თანამედროვე ეპოქა მზარდი გარემოსდაცვითი ცნობიერებით და მდგრადი პრაქტიკისკენ გადასვლით ხასიათდება. საქართველოში ისეთი მწვანე ტექნოლოგიების იმპლიმენტატორი კომპანიები როგორიცაა შპს: დიო,დავით ვაშაძის ფიტობალნეოთერაპიის ცენტრი , ესკო-ეს, მთის კურორტი განთიადი, არაგადამდებ დაავადებათა კონტროლის ალიანსი- კორპორატიული-სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ღრმა ერთგულებას გამოხატავენ. ეს კომპანიები არა მხოლოდ წარმოების ეკოლოგიურად სუფთა წესებს ამკვიდრებენ, არამედ საკუთარი ბიზნეს- მოდელები აქტიურად მოყავთ შესაბამისობაში მწვანე ეკონომიკის პრინციპებთან. ისინი ფინანსირების ესკო მოდელების განვითარებას, პროკრედიტ ბანკ საქართველოსთან ეფექტური პარტნიორობით ავითარებენ.
ეს ალიანსი მოიცავს მდგრადობის ფართო ასპექტებს. მათ შორის გარემოს დაცვას, სოციალურ თანასწორობას და ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას. სწორედ ამ მიზეზით და მათი უშუალო ჩართულობით წარიმართა, საქართველოში ჟურნალისტების რიგით მეორე კონკურსი, რომელიც სიდრის კლუბ ბაზალეთში 2025 წლის 30 იანვარს დაიწყო და მომდევნო სამ თვეს გასტანს. კონკურსში ქვეყნის ოცდაათამდე წამყვანი ჟურნალისტი ჩაერთო, საკითხით დაინტერესებულ ბიზნეს-სუბიექტებთან ერთად.
შეხვედრას დაესწრო და ჟურნალისტების კონკურსს – „2025 ჟურნალისტები კლიმატის მითიგაციისთვის და ადაპტაციისთვის“ – მხარი დაუჭირა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა: „მდგრადი წარმოების მეთოდებისთვის პრიორიტეტების მინიჭებით, კონკურსში ჩართული ადამიანები მნიშვნელოვნად ამცირებენ ნახშირბადის ემისიებს და გარემოს დეგრადაციას. ასეთი მიდგომები პრიორიტეტულს ხდიან კორპორატიულ პასუხისმგებლობებს.“ – აღნიშნა ქალბატონმა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტებისთვის ჩატარდა დარგის ექსპერტების მასტერკლასები გარემოსდაცვით ცნობიერებაში. გაიმართა სპეციალურად მათთვის მომზადებული ვიდეოსიუჟეტების: – „ მომავლის ქალაქები“, „ენერგეტიკული კუნძულები“, „ოზონის ფენა დედამიწის ჯავშანი“- ჩვენება.
არაგადამდებ დაავადებათა ალიანსის ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრმა სიმონ გაბრიჭიძემ – თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ კომპანიების მწვანე ეკონომიკასთან „დამეგობრება“ წარმოშობს ტალღოვან ეფექტს, რომელიც სცილდება ერთეულ ღონისძიებებს და ემსახურება საზოგადოების განათლებას მდგრადი პრაქტიკის შესახებ. განახლებადი ენერგიის, მდგრადი მასალების და ეფექტური წარმოების პროცესების მხარდაჭერით, ასეთი კომპანიები ხელს უწყობენ კოლექტიურ მოძრაობას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს პლანეტაზე ადამიანის ჯანმრთელობას.
შეხვედრის მონაწილებმა მხარი დაუჭირეს მოძრაობას – „დაიცავი გარემო და ადამიანები“, რომლის ფარგლებშიც შეგროვდა თანხა და 42 სოციალურად დაუცველ ოჯახს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გადაეცემა ევროპული სტანტდარტის ენერგოეფექტიანი ღუმელები. ეს უზრუნველყოფს ტყეზე ზეწოლის შემცირებას და ხელს შეუწყობს 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად ბორჯომში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის კორომების რეაბილიტაციის პროცესს.
„საქართველოს ბიომასის ასოციაციის“ კომპანიების: „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა“, გაეროს განვითარების სააგენტო UNDP, სტომატოლოგიური კლინიკა „ ორთოგრაფის“ დონაცია ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ შეუძლია კორპორატიულ პასუხისმგებლობას მდგრად ეკონომიკაზე გადასვლა.
„ერთგულება გარემოსდაცვითი მთლიანობისა და გამჭვირვალე პრაქტიკისადმი, არა მხოლოდ დადებითად მოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე, არამედ ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას მდგრადობის ინიციატივების მიმართ, რადგან მწვანე ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას და სწორედ მწვანე ეკონომიკა არის ჩვენი დედამიწის ბედნიერება“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა არსენ გვენეტაძემ.