლის დეფიციტის აღმოფხვრაში, თუმცა იმავე ანგარიშში, უწყება ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ უფრო სუფთა ჰაერი პოზიტიურ გავლენას მოახდენდა ადამიანთა ჯანმრთელობაზე. რეალურად, ანგარიშში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ასეთ შემთხვევაში 25.000 სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
ეს ასეა, რადგან სუფთა ჰაერი ნიშნავს სუფთა ფილტვებს.

5. მონაწილეობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში

დასასრულს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი-კლიმატის ცვლილების საკითხს შევეხებით. დამაბინძურებლებისა და დამატებით CO2-ის უწყვეტი გაფრქვევა ჰაერში, ჩვენს პლანეტას ძვირად უჯდება. გარემოსთვის უფროდაუფრო რთულია ჰაერის გაწმენდა. ნახშირბადის შემცველობა ზრდას განაგრძობს, ისევე როგორც მზისგან მომდინარე სიმხურვალის შეკავება. ვ ჰაერის პირობათა ცვლილებები სხვადასხვა კლიმატზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. პლანეტის მასშტაბით, ეს ასევე გამოიწვევს ამინდის პატერნების არაპროგნოზირებადობასა და არასტაბილურობას.
მეცნიერებმა და კლიმატოლოგებმა დიდი შრომა გასწიეს, რომელიც სხვადასხვა ექსპერიმენტს, კლიმატის მოდელირებას და კვლევას მოიცავს.სამეცნიერო სფეროში არსებობს საზოგადო კონსენსუსი, რომელიც კლიმატის ცვლილების ტალღის შესაჩერებლად განახლებადი ენერგიის პროექტის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
მზის ენერგია ერთერთია იმ გადაწყვეტებიდან, რომლითაც შესაძლებელია, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების პრევენცია. ჰაერში CO2-ის ემისიის შემცირებითა და ნაკლები დამაბინძურებლების გამოთავისუფლებით, თითოეულ ჩვენგანს კლიმატის ცვლილების ტემპის შენელებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია.

მწვანე შენობა

მწვანე შენობა

მწვანე შენობების მრავალმხრივ სარგებელზე მსოფლიო მასშტაბით მზარდი ტენდენცია შეინიშნება.
მწვანე შენობები თავიანთი დანიშნულებით, ეფექტურ საშუალებას წარმოადგენენ გლობალური ამოცანების გადაჭრის თვალსაზრისით, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მდგრადი და პროგრესული საზოგადოების ფორმირება, ეკონომიკური ზრდის პროგრესი.
ამ სარგებელთა ხაზგასმა და მათი ნამდვილობის შესახებ ფაქტების ფასილიტაცია არის ის, რასაც ჩვენ როგორც ორგანიზაცია ვაკეთებთ.
მწვანე შენობის ბენეფიტები სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: გარემოს, ეკონომიკის და სოციალური. ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტები და სტატისტიკა ნათლად წარმოაჩენს ამ კატეგორიებში გაერთიანებულ სარგებლებს.
გარემოს დაცვითი კატეგორია
მწვანე შენობებს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი კლიმატის და ბუნებრივი გარემოსთვის მოაქვთ. ასეთი ნაგებობები წყლის, ენერგიის ან ბუნებრივი რესურსების ნაკლები მოხმარებით არამხოლოდ ამცირებენ ან აღმოფხვრიან უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი ენერგიის გამომუშავებითა და ბიომრავალფეროვნების გაზრდით თავად ახდენენ დადებით გავლენს გარემოზე (შენობის ან ქალაქის მასშტაბით)
გლობალურ დონეზე:
სხვა დიდ სექტორებთან შედარებით სამშენებლო სფეროს სათბური გაზების ემისიის მნიშვნელოვნად შემცირების ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს-წყარო, UNEP, 2009
• როგორ მოიაზრება, 2050 წლისთვის CO2 (GtCO2)-ს ემისიების შემცირების პოტენციალი 84 გიგატონა იქნება, ისეთი პირდაპირი ღონისძიებებისგან როგორიცაა ენერგოეფექტიანი მშენებლობა, საწვავის ცვლილება და განახლებადი ენერგიის გამოყენება- წყარო, UNEP, 2016.
• სამშენებლო სექტორს ცალსახად გააჩნია პოეტენციალი 2050 წლისთვის ენერგიის 50% ან მეტი დაზოგოს, რითაც გლობალური ტემპერატურის 2°C-ით მატებას შეაფერხებს (პრე-ინდუსტრიულ დონეზე მაღლა) -წყარო, UNEP, 2016.
შენობა-ნაგებობის დონეზე:
• ავსტრალიაში, მწვანე ვარსკვლავის სერთიფიკატის მქონე მწვანე შენობები 62% -ით ნაკლებ სათბურის გაზების ემისისას ახდენენ ვიდრე საშუალო ავსტრალიური ნაგებობა, ასევე ნაჩვენებია, რომ მწვანე ნაგებობები 51%-ით ნაკლებ სასმელ წყალს მოიხმარენ ვიდრე მინიმალური ინდუსტრიული მოთხოვნების მიხედვით აშენებული შენობები.
• ინდოეთის მწვანე შენობის საბჭოს (IGBC) მიერ სერთიფიცირებული მწვანე შენობების მიერ ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელი სხვა შენობა-ნაგებობებთან შედარებით 40-50%-ია, წყლის კი 20-30%.
• სამხრეთ აფრიაკაში, მწვანე ვარსკვლავის სერთიფიკატის მქონე მწვანე შენობები ინდუსტრიულ ნორმასთან შედარებით, ყოველწლიურად, საშუალოდ 30-40 % ენერგიას და ნახშირბადის ემისისას ზოგავენ, ასევე 20-30% -ით იზოგება სასმელი წყალი.
• მწვანე შენობები, რომელთაც მიღებული აქვთ LEED- სერთიფიცირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, 25 პროცენტით ნაკლები ენერგიასა და 11 პროცენტით ნაკლებ წყალს მოიხმარენ, ვიდრე არა-მწვანე სტატუსის მქონე შენობები.
ეკონომიკურ დონეზე
მწვანე შენობები არაერთ ეკონომიკურ თუ ფინანსურ ბენეფიტებს იძლევიან. რაც მოიცავს მაცხოვრებელთა კომუნალური და საექსპლუატაციო დანახარჯების დაზოგვას (ენერგიისა და წყლის ეფექტურობის ხარჯზე), ნაკლებ სამშენებლო ხარჯებსა და კერძო საკუთრების მაღალ ღირებულებას სამშენებლო დეველოპერებისათვის, შენობის დაკავების გაზრდილ მაჩვენებელს ან ოპერირების ხარჯებს შენობის მესაკუთრეებისათვის. სამუშაო ადგილების შექმნას. ბენეფიტებზე საუბრისიას, აღსანიშნავია, WorldGBC- ის 2013 წლის ნოვატორული ანგარიში ,,მწვანე შენობის ბიზნეს-ქეისი’’ რომლის გამოქვეყნების შემდგომ, ჩვენ მკაფიოდ დავინახეთ მჭიდრო კავშირი მწვანე შენობებსა და მათთან დაკავშირებულ ეკონომიკურ ბენფიტებს შორის.
გლობალურ დონეზე
• ენერგო-ეფექტურობის კუთხით გლობალურმა ღონისძიებებმა შესაძლოა, ენერგიის ხარჯვის მიმართულებით 280-დან 410-მდე ბილიონი ევროს დანაზოგი შექმნას. (აშშ-ს წლიური ელექტროენერგიის მოხმარების გაორმაგებული მაჩვენებლის ექვივალენტიც კი იყოს) ევროკომისია,2015 European Commission, 2015.
ქვეყნის დონეზე

• 2014 წელს, კანადის მწვანე მშენებლობის ინდუსტრიამ 23.45 ბილიონი დოლარის ოდენობის მშპ და დაახლოებით 300.000 სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილი შექმნა. წყარო, Canada Green Building Council / The Delphi Group, 2016.
• US Green Building Council / Booz Allen Hamilton, 2015- ის მიერ ნავარაუდებია, რომ მწვანე მშენებლობის სფერო 2018 წლისთვის, 3.3 მილიონზ მეტ სამუშაო ადგილს შექმნის აშშ-ში.
შენობის დონეზე:
• შენობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, ახლადაშენებულია თუ შერემონტებული, მწვანე შენობების აქტივების ღირებულება 7 პროცენტით მზარდია, ვიდრე ტრადიციული შენობა-ნაგებობების.წყარო, Dodge Data & Analytics, 2016
სოციალურ დონეზე
მწვანე შენობის სარგებლები ეკონომიკასა და გარემოს სფეროების სცდება და როგორც ნაჩვენებია, პოზიტიური სოციალური გავლენების მომტანია. ამ ბენეფიტებიდან ბევრი, სწორედ ადამიანთა ჯანმრთელობასა და კეთიდღეობას ეხება, იმ ადამიანების, რომლებიც მწვანე ოფისებსა თუ საცხოვრებელ სივრცეებში ატარებენ დროს.
• იმ თანამშრომელთა კოგნიტურ მაჩვენებელში (ტვინის ფუქციებში) რომლებიც კარგად ვენტირიელბულ ოფისებში მუშაობენ 101 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება-Harvard T.H. Chan School of Public Health / Syracuse University Center of Excellence / SUNY Upstate Medical School, 2015.
• ადამიანებს, რომელთაც ფანჯრებიანი სამუშაო სივრცე აქვთ ღამეში 46 წუთით მეტი სძინავთ.- American Academy of Sleep Medicine, 2013.
• Park and Yoon, 2011 წლის კვლევის მიხედვით, შიდა სივრცეში კარგი ხარისხის ჰაერი (CO2-დაბალი კონცენტრაცია, ასევე დამაბინძურებლების სიმცირე და მაღალი ვენტილაცია) ადამიანის ყოველდღიურ აქტიურობაში გაუმჯობესებას 8 პროცენტამდე განაპირობებს.
ჩვენი Better Places for People (უკეთესი ადგილები ადამიანებისთვის) პროექტის მიზანია, შექმნას შენობები, რომელიც არამხოლოდ გარემოსთვისაა სიკეთის მომტანი, არამედ ადამიანების უფრო ჯანსაღ, ბედნიერ და პროდუქტიულ ცხოვრებაში შეაქვს წვლილი.
WorldGBC და სამხრეთ აფრიკის მწვანე მშენებლობის საბჭომ ერთობლივი პროექტი დააფუძნეს ( joint project ) ჩარჩოს შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს კომპლექსურ სოციო-ეკონომიკურ საკითხთა ინტეგრირებას მსოფლიში არსებული მწვანე შენობის საბჭოების სარეიტინგო სისტემაში.

ეკო-მეგობრული ნაგებობა: მწვანე შენობის 8 უპირატესობა

ეკო-მეგობრული ნაგებობა: მწვანე შენობის 8 უპირატესობა

გამოქვეყნებულია 2016 წლის 26 თებერვალს,

ეკო-მეგობრული კონსტრუქცია მოიცავს რესურს-ეფექტურ და ეკოლოგიურ მასალასა და პროცესებს შენობის ,,სიცოცხლის’’ სრული ციკლის მანძილზე. მოსაზრება რომ ეკო-მეგობრული შენობა ხარჯიანია დიდი ხნის წინ გაბათილდა და მწვანე შენობამ არაერთი უპირატესობის გამო პოპულარობაც მოიპოვა. გთავაზობთ 8 მიზეზს , თუ რატომ არ უნდა თქვათ უარი ეკო-მეგობრული კონსტრუქციების კომპანიებთან თანამშრომლობაზე მშენებლობის პროცესში.
1.მოვლა-პატრონობის და ექსპლუატაციის დაბალი ხარჯები
მწვანე შენობა უნიკალურ სამშენებლო თვისებებს გულისხმობს, რაც რესურსების ეფექტიანი მართვის გარანტიას იძლევა, როგორიცაა წყალი და ენერგია. მაგალითად, ამოცანაზე ორიენტირებული განათებისა და უხვი დღის შუქის გამოყენებით, მწვანე შენობა მნიშვნელოვანწილად ამცირებს გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობას განათების სისტემებში. ეს მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს წყლისა და ენერგიის გადასახადების მესამედი დაზოგონ. იმის გათვალისიწნებით, რომ ექსპლუატაციის და შენახვის ხარჯები შესაძლოა შენობის სასიცოცხლო დანახარჯების 80% შეადგენდეს, ამგვარი ხარჯების შემცირება საგულისხმოდ ზრდის შენობის მეპატრონეთა შემოსავალს, ვინც საკუთარი შენობების გაქირავებით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე შენობის მშენებლობა ოდნავ ძვირი ჯდება, შემცირებული საექსპლუატაციო და შენახვის ხარჯები ეკო-მეგობრული შენობებს ფინანსური კუთხით, გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით მიმზიდველ ვარიანტად აქცევს.

2.ენერგო-ეფექტიანობა
მწვანე შენობების არქიტექტორები მაქსიმალურად ცდილობენ შეამცირონ დამოკიდებულება არაგანახლებადი ენერგიის წყაროებზე, როგორიცაა მაგალითად ნახშირი. ამის საპირისპიროდ, ისინი ამონტაჟებენ მზის პანელებს, მზიდან მომავალი ენერგიის გამოსაყენებლად, ქმნიან ფანჯრების იმგვარ დიზაინს, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და შესაბამისად, ამცირებს ხელოვნური სინათლის გამოყენების საჭიროებას. ამგვარი და სხვა მეთოდების უტილიზაციის შედეგად, შენობებში ენერგიის ეფექტიანი გზებით გამოყენება ხდება. ენერგოეფექტურობა საგულისხმოა არამხოლოდ ასეთი შენობების მომხმარებლებისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის, რადგან არა-განახლებადი ენერგიის წყაროები ძვირია და ასევე გარემოს მნიშვნელოვან დაბინძურებას იწვევს.

3.შიდა გარემოს ხარისხის გაუმჯობესება
შიდა გარემოს ხარისხის დამოკიდებულია შენობის შიდა პირობებზე და მათ გავლენაზე შენობით მოსარგებლეებზე.ეს პირობები მოიცავს, განათებას, ერგონომიულ ფაქტორებს, თერმულ პირობებს და ჰაერის ხარისხს. კარგი შიდა გარემო პირობები პასუხისმგებელია მაცხორებელთა ჯანმრთელობაზე, კარგი პირობები ამცირებს სტრესს და აუმჯობებსებს ადამიანთა ცხოვრების ხარისხსს. მწვანე შენობებში კარგი გარემო პირობები მიღწეულია ფუნქციური ფანჯრების დამონტაჟებით, რომელიც მაქსიმალურად ატარებს მზის სხივებს, ჯანსაღი შიდა გარემოს შექმნისთვის ერთრთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე იმგვარი მასალისგან დამზადებული ნივთების გამოყენების შემცირება, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ელემენტს გამოყოფენ.

4.წყლის ეფექტიანობა
წყლის ეფექტიანი გამოყენება გულისხმობს, წყლის დაზოგვას, რაც განაპირობებს დღეს და სამომავლოდ სუფთა წყლის მარაგების არსებობას. მწვანე შენობა ეყრდნობა წყლის ალტერნატიული წყაროს , ისეთის როგორიცაა წვიმის წყლის გამოყენებას. ასეთ შემთხვავში წყლის დანაკარგის შემცირება შესაძლოა მოხდეს, ეფექტური სანტექნიკის მოწყობილობის დამონტაჟებით, რომელიც ამცირებს წნეხს საერთო წყლის რესურსებზე , წყლის გამწმენდი და გადამუშვებადი სისტემების საშუალებით.

5.უკეთესი ჯანმრთელობა

ადამიანები, რომლებიც მწვანე შენობებში ცხოვრობენ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი ბენეფიტებით სარგებლობენ, ეს კი განპირობებულია ასეთი შენობების მშენებლობისას გამოყენებლი უსაფრთხო მასალებით. მაგალითად, ეკო-მეგობრული სამშენებლო კომპანიები თავს არიდებენ პლასტიკის პროდუცქციის გამოყენებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ტოქსინების გამომყოფია. ისეთი ტოქსიკური ნივთიერებები, როგორიცაა კანცეროგენები არამხოლოდ სუნთქვის გართულებებს იწვევენ არამედ სიმსივნური დაავადებების წარმოქმნის რისკსაც ზრდიან.

6.მატერიალური ეფექტიანობა

მატერიალური ეფექტიანობა გულისხმობს ფიზიკური პროცესებისა და მასალის იმგვარ გამოყენებას, როდესაც რესურსების მინიმალური დანახარჯი უარყოფითად არ აისახება შედეგის ხარისხზე. ამასთან, პროცესის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი მინიმალური უნდა იყოს. მატერიალური ეფექტიანობის მისაღწევად მწვანე მშენებლობის კომპანიები ამჯობინებენ დროში გამძლე, გადამუშვებად და ხელახალი მოხმარების მასალების გამოყენებას სამუშაო პროცესში. შენობის იმგვარ პროექტირებას, რაც შესაძლებელს გახდის სამშენებლო მასალის, წყლის, ნედლეულის და ენერგიის ნაკლებ მოხმარებას.

7.უკეთესი გარემო
გარემოს დამაბინძურებელი ენერგიის წყაროების გამოყენების შემცირებით, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ნახშირი, მწვანე შენობებს სუფთა გარემოს შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეაქვთ. ამას გარდა, ატმოსფეროში ნახშირბადის გამოფრქვევის შემცირებით, ეკო-მეგობრული შენობები კლიმატის ცვლილების ტემპების შენელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

8.ადგილობრივ რესურსებზე წნეხის შემცირება
პლანეტის მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ადგილობრივი საერთო რესურსები როგორიცაა, წყალი და ენერგია საყურადღებო წნეხის ქვეშ ექცევა. წყლისა და ენერგო ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული ტექნოლოგიებისა და პროცესების მეშვეობით მწვანე შენობებს შეუძლიათ ამ წნეხის შემცირება.

დაიწყე ეკო-მეგობრული პროექტის მშენებლობა დღეს!
მწვანე შენობის ბენეფიტების გაანალიზების შედეგად, ნათელია რომ ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილება გარემოსა და რესურსებზე დამღუპველი ზეგავლენის მოხდენის გარეშეც შესაძლებელია. ეკო-მეგობრული შენობები ემყარება უნიკალურ კონსტრუქციულ ტექნოლოგიებს, რაც ქმნის იმის გარანტიას, რომ მშენებლობისას ეფექტიანად და პასუხსიმგებლობით გამოყენებული რესურსები არ ნიშნავს მომხმარებლის კომფორტისა და ჯანრთელობის კომპრომისს. თუ გეგმავთ ნებისმიერი სახის შენობის აშენებას, დაუკავშირდით Nationwide-ს და გახდით მწვანე! აღმოაჩენთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენ დაზოგავთ თანხას, ისიამოვნებთ უკეთესი მომავლით და ხელს შეუწყობთ გარემოს კონსერვაციას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop