მდგრადი ბიზნესის ფესტივალი “ბაზალეთი 2025”

📆 13 ივლისი, 2025 | 15:00-დან 20:00 საათამდე

ღონისძიების დღის წესრიგი

14:30 – 15:00 | რეგისტრაცია და მიღება ყავაზე

– სიდრის დეგუსტაცია

– თემატური ფოტო ზონა და სპონსორთა ბანერები

16:00 – 16:15 | მისასალმებელი სიტყვები

წამყვანი: ზაალ ხელაძე

16:15 – 17:30 | პანელური დისკუსიები

  1. „მდგარდი სტანდარტი – მიღწევები და გამოწვევები“
  2. „საზოგადოებისა და კერძო სექტორის როლი მწვანე გარდაქმნაში“

17:30 – 18:30 | დაჯილდოების ცერემონია (ჟურნალისტები)

– ჟიური: გოგა ჩანადირი, გიორგი ბაქრაძე, ნათია ნადირაშვილი, ნათია ხაბეიშვილი,   მერაბ მეტრეველი

18:30 – 20:00 | ექსპრომტ- კონკურსი და ვიქტორინა

მუსიკა

ეკო-ვიქტორინა და პრიზები

ტორტის საზეიმო გაჭრა

🍵 დამატებითი აქტივობები

– შუშხუნა სიდრი ბროცკი – დეგუსტაცია

– ჩაის ცერემონია ჩაის სერტიფიცირებული ოსტატისგან

– ფოტო ზონა და გარემოსდაცვითი ფილმების ჩვენება

📬 RSVP და კონტაქტი   ტელ: 577 477 037 

📧 info@escos.ge
🌐 https://escos.ge/?lang=ka-ge
სიდრის კლუბი, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ

ორგანიზატორი: ESCO-S

თანაორგანიზატორები და სპონსორები: კომპანია „დიო“, სასტუმრო „განთიადი“, ორგანიზაცია „ელკანა“,  არაგადამდებ დაავადებათა კონტროლის ალიანსი . კომპანია პე ეს პე.

ღონისძიების აღწერა:

13 ივლისს, ბაზალეთის ტბის სანაპიროზე, მწვანე ინჟინერიის ცენტრში გაიმართება „მდგრადი ბიზნესის ფესტივალი 2025“, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, მედიას, სამოქალაქო სექტორსა და განათლების სფეროებს .

ფესტივალის ფარგლებში,    მდგრადი განვითარების იდეის გარშემო გაიმართება კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებლიანი ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია, პანელური დისკუსიები მწვანე ტრანსფორმაციის შესახებ და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ინიციატივების პრეზენტაცია.

ფესტივალის მიზანია აჩვენოს, რომ მდგრადი ბიზნესი არამხოლოდ სოციალური სიკეთეა საზოგადოებისთვის, ის, ასევე წარმატებული, კომერციულად მომგებიანი ბიზნესმოდელია.

ფესტივალის მიზანია  ასევე მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური ხედვის გაძლიერება და მწვანე ინოვაციების პოპულარიზაცია. ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას, სადაც კერძო სექტორი, მედია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება საერთო მიზნისთვის — ეკომეგობრული და კონკურენტუნარიანი საქართველოს შექმნისთვის.

დაჯილდოების ცერემონია:

კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის კონკურსი უკვე მესამედ ტარდება. 2025 წლის თემატიკა ყურადღებას ამახვილებს ტყის რესურსებზე ზეწოლის შემცირებაზე, ბიოინჟინერიასა და ეკოსისტემების დაცვის მეთოდებზე. წელს გამოვლინდებიან საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორები, რომელთა პუბლიკაციებმა და სიუჟეტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.

პანელური დისკუსიები:

მისასალმებელი სიტყვა – პანელური დისკუსიების გახსნა
მდგრადი ბიზნესის ფესტივალი, ბაზალეთი 2025

(პანელის სტრუქტურა)

ზაალ ხელაძე :     დღეს   ჩვენ, აქ დამსწრეებს, გვაქვს ერთი მიზანი — გავაძლიეროთ მდგრადი მომავალი!
მოხარული ვარ, რომ ერთად ვაფუძნებთ „მდგრადი ბიზნესის ფესტივალს“ — პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, მედიას, საზოგადოებასა და განათლებას, რათა ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის მწვანე გარდაქმნა.

ამავდროულად, ვაჯილდოებთ იმ ჟურნალისტებს, ვინც თავიანთი ნამუშევრებით ხელი შეუწყვეს გარემოს დაცვის თემების გაძლიერებას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.
ჩვენი კონკურსი „კლიმატისთვის მედიის მხარდაჭერით“
 პირველად 2023 წელს შედგა და დღეს უკვე მყარად დამკვიდრდა როგორც ინიციატივა, რომელიც ახალისებს მედიას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ენერგოეფექტურობა, ტყის დაცვა, ბიომასის გამოყენება, გარემოს რისკების მართვა და კლიმატის გავლენა ჯანმრთელობაზე.

 

თქვენი მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსური არ არის — ეს რეალური თანამოაზრეობა და საერთო პასუხისმგებლობაა.

 

კონკურსის ისტორია აქ არ  სრულდება — იწყება კონკურსის ახალი ეტაპი.
2025 წელს ვაანონსებთ
ინდუსტრიებისათვის მწვანე რეიტინგის მინიჭების სისტემის დაფუძნებას: ამ მიზნით ჩატარდება ტრენინგები, საინფორმაციო ტური, პრაქტიკული სესიები სასტუმროებისთვის,  ფერმებისთვის, კლინიკებისთვის და სკოლებისთვის — რათა თითოეულმა სექტორმა წვლილი შეიტანოს მდგრად გარემოში.

დღეს, ასევე, ვატარებთ  პანელური დისკუსიებ — გავუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, იდეებს და ვაპირებთ არა მხოლოდ საუბარს, არამედ რეალურ ცვლილებებს.

 

პანელის სტრუქტურა

პანელი 1: მდგრადი ბიზნესის სტანდარტები – მიღწევები და გამოწვევები

პანელი ეძღვნება ინოვაციური მწვანე ბიზნესების გამოცდილების გაზიარებას. განხილული იქნება წარმატების გზები, გამოწვევები, სამომავლო გეგმები და მდგრადი პოლიტიკის პრაქტიკული დანერგვის მეთოდები. თითოეულ პანელისტს ეძლევა შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი ხედვა და გამოცდილება.

1.1 ირმა დაუშვილი – კომპანია „დიო“; ლიდერი მეწარმე ქალი

ირმა დაუშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული ქალი მეწარმე, რომლის საქმიანობაც აერთიანებს ინოვაციურ მწვანე ტექნოლოგიებს, ეკოტურიზმსა და ბალნეოთერაპიულ მიმართულებას; კომპანია „დიოს“  და  დავით ვაშაზის ფიტობალნეოთერაპიის ცენტრის დამფუძნებელი და მწვანე ბიზნესის დამკვიდრების ერთგული მხარდამჭერი. იგი მეორედ არის მწვანე მედიის კონკურსის სპონსორი და აქტიურად ჩაერთო ფესტივალის სოციალური კომპონენტის – ენერგოეფექტური ღუმელების გადაცემის მხარდამჭერ კამპანიაში. მისი თანადგომა ფესტივალს სძენს მტკიცე სოციალურ და ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებულ მდგენელს.

 

1.2 დიანა ჩომახაშვილი მთის კურორტი „განთიადი“-ს თანადამფუძნებელი

დიანა ჩომახაშვილი არის სასტუმრო „განთიადის“ გენერალური მენეჯერი და ეკო-ტურიზმის განვითარების ერთგული ლიდერი, ცემის უნიკალურ ჰავაზე დაფუძნებულ კურორტზე. მთიან რეგიონში, ქალბატონი დიანა ქმნის ეკო-ტურისტულ სივრცეს მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებით; ოჯახთან ერთად ავითარებს ეკოლოგიური ცნობიერების კულტურას, რაც მის საქმიანობას სოციალურ მისიას ანიჭებს. 2025 წელს ის გახდა კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტიკის კონკურსის სპონსორი და მხარს უჭერს მედიის როლს მწვანე ტრანსფორმაციაში. მისი გამოცდილება და ღირებულებები კონკურსის იდეალებს სრულად ეხმიანება.

 

1.3 ნიკოლოზ მესხიშვილი – საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

ანოტაცია: განათლების ექსპერტი და პროფესიული სწავლების მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. იგი აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარების ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს აგრო-სექტორში დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მისი ძალისხმევით და ასოციაციის მხარდაჭერით მომზადდა 10 საგანმანათლებლო ვიდეოფილმი, რომლებიც ფარავს მწვანე სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის დიგიტალიზაციის საკითხებს, რაც წარმოადგენს ინოვაციურ ნაბიჯს აგრო-საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაში.

ნიკოლოზი მტკიცედ აღიარებს ინერ-სექტორულ პარტნიორობაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მნიშვნელობას და სისტემატურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა ხელი შეუწყოს სოფლის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას მდგრადი და თანამედროვე მიდგომებით. მისი საქმიანობა არის ხიდი სოფლის განვითარების პოლიტიკასა და პრაქტიკულ, ხელშესახებ ცვლილებებს შორის

 

1.4 ალექსანდრე ჯაშიაშვილი – გარემოსდაცვითი დაკრედიტების ხელმძღვანელი, პროკრედიტ ბანკი

ალექსანდრე ჯაშიაშვილი წარმოადგენს „პროკრედიტ ბანკის“ გარემოსდაცვითი მიმართულების ხელმძღვანელს და მისი საქმიანობა ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოში მწვანე ფინანსების განვითარებას. ის არის პირველი ეკობანკის მწვანე სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომლის მიზანია გარემოზე ზემოქმედების შემცირება და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვა როგორც შიდა მენეჯმენტში, ისე დაკრედიტების პოლიტიკაში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალმილიონიანი ეკოსესხების პროგრამები, მხარდაჭერილია განახლებადი ენერგიის პროექტები, ენერგოდამზოგავი ინვესტიციები და მწვანე ბიზნესები. ალექსანდრე ასევე აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ გარემოსდაცვით მოძრაობებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის „Let’s Do It Georgia“-სთან, რის ფარგლებშიც ბანკმა არაერთი მასშტაბური ეკოაქცია განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ბანკი უკვე მეორე წელია ხელს უწყობს მწვანე ჟურნალისტიკის მხარდაჭერას და კონკურსის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია.

 

 

პანელი 2: გარემოსდაცვითი ცნობიერება და კერძო-საზოგადოებრივი თანამშრომლობა

პანელის მიზანია განხილოს, როგორ შეიძლება სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობით მოხდეს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების გატარება.

 

2.1 გიორგი მარგველაშვილი – ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი

 

გიორგი მარგველაშვილი — ფილოსოფიის დოქტორი, პოლიტიკური მოღვაწე და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი (2013–2018), ცნობილია როგორც განათლებაზე, დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ორიენტირებული ლიდერი. ის ფილოსოფიის დოქტორია, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU, პრაღა), სადაც სოციოლოგიის მიმართულებით დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო.

პრეზიდენტად არჩევამდე იყო განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესიული განათლების განვითარებაში. მისი საქმიანობა განსაკუთრებით აღსანიშნავია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, მდგრადი განვითარების იდეების მხარდაჭერისა და კლიმატის ცვლილებებისადმი პასუხისმგებლიანი პოლიტიკის წახალისების მიმართულებით.

 

 

2.2 თამაზ დონდუა – ასოციაცია „ელკანა“

თამაზ დუნდუა წარმოადგენს ბიოლოგიური მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერს, რომელიც უკვე წლებია ეწევა მდგრადი სოფლის მეურნეობის, აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და ორგანული ფერმერობის აქტიურ პოპულარიზაციას. მისი ხელმძღვანელობით “ელკანამ” იქცა საქართველოში მწვანე ფერმერული მიდგომების ერთ-ერთ მძლავრ პლატფორმად, რომელიც აერთიანებს ასობით ადგილობრივ მეურნეობას და ხელს უწყობს როგორც აგრარულ ცოდნის გაზრდას, ისე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გავრცელებას.

ბატონი თამაზი, განსაკუთრებული ენთუზიაზმით მუშაობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, მონაწილეობს პროფესიულ და საგანმანათლებლო პროგრამებში, პოპულარიზაციას უწევს ეკომეგობრულ ფერმერულ პრაქტიკებს და აქტიურად იბრძვის, რომ ორგანული სოფლის მეურნეობა იქცეს არა მხოლოდ ნიშურ, არამედ სისტემურ მიმართულებად ქართულ აგროსექტორში.

მისი მიზანია შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ფერმერი არ არის მხოლოდ მეწარმე, არამედ ეკოსისტემის დამცველი, რომელიც ზრუნავს მიწის, წყლისა და თაობების მომავლის უსაფრთხოებაზე.

 

 

2.3 გიორგი ბახტურიძე – არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი

ბიოლოგი, ეკოლოგი, ექიმი-ლაბორანტი და იურისტი. სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და პოლიტიკაში ბერგენის უნივერსიტეტში (ნორვეგია) მიიღო. მისი 25-წლიანი პროფესიული გზა მოიცავს დაავადებათა პრევენციის, ეკოლოგიური ჯანმრთელობის და ჯანსაღი გარემოს დაცვის სფეროებს როგორც საქართველოში, ისე რეგიონულ დონეზე.

ის მუდმივად აერთიანებს სამედიცინო, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით ცოდნას იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში გააძლიეროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების აღქმა და შეაფასოს მისი გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ბახტურიძე არის კლიმატისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კავშირის აქტიური კომუნიკატორი და ინიციატივების მხარდამჭერი — მონაწილეობს მწვანე პოლიტიკის და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების პროექტებში, ხელს უწყობს ჯანმრთელობის ხელშეწყობას გარემოზე ზრუნვის კუთხით.

დღეს ის წარმოადგენს იმ პროფესიონალთა თაობას, რომლებიც თვლიან, რომ გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების ერთიანი ხედვით გადაწყვეტა არის მდგრადი მომავლის მთავარი გზა

 

2.4 მარიკა ვაჭარაძე – ჟურნალისტი, იმერეთის რეგიონიდან

კონკურსანტი, რომელიც ცნობილია როგორც ენერგოეფექტურობის თემატიკის ერთ-ერთი მთავარი პოპულარიზატორი რეგიონულ მედიაში. მისი საქმიანობა არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მწვანე ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიური ცხოვრების წესის საკითხებს, ასევე ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ნარატივების გაღრმავებას. მარიკა გამორჩეულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თემების მედიაში გააზრებული და პასუხისმგებლიანი გაშუქებით, რაც მას აქცევს მნიშვნელოვან პარტნიორად მდგრადი მომავლის კომუნიკაციაში.

 

ჟიური:

  გოგა ჩანადირი – ფოტოდოკუმენტალისტი, ფოტოხელოვანი, აკადემიური ტუროპერატორი.

მერაბ მეტრეველი – ჟურნალისტი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი

ნათია ხაბეიშვილი – PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მოწვეული ლექტორი

გიორგი ბაქრაძე – მეცნიერ-ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

ნათია ნადირაშვილი – მარკეტოლოგი, ბრენდმენეჯერი, ჩაის ოსტატი

 

საკონკურსე მასალები:

  1. https://www.ambebi.ge/article/324387-zgvis-done-metr-naxevrit-aicevs-shedegebi-shav-zgv/

  https://www.ambebi.ge/article/324069-aman-sheizleba-axali-tipis-pandemias-daudos-satave/

  1. https://palitranews.ge/video/256870-pito-balneoterapiis-centris-dampuzneblis-davit-vashazis-carmatebis-gza-da-biznes-portreti/
  2. https://www.facebook.com/watch/?v=662477262822935&rdid=GiMrsfK07GFvQ3By
  3. https://www.facebook.com/Palitranewseconomics/videos/1598073067515353
  4. https://www.facebook.com/Koveldge/videos/1308800833742313
  5. https://radiopalitra.ge/video/1321-ra-gavlenas-axdens-klimatis-cvlileba-adamianis-janmrtelobaze-mcvane-zonis-stumaria-giorgi-baxturize/

https://www.facebook.com/radio.palitra/videos/959643929492670

  1. https://bm.ge/news/mtsvane-inzhineriis-tsentri-da-ambavi-profesiul-stsavlebaze
  2. https://firstnews.ge/index.php/2018-07-19-18-59-49/2018-07-19-19-15-51/sazogadoeba/item/25150-2025-03-25-18-15-28
  3. https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/649730751251257

https://www.tiktok.com/@megatv.ge/video/7487988644750314759

https://megatv.ge/%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%9c%e1%83%90/

  1. https://megatv.ge/%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%90/
  2. https://www.psnews.ge/?m=68&news_id=63503
  3. https://firstnews.ge/index.php/2018-07-19-18-59-49/2018-07-19-19-15-51/sazogadoeba/item/25290-2025-04-10-18-06-45
  1. https://sarkenews.ge/2025/04/srogor-movamzadoth-organizmi-klimaturi-tsvlilebebisathvis/

 

კონკურსგარეშე მასალა:

ესკო-ესი სტუმრად ტვ “ფორმულაზე”

  • მწვანე ინჟინერიის ცენტრის გაზრდილი შესაძლებლობები
  • მომავლის პროფესიები
  • განახლებად ენერგიის წყაროებზე მომუშავე პროფესიონალები

ესკო-ესი სტუმრად ფორმულაზე

“ესკო-ესი” სტუმრად პალიტრაზე

ბიომასის ბოილერები, განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ღუმელები, მზის ფოტოელექტრული სისტემები, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება-გადამზადება და სხვა თემებით

სოციალური პროექტი დაიცავი გარემო და ადამიანები

კომპანია ესკო ესის ESCO-s საქართველოს ბიომასის ასოციაციის,კომპანიების ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკა, გაეროს განვითარების სააგენto UNDP, არასამთავრობო ორგანიზაცია სენნ, სტომატოლოგიური კლინიკა ოროგრაფი, შპს  დიო, დეამედი, პსპ,   დონაცია ნათლად   ასახავს იმას, თუ როგორ შეუძლია კორპორატიულ პასუხისმგებლობას მდგრად ეკონომიკაზე გადასვლა.

ამ  კომპანიების  ერთგულება გარემოსდაცვითი მთლიანობისა და გამჭვირვალე პრაქტიკისადმი არა მხოლოდ დადებითად მოქმედებს საზოგადოების აღქმაზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების ღრმა შეფასებას მდგრადობის ინიციატივების მიმართ. რადგან მწვანე ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას.

ეს ალეანსი აფინანსებს მოძრაობას   „სითბო ყველას დაიცავი გარემო და ადამიანები“ რომლის ფარგლებშიც შეგროვდა თანხა. რომლითაც 92 სოციალურად დაუცველ ოჯახს დუშეთის და ბორჯომის მუნიციპალიტეტში გადაეცა ევროპული სტანტდარტის ენერგოეფექტიანი ღუმელები.  ეს უზრუნველყოფს ტყეზე ზეწოლის შემცირებას და ხელს შეუწყობს 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად ბორჯომში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის კორომების რეაბილიტაციის პროცესს. ამავდროულად  დუშეთის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის საზღვრისპირა თემებში სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას  ტყეზე ზეწოლის შემცირებასთან ერთად

თანამშრომლობა საერთაშორისო დონორებთან

კომპანია ესკო ესი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანოზაციებთან როგორებიცაა: USAID, GEF UNDP, GIZ, SIDA და სხვა თანამშრომლობის პაკეტი მოიცავს და არ შემოიფარგლება:

  • კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა
  • სიღარიბესთან ბრძოლა რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანებულ საქართველოს კონფლიქტისპირა რეგიონებში.
  • ინკლუზუიური განათლება და გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდა
  • ტყეზე ნეგატიური გავლენის შემცირება
  • განახლებადი ენერგოუტილიზატორების ხელშეწყობა საქართველოს მაღალმთიან და სემიარიდულ ზონებში
  • პროფესიული უნარ-ჩევების განვითარება და პროფესიული სასაწავლო მოდულების იმპლემენტაცია

 

ხაზგასასმელია აქტიურობები ამერიკის საელჩოსთნ  საქართველოში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად  და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან რომელიც მოიცავდა: მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობას, მყარი ბიომასის ინოვაციური ღუმლების პროტოტიპების შექმნას და ბაზარზე მიზანშეწონილი ვარიანტების იმპლემენტაციას.  განხორციელებულ ენერგოეფექტიან ღონისძიებებს  შორის  აღსანიშვავია 2020-2023 წლებში: დუშეთის, ყაზბეგის, ქედის მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებების შენობების გათბობის სისტემების ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციის განხორციელება.

მნიშვნელოვანია იაპონიის განვითარების სააგენტოს დაკვეთით იაპონურ კომპანია აზია სარვეისთან ერთად განხორციელებული კვლევითი სამუშაოები აჭარის სატყეო სექტორის განვითარების გეგმების შედგენის მიზნით და საქართველოს ტექნოლოგიური დარაიონების რუქის შედგენა.

დონორი ორგანიზაციების თანაშრომლობით განხორციელებული პროექტების ბიუჯეტი 1,5 მილიონ ევროს აჭარბებს.

თანამშრომლობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსთან

ენერგოეფექტური ღუმელების ახალი საწარმო სოფლისმეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიხსნა.

ეს პროექტი „საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირებისათვის“ ფარგლებში ხორციეკდება. პროექტი დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

მნიშვნელოვანია, რომ აქვეა საგანმანათლებლო კომპონენტიც, კერძოდ, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით პროფესიული კუთხით დაინტერესებული პირების გადამზადება ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ GIZ-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას, დაინტერესებულ პირებს, მიეწიოდებათ თანადაფინანსების ვაჩერი 300 ლარის ოდენობით. რათა შეისყიდონ ენერგოეფექტური ღუმელები. დაახლოებით 500-მდე ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ კომპონენტით.

თანამშრომლობა საქართველოს განათლების სამინისტროს პროფესიული უნარების სააგენტოსთან

მას შემდეგ რაც   2023 წლის 24 ნოებერს, კომპანია ესკო ესს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა პროგრამის განმახორციელებლის უფლება.  „ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურეობა“ სპეციალობით.

კომპანიამ დაიწყო მჭიდრო თნაშრომლობა განათლების სამინისტროს პროფესიული უნარების სააგენტოსთან, შედეგად დაფინანსებულია სასწავლო პროცესი სამი ნაკადის სტუდენტებისთვის  (30 სტუდენტი),  დასრულებულია მომზადება/ გადამზადების პროგრამის პირველი ნაკადი. 10 ადამიანს მიენიჭა პროფრსიული მემონტაჟის კვალიფიკაცია და გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი. დასასრულს უახლოვდება  სასწავლო პროცესის მეორე ნაკადის სტუდენტებისთვის 2025 წლის მარტის თვეში იგეგმება მესამე ნაკადის სტუდენტების ჩარიცხვა.

აღსანიშნავია რომ  კურსდამთავრებულების დიდი წილი  დასაქმებულია ქვეყნის წამყვან კომპანიებში, რამოდენიმე მათგანი არის თვითდასაქმებული და წამოიწყო დამოუკიდებელი საქმიანობა მინიჭებული სპეციალობით.

შპს „ესკო-ესი“ – ამბავი პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობაზე

საქართველოს  რეგიონებში ენერგეტიკული გამოწვევების გადასაჭრელად კომპანია ესკო-ესის, ასევე    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანიის მიერ ოპერირებული ბაზალეთის სასწავლო ცენტრის  ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა სტრატეგიული პარტნიორობა  ხუთ პროფესიულ კოლეჯთან: ბათუმი – „ბლექსი“ , ახალციხე – „ოპიზარი“, თელავი – „პრესტიჟი“, ქუთაისი  და თბილისი -„სპექტრი“. თანამშრომლობა მიზნად ისახავს მდგრადი პრაქტიკის დაცვას და განახლებადი ენერგიის სისტემების განვითარების ხელშეწყობას, რომელიც მორგებულია საქართველოს მრავალფეროვანი ჰიფსომეტრიის  ლანდშაფტების სპეციფიკურ საჭიროებებზე.

ასეთ ინიციატივის განხორციელება ესკო ესისთვის  კონკრეტულ მიზანს  ისახავს. რომლის საკვანძო  ნაწილია ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო სპექტრის დანერგვა ჰიბრიდულ ენერგეტიკულ სისტემებში, რომლებიც შექმნილია მაქსიმალური ეფექტურობისა და გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციისთვის. მზის ფოტოელექტრული სისტემების და მზის თერმული სისტემების მონტაჟიდან  დაწყებული ბიომასის ქვაბების, გეოთერმული სისტემების და ენერგიის შესანახი მოწყობილობების ინტეგრირებით, წყალბადის და ენერგიის სხვა აკუმულაციის სისტემების ჩათვლით. პროექტი მოიცავს განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების ყოვლისმომცველ   Plug-and-play სისტემების (სკადა ინჟინერია) გამოყენენებას ტექნოლოგიების  დისპეჩერიზაციის მიზნით. რაც უზრუნველყოფს  ტექნიკური გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პარამეტრების   მართვას,  მონიტორინგს და ანალიტიკას .

ამ მიზნისთვის სპეციალურად შექმნილი სასწავლო გეგმები მოიცავს განახლებად ენერგოწყაროებზე ბაზირებული,  მოდულური ჰიბრიდული ენერგეტიკული სისტემების ორგანიზების ყველა ასპექტს. მათ შორის დიზაინის, ინსტალაციის და ოპერირების ონლაინ სწავლებას.

ეს საშუალებას აძლევს დარგის შესწავლის  მსურველებს მიიღონ განათლება ონლაინ რეჟიმში საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე, ტექნიკური ლინგაფონის ინოვაციური მეთოდებით. განათლების მიღება ემსახურება  სპეციალური პროფესიული განათლების პროგრამების ხელშეწყობას ორივე სქესისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. ტექნიკური ლინგაფონის სკოლა უზრუნველყოფს მსმენელთა დისკრიმინაციული კულტურული ნორმებისა და საზოგადოების პრაქტიკის განხორციელებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი შესაძლებლობები ყველა სტუდენტისთვის.

ასეთი  კოლექტიური ძალისხმევის საშუალებით,  ჩვენ ვქმნით საფუძველს უფრო ნათელი, სუფთა მომავლისთვის, რომელშიც განახლებადი ენერგიის წყაროები ცენტრალურ როლს  შეასრულებენ თემების მდგრად გაძლიერებაში.

ბიზნესი და პროფესიული სკოლები ერთად აყალიბებენ გზას ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოს დაცვისაკენ.  რაც ადასტურებს, რომ თანამშრომლობას  და ცოდნის გაცვლას შეუძლია გზა გაუხსნას ტრანსფორმაციულ ცვლილებას ყველაზე რთულ რელიეფებშიც კი.

სტუდენტები განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიის სრულყოფილად ათვისებით, ყალიბდებიან როგორც გადაწყვეტილების მიმღებები.  რაც უზრუნველყოფს მათ დეველოპმენტს. პარტნიორები მიზნად ისახავენ  გააძლიერონ ახალი თაობის გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ მდგრადი ენერგეტიკული პრაქტიკის განვითარებ მთიან და ნახევრად არიდულ რეგიონებში.

ინოვაციური მეურნეობა ბაზალეთთან “მწვანე მიზნებით“

მზის პანელები, ქარის სადგური, ნარჩენებისგან მიღებული სითბური ენერგია – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ზაალ ხელაძემ, მწვანე ინჟინერიის მიმდევარმა, ერთ სივრცეში მოუყარა თავი. ბაზალეთის ტბის სიახლოვეს დასახლებულთა მიზანია “მწვანე მიზნების” მიტანა საზოგადოებამდე, საამისოდ კადრების მომზადება და მათი დასაქმება. აქ დაამზადეს ვაშლის ნაყოფისგან მიღებული დაბალალკოჰოლური სასმელი, სიდრი, რომელიც ასევე ენერგოეფექტური გზით მიიღება. მოკლედ, თუ მთლად ტბის ძირას ოქროს აკვანი ვერა, ტბის პირას ინოვაციური საქმეებისთვის ადგილი იპოვეს. მოიხმარენ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას, რომელსაც თვითონ გამოიმუშავებენ. ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში ნარჩენების მაქსიმალურად მოხმარებაც, რაც მთავარია, ყოველივე ამას ზურგს ცოდნა უმაგრებს – ბატონი ზაალი მეცნიერია, გეოფიზიკოსი.

– 10 წლის წინ მოვედით აქ, თუმცა საცხოვრებლად სამი წლის წინ დავრჩით. ჩვენი მიზანი იყო ბუნებაში აგვეშენებინა ისეთი შენობა, დაგვეწყო ისეთი საქმე, რომელიც თვით ბუნებას ნაკლებად შეაწუხებდა, თან გვინდოდა გვეცხოვრა ჯანსაღ ადგილას ჯანსაღი ცხოვრების წესით.

– როგორც ვიცი, თბილისში გაყიდეთ სახლი და ახლა ბაზალეთის ტბის პირას ცხოვრობთ.

– თბილისში გვქონდა ქონება, სახლი, ბიზნესი. გავყიდეთ, აქ გადმოვედით და გვინდა დარჩენილი ცხოვრება აქაურობის განვითარებას მივუძღვნათ. შორს მიმავალი მიზნები გვაქვს.

– მაინცდამაინც ბაზალეთის ტბასთან რატომ გადაწყვიტეთ დასახლება?

– მიზეზი ბევრია. მთავარი ის არის, რომ ძალიან მოგვეწონა აქაური ლანდშაფტი. ჩავთვალეთ, რომ ჩვენი საქმიანობა, რომელიც გარემოს დაცვას უკავშირდება, კარგად წარიმართებოდა. გვინდოდა ბიზნესთან დაგვეკავშირებინა გარემოსდაცვითი მიზნები, დაგვენახებინა, რომ ქალაქგარეთაც შეიძლება აკეთო ბიზნესი, იქ, სადაც არ არის ხმაურიანი ქალაქი და არც ბიზნესი იქნება მოწყვეტილი ინოვაციურობასა და რეალობას.

– პრაქტიკამ რა აჩვენა, ჩანაფიქრები მოერგო გარემოს?

– ჩვენი ჩანაფიქრი ჯერ კიდევ ვითარდება და, ალბათ, დიდხანს განვითარდება. არა ვართ უკმაყოფილო, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გარემოში ვცხოვრობთ და თანამედროვე ტექნოლოგიებს ვავითარებთ. კმაყოფილი ვართ მეც, ჩემი მეუღლეც და შვილებსაც მოსწონთ. ასე რომ, ინტერესთა კონფლიქტი არა გვაქვს.

– როგორც აღნიშნეთ, მზე დედამიწის მოსახლეობისთვის სხვა სამყაროს საჩუქარია და თქვენ მზის ენერგიას, ამ საჩუქარს, აქტიურად იყენებთ.

– კი, მზის ენერგიაზე მიყვარს საუბარი და ამ აზრამდეც მივედი, რომ ის მართლაც საჩუქარია. ჩვენი ვარსკვლავი ბევრ საჩუქარს გვიგზავნის, მათ შორის, ენერგიასაც, თანაც პოზიტიურს. ჩვენც აღვიჭურვეთ ამ საჩუქრის მისაღებად, დავახვედრეთ მრავალი ხელსაწყო-დანადგარი. აქ მზის ენერგიას ბევრ რამეში ვიყენებთ. სახლიც ისე ავაგეთ, რომ შიგ მზის სხივები მაქსიმალურად შესულიყო. გვაქვს მზის კოლექტორები, რომლებითაც ვიღებთ ცხელ წყალს, გვაქვს მზის ფოტოელემენტები. გვაქვს ისეთი შენობა, რომელიც თავისი არსებობით ნაკლებად აწუხებს გარემოს, მინიმალიზებულია დანახარჯი გათბობაზე, ელექტროენერგიაზე…

– გარემოდან მიღებულ საჩუქრად კიდევ რას მიიჩნევთ, რასაც შემდგომ თქვენს სასარგებლოდ გარდაქმნით?

– მიწის სითბოს ჩვენი შენობის ტექნიკური საჭიროებისთვის ვიყენებთ, ასევე ბიომასას (ნარჩენებს) ენერგიად გარდავქმნით. ვაგროვებთ წყალს (ნებისმიერი ტიპის ნალექს) მწვანე სახურავის მეშვეობით – სპეციალური მწვანე საფარი გვაქვს, რომელიც წყალს იწოვს, შემდგომ მას ვფილტრავთ და სხვადასხვა მიზნით ვიყენებთ. ფილტრები ბუნებრივი გვაქვს. პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ.

– თქვენი ცოდნით, ფაქტობრივად, დაამტკიცეთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია…

– სასწაული არ გაგვიკეთებია, იმ ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, როგორითაც ყველა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ ნაკლებად შევაწუხოთ დედამიწა ჩვენი არსებობით, რათა მომავალ თაობას ბუნება შევუნარჩუნოთ და ბუნებამაც შეძლოს მათი ორგანული წესით გამოკვება. მეც და ჩემი მეუღლეც ბუნებისმეტყველების დარგის მეცნიერები და სპეციალისტები ვართ, უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდით, შემდგომ გეოფიზიკის ინსტიტუტში ვმუშაობდით და დისერტაციაც იქ დავიცავით. აქ ეს ცოდნა გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარა.

– სიდრიც თქვენი შექმნილი მნიშვნელოვანი პროდუქტია…

– აქ რამდენიმე საწარმოს ვამუშავებთ, მაგალითად, ვაკეთებთ სიდრის დისტილატს. სიდრს რომ ვაწარმოებთ, ამისთვის ორგანული წესით გვაქვს შენობა აგებული, რომელშიც სიდრის საცავია. ვიყენებთ პერმაკულტურის ელემენტებს. ამ პრინციპებითვეა აშენებული მარანი, ანუ იმავე მიწით, რომელიც აქ მშენებლობის დაწყების წინ ფუნდამენტიდან ამოვიდა. იმ მიწის ალიზიან ნარევში ნამჯაა გარეული.

– ამ სახით ნაწარმოები სიდრი, მგონი, პირველია საქართველოში.

– არ მსმენია, რომ ასეთი მასშტაბით სიდრი ეწარმოებინოთ, თუმცა ცდილობენ. ჩვენ სიდრთან ერთგვარი მოწიწება, სიახლოვე გვაკავშირებს. თვითონ ვაშლი ისეთი პროდუქტია, რომელთანაც ადამიანს არ შეიძლება “სიახლოვე” არ ჰქონდეს, ის ენდემურია, “ქართველი”, როგორც არაერთი წყარო ადასტურებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სიდრი ქართული, ორგანული ვაშლისგან მზადდება. ეს პროდუქტი ხომ ბევრი რამის დასაბამია. მას უკავშირდება არაერთი ისტორია (ადამის და ევასი, ვაშლისა და ნიუტონის)… გული გვწყდებოდა, რომ საქართველოში უამრავი ვაშლი გამოუყენებელი იყო.

– თავადაც ხომ გაქვთ ვაშლის ბაღი გაშენებული.

– კი, მაგრამ ეს იმხელა არა, რა რაოდენობის სიდრსაც ვაწარმოებთ. ორგანული წესით მოპოვებულ ვაშლს კერძო მებაღეებისგან ვყიდულობთ. ამის გამო ჩვენი სიდრი მრავალსახეობრივი და ორი მიმართულებისაა: ერთი ფერმენტირებულია, წვენით დაწყებული დაღვინებამდე პროდუქტი სულ წნევაგამძლე ბოთლშია. არის მეორეც – ჩამოსასხმელი სიდრი. გვაქვს ვაშლის სხვა პროდუქტებიც, მათ შორის ვაშლის ძმარი.

– რამდენ ხანში დაეუფლეთ ამ ტექნოლოგიას?

– 7-8 წლის წინ დავიწყეთ, თავიდან ყველაფერს სარდაფში პირადად ვაკეთებდი, კარგი კი გამომდიოდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამ საქმეს აკადემიური განათლება სჭირდებოდა. აკადემიურ განათლებას წიგნები მოჰყვა, უცხოეთიდან ვიწერდი, შემდგომ იყო ვიზიტი უცხოეთში და დღეს გვყავს კონსულტანტები: ფრანგი მეღვინე და ფრანგი სომელიე, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებიან. გვყავს უცხოელი შეფ-მზარეულიც, რომელიც სიდრთან ჰარმონიზებულ კერძებს ამზადებს, რადგან სტუმრებისთვის სადეგუსტაციო სივრცე გვაქვს. ყველა სიდრს შესაბამისი საკვები აქვს და ყველა საკვებს – თავისი სიდრი. ამ ყველაფერს აქ ჩვენი მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ. გვაქვს ასევე სიდრი, რომელსაც ვადუღებთ უჟანგავ რეზერვუარებში.

სიდრს ვამზადებთ არა მარტო ვაშლისგან, არამედ სხვადასხვა ხილისა თუ კენკრისგან.

– სამუშაო ადგილებიც შექმენით?

– ჩვენ ახლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაა, სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს და ისინი მყავს დასაქმებული – აქ 17 კაცი მუშაობს. ისინიც ჯერ სწავლობენ ამ ყველაფერს და მერე საქმდებიან.

– რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმავე პრინციპებით ცხოვრობდეს, როგორითაც თქვენ?

– ყველამ საკუთარ თავს უნდა დავუსახოთ ამოცანა, სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და საკუთარ თავს მოვთხოვოთ პასუხები შედეგებზე. არ უნდა შეგვეშინდეს გაბედული ნაბიჯების გადადგმის.

მწვანე ბიზნესი მისი სარგებელი და სერთიფიცირება

მწვანე ბიზნესი იზიარებს მანერებს რომლებიც მიმართულია ჩვენი პლანეტის და
ადამიანების კეთილდღეობისკენ. ის არ იყენებს უთანასწორო შრომას. ქმნის სამუშაო
ადგილებს რომელიც არის სოციალურად სამართლიანი და ეკონომიკურად მდგრადი.

მწვანე ბიზნესი ცხოვრების ჯანსაღი ხარისხის გარანტიაა. ის იყენებს უსაფრთხო
ინგრედიენტებს , იცავს ჯანმრთელი ცხოვრების წესებს პროდუქტების და სერვისებს
წარმოების დროს სხვა და სხვა ინდუსტრიებში. მაგ: ჯანმრთლი საცხოვრებელი,
მდგრადი სოფლის მეურნეობა,ხელმისაწვდომი განათლება, სუფთა ენერგია და
ენრგოეფექტურობა, სამართლიანი ვაჭრობა, ჯანსაღი ჰაერი, სუფთა წყალი და სხვა.

მწვანე ბიზნესები ამცირებენ, ხელახლა იყენებენ და გადაამუშავებენ, რესურსებს.
მნიშვნელოვანია ის რომ მწვანე ორგანიზაციები უზრუნველყოფენ აგლომერაციებში,
მცირე თემებში და სოფლებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ხშირ
შენმთხვევებში ურბანულ ერთეულებში მცხოვრები სოციუმები თვითონ ქმნიან და
ავითარებენ მწვანე ბიზნესებს გამომდინარე კონკრეტული საჭიროებებიდან. ასეთი
ბიზნესები პატივისცემას და ღირსებას ანიჭებენ თანამშრომლობას სამეზობლო
არეალებთან.

ისმის საკითხი ვინ აიდენტიფიცირებს ასეთი ტიპის ბიზნესებს და როგორ ენიჭებათ მათ
რეიტინგები?? გრეენ ამერიკა https://www.greenamerica.org/gbn/green-business-
certification/green-business-standards არის ერთ-ერთი ავტორიტეტული წამყვანი
ავთენტური სანდო ნიშანი ნამდვილი მწვანე ბიზნეს პრაქტიკისთვის. ეს დამღა აღიარებს
ბიზნესებს, რომლებიც გამოირჩევიან სოციალური და გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობით და აკმაყოფილებდნენ ან გადააჭარბეს მწვანე ბიზნესის
სტანდარტებს.

ეს სისტემა ასერტიფიცირებს ბიზნესებს, რომელნიც თავიანთ საქმიანობას იყებებენ
როგორც სოციალური ცვლილების პლატფორმას. გრინ ამერიკა სერტიფიცირებას ანიჭებს
ბიზნესებს რომლებიც:

ეს სისტემა ასერტიფიცირებს ბიზნესებს, რომელნიც თავიანთ საქმიანობას იყებებენ
როგორც სოციალური ცვლილების პლატფორმას. გრინ ამერიკა სერტიფიცირებას ანიჭებს
ბიზნესებს რომლებიც:

– აქტიურად საქმიანობენ პოზიტიური სოციალური ცვლილებისათვის
– ოპერირებენ როგორც „ღირებულებებზე დაფუძნებული“ საწარმოები სოციალური
სამართლიანობის და გარემოსდაცვითი მდგრადობის შესაბამისად
– გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით ახდენენ მასალების მოპოვებას,
გადამუშავებას, ყიდიან პროდუქციას და მართავენ თავიანთ პროცესებს და
ძირითად საშუალებებს

– არიან სოციალურად თანასწორნი, და განძრახული აქვთ სანიმუშო მუშაობა,
რითაც სარგებლობენ მომუშავეები, კლიენტები, თემები და სარგებელი მოაქვს
ასევე გარემოსათვის.
– ანგარიშვალდებულნი არიან თავიანთი სამუშაოს გამო თავიანთი სრულყოფის
თვალყურის დევნებით და ბიზნესის ყოველი დეტალის გამჭვირვალობით.

მწვანე ბიზნესები სერტიფიცირდება მწვანე ბიზნესის ზედმიწევნითი სტანდარტებით
ორმოცზე მეტ ინდუსტრიის სახეობაში. ყველა აპლიკანტმა კომპანიამ უნდა
დააკმაყოფილოს გრინ ამერიკის ზოგადი ბიზნეს სტანდარტი, და ასევე დარგობრივი
ინდუსტრიული სტანდარტი.
მწვანე მიმართულებით ყველაზე კაგადა განვითარებული სამშენებლო ინდუსტრია ამ
სფეროში არსებობენ ცალკეული მარეგისტრირებლები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ
შორის საქრთველოშიც

მწვანე შენობა

მწვანე შენობა არის შენობა, რომელიც აშენებულია უფრო მაღალი (გაუმჯობესებული)
მახასიათებლებით, ვიდრე ამას მოითხოვს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო /
ტექნიკური მოთხოვნები და დამკვეთების სამშენებლო პრაქტიკა. მწვანე შენობის
ამოცანა შემდეგია:

უზრუნველყოს გლობალურ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილება
(ნახშირორჟანგის ემისია, ოზონის შრის დაზოგვა, მოპოვებული მასალების /
ნედლეულის დაზოგვა, წყლის რესურსების დაზოგვა და ა.შ)

უზრუნველყოს ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტის
გაუმჯობესებული ხარისხი (დატბორვის რისკი, შუქით დაბინძურება, თბური კუნძულის
ეფექტი, ადგილობრივი ეკოსისტემის შენარჩუნება, ავტომანქანებით მგზავრობის
რაოდენობების შემცირება და ა შ.)

შექმნას შენობით მოსარგებლეთათვის ჯანსაღი სამუშაო და სამყოფი გარემო:
არატოქსიკური ადგილსამყოფელი, ერგონომიული ბუნებრივი და ხელოვნური განათება,
ჰაერის გაუმჯობესებური ხარისხი, აკუსტიკური გარემო (ხმაურის ჩახშობა, სათავსოებს
შორის იზოლაცია, რევერბერაცია), კომფორტული თერმული გარემო და ა. შ.

მსოფლიო გამოცდილებით, მწვანე შენობის საწყისი ღირებულება იმავე წარმადობის
ჩვეულებრივ შენობასთან შედარებით 5-10%-ით უფრო მეტია, მაგრამ შენობის
ექსპლოატაციის მთელ მანძილზე მისი მთლიანი ღირებულება (მშენებლობა+მოვლა-
პატრონობა) გაცილებით დაბალია. ეს განპირობებულია ენერგიის ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირებით, ასევე წყლისა და ნარჩენების მართვის ხარჯების დაკლებით.

გარდა პირდაპირი დანახარჯისა, მწვანე შენობის ძირითადი რესურსების დაზოგვა ან
დამატებითი მოგება მდგომარეობს მასში მიმდინარე პროცესების უფრო ხარისხიანად ან
ეფექტურად წარმართვაში: მაგალითად, მწვანე სკოლებში ბავშვების მიერ უკეთესი
აკადემიური მოსწრება, მწვანე საავადმყოფოებში – უფრო ადრეული მკურნალობა,
მწვანე სავაჭრო დაწესებულებებში – მომატებული გაყიდვები და ა შ.

ბიზნეს სახლის შემთხვევაში მწვანე ინფრასტრუქტურის შექნმის გზით მოსალოდნელი
არის მასში მიმდინარე პროცესების უფრო ხარისხიანი მიმდინარეობა. რადგან თავისი
არსით ბიზნეს სახლი უკავშირდება ათასობით ბიზნეს წარმომადგენლისათვის
მომსახურების გაწევას, შენობის გაუმჯობესებული ხარისხის გამო მოსალოდნელია
მსახურების მიღების მსურველთა გაზრდილი ნაკადი და მეტი დაკმაყოფილება,
ჩვეულებრივ შენობაში მიღებულ იგივე მომსახურებასთან შედარებით.

მწვანე შენობების რეგისტრაცია/სერტიფიცირება

მწვანე შენობის საბაზრო (გასაყიდი ან გასაქირავებელი) ფასი ჩვეულებრივთან
შედარებით უფრ მაღალია. მყიდველი ან დამქირავებელი ზედმეტს იზდის იმ გაზრდილ
ხარისხში და მოგებაში, რაც მწვანე შენობას შეუძლია რომ მას მოუტანოს.

არის თუ არა შენობამწვანე, და რამდენად მწვანეა – ამას განსაზღვრავს დეველოპერისა
და მყიდველისაგან დამოუკიდებელი მესამე მიუკერძოებელი მხარე. შენობის მწვანე
მახასიათებლები დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაცემულია მსოფლიოში
ნდობით აღჭურვილი ორგანიზაციების მიერ.

მწვანე მშენებლობის რეიტინგის და სერტიფიცირების მაჩვენებლები
გათვალისწინებულია მშენებლობის დაპროექტების საფეხურიდან მისი
ექსპლუატაციიდან გამოყვანის ჩათვლით. ეს მაჩვენებლები გამოიყენება მწვანე
მშენებლობის რეიტინგისა და სერტიფიცირების სქემებში როგორც ძირითადი
მიმართულებების ან კონკრეტული გარემო პირობების სწრაფი ცვლილებების გაზომვის
ინსტრუმენტი შენობის ექსპლუატაციის პერიოდის სხვადასხვა საფეხურის
განმავლობაში.

ჩამოყალიბებულია და მთელ მსოფლიოში მოქმედებს მწვანე მშენებლობის რეიტინგისა
და სერტიფიცირების მრავალი სქემა. მათგან ყველაზე ფართოდაა გავრცელებული ამერიკული LEED და ბრიტანული BREEAM სისტემები. როგორც ქვემოთ ცხრილშია ნაჩვენები, აღნიშნული სქემებით გათვალისწინებული კრიტერიუმები ბევრ შემთხვევაში მსგავსია.

* – ატმოსფეროს ჩათვლით
** – წყლის მოხმარების ეფექტიანობა
*** – ჩართულია ენერგიაში

**** – დაპროექტების ჩათვლით

LEED-ი და BREEAM -ი არის მწვანე შენობების სერტიფიცირების მსოფლიოში ყველაზე
მეტად გავრცელებული საერთაშორისო სისტემა. მას ადმინისტრირებას უწევს ამერიკის
მწვანე მშენებლობის საბჭო მწვანე ბიზნესის სერტიფიცირების თავისივე ინსტიტუტის
მეშვეობით. სერტიფიცირების საფუძველია მინიმალური და სკრედიტო მოთხოვნების
შესრულება, რომლებიც ჯამდება და შედეგის მიხედვით შენობას ენიჭება
სერტიფიცირებული, ვერცხლის, ოქროს ან პლატინის სერტიფიცირებული ხარისხი.

სერტიფიკატს გასცემს ამერიკის მწვანე მშენებლობის საბჭო ან ორგანიზაცია BRE
წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებებს აგროვებს ან ქმნის
LEED აკრედიტირებული კონსულტანტი ან BREEAM საერთაშორისო შემფასებელი. იგი
ასევე კონსულტაციას უწევს პროექტში მონაწილე ყველა მხარეს: დამკვეთს,
დამპროექტებელს, კონტრაქტორებს, სხვა კონსულტანტებს და ა.შ. სერტიფიცირების
პროცესის სწორ წარმართვაში.

სერტიფიცირებული შენობა დამკვეთისთვის წარმოადგენს მარკეტინგის ძლიერ
ინსტრუმენტს. სერტიფიკატი ადასტურებს შენობის გაზრდილ მახასიათებლებს და
წარმოადგენს მსოფლიო ბიზნესისათვის შენობის ხარისხის და დამკვეთის
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ყველაზე ცნობად დადასტურებას.

მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველო

საქართველოში წარმატებით მუშაობს მწვანე მშენებლობის საბჭო რომლის მიზანია
ქვეყანაში მწვანე მშენებლობის ხელშეწყობა როგორ მიწოდების ასევე ბაზარზე
მოთხოვნის მხრიდან. საბჭოს მიერ შემუშავებული შეფასებისა და სერტიფიცეირების
ინტეგრირებული სისტემის მოხედვით უკვე რეგისტრირებულია 5 ქართული ობიექტი.
ადგილობრივი სისტემა მორგებულია ადგილობრივ პროექტებზე და მაქსიმალურად
ხელს უქყობს ქარტულ ბაზარ თანდათანობით წინსვლაში მწვანე შენობების
რაოდენობისა და მახასიათებლების ზრდისათვის.

 

ადგილობრივი (ქართუი) სისტემით მწვანე შენბების რეგისტრაცია ანსაკუთრებით
ხელსაყრელია ადგილობრივად მართული / დაფინანსებული პროექტებისათვის, რადგან
მისი სირთულე ადეკვატურია ბაზარზე არსებული საინჟინრო ცოდნისა, თუმცა იგი
ფარავს მსოფლიო პრაქტიკით მწვანე მახასიათებლების სრულ სპექტრს.

 

 

 

 

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop