,,ესკო-ესი’’ მდგრადი არქიტექტურის სფეროში მოწინავე კომპანიაა, რომლის პრინციპი მომხმარებლისთვის ეკომგრძნობიარე, კომფორტაბელური და ხარჯთეფექტიანი საცხოვრებელი და სამუშო გარემოს შექმნას ემყარება.
თავისი არსებობის 5 წლის მანძილზე, კომპანია ,,ესკო-ესი’’ სტაბილურად ახორციელებს საინჟინრო საქმიანობას, რაც მოიცავს MEP-ის (Mechanical Electrical Plumbing) ზედამხედველობას და პროექტის მართვის სერვისებს ყველა ტიპის საცხოვრებელი, კომპერციული, საჯარო თუ ინდუსტრიული შენობა-ნაგებობების პროექტებისათვის.
,,ესკო-ესი” ევროპული სტანდარტების შესაბამისად ოპერირებს, კომპანიის მიდგომები თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებს ემყარება. ,,ესკო-ესს’’ პროფესიონალი ინჟინრებითა და მკვლევარებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, რომელიც ფინანსური და ტექნიკური მოდელების, ენერგიის მართვის და IAQ -ს საკუთრებისა და რისკის შეფასების, პროექტისა და სამშენებლო მენეჯმენტის პროექტირების-რეალიზაციისა და ოპერირებისთვის საჭირო საინჟინრო და კონსულტირების სერვისების სრული პაკეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.
მდგრადი ინჟინერინგი არის სისტემების შექმნისა და ოპერირების პროცესი, რომლის დროსაც ხდება ენერგიისა და რესურსების მდგრადი გამოყენება. სხვა სიტყვებით რომ განვმარტოთ, ენერგიისა და რესურსების მოხმარების ის მაჩვენებელი, რაც დღის წესრიგში არ აყენებს ბუნებრივი გარემოსა და მომავალი თაობების მიერ საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლბობის კომპრომისს.
რაც მეტია მდგრადი შენობების რიცხვი, მით უკეთესია ჩვენი გარემო. რომელი კუთხიდანაც არ უნდა შევხედოთ, მდგრადი არქიტექტურა ამცირებს შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო ხარჯებს. ახსენს რა მზის, ქარის და/ან წყლის ენერგიების უტილიზაციას, შენობას შეუძლია შექმნას საკუთარი ენერგია მინიმალური დანახარჯებით.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური ხანის წყლის სადისტრიბუციო სისტემები ზოგიერთისთვის მდგრადი ინჟინერინგის საწყისებს უკავშირდება, თანამედროვე მდგრადი ინჟინერინგი სათავეს მე-19 საუკუნის ლონდონიდან იღებს. ჯოზეფ ბაზელჯეტი იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს პირველი მთავარი საკანალიზაციო სისტემა შექმნა და ამით ეგრეთ წოდებული ,,დიდი სიმყრალის’’ პრობლემა გადაჭრა. ცხელი ამინდი მდინარე ტემზაში ჩადინებული ნარჩენის სუნს ამძაფრებდა. სისტემის შექმნამდე საკანალიზაციო მილები ნარჩენებისგან პირდაპირ მდინარეში იცლებოდა, რომელიც ქალაქის მაცხოვრებელთათვის სასმელი წყლის ძირითადი წყარო იყო. ბაზელჯეტის ამ რევოლუციურმა გამოგონებამ ბევრად დიდი მისია შეასრულა, ვიდრე ნარჩენების გადაადგილებაში ცვლილება იყო. ამ სისტემამ სრულიად შეცვალა მაშინდელი საზოგადოების ყოფა, რაც დაბინძურებული სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებების დრამატულ შემცირებაში გამოიხატებოდა. ჭკვიანური სისტემა მიმართული იყო გარემოს ხარისხის და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. ის ასევე ითვლება მომდევნო ათასწლეულის ინჟინერინგის წინამორბედად.
მზის ენერგია არის სითბოს ტრანსფორმაცია, რომელიც მზისგან მომავალი ენერგიაა. მზის ენერგია მსოფლიოს ხალხების მიერ ათასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ფორმით გამოიყენება. მზის ენერგიის ყველაზე ძირძველი მოხმარება გათბობის, საკვების მომზადების და საშრობი დანიშნულებით ხდებოდა.
დღესდღეობით, მზის ენერგია არაერთი სახით გამოიყენება:
როდესაც მზე სოლარულ პანელზე ანათებს, მზის სხივიდან გამოსული ენერგია პანელის PV უჯრედების მიერ შთაინთქმევა. ეს ენერგია ელექტრონულ მუხტებს ქმნის, რომელიც შემდგომ უჯრედშიდა ელექტრონული ველის საპასუხოდ გადაადგილდება, რაც ელექტროენერგიის დინებას განაპირობებს.
ქარის ტურბინები მარტივი პრინციპით მუშაობს. ენერგია ქარში ორ ან სამ პროპელერის მსგავს პირს როტორის გარშემო ატრიალებს, რომელიც თავის მხრივ მთავარ ლილვთანაა დაკავშირებული, რომელიც ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად გენერატორის ბრუნვას ასტიმულირებს.
ქარის ტურბინები იყენებენ პირებს ქარის კინეტიკური ენერგიის შესაკრებად. ქარი, რომელიც ამ პირებზე უბერავს, აწევის ეფექტს ქმნის (როგორც თვითმფრინავის ფრთებზე) ეს კი პირების ბრუნვას განაპირობებს. პირები დაკავშირებულია ამძრავ ლილვთან, რომელიც ელექტრო გენერატორს ამუშავებს და ელექტრონერგიას წარმოქმნის.
მსოფლიოს უმეტეს ადგილას, დღესდღეობით განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია უფრო იაფია ვიდრე ახალი წიაღისეული საწვავიდან. ამ ცვლილების ფუნდამენტური სტიმულატორია ის, რომ განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები მისდევს სწავლის მრუდს, რაც იმას ნიშნავს, რომ კუმულაციური დამონტაჟებული სიმძლავრის ყოველი გაორმაგებით, მათი ფასი იმავე წილით კლებულობს.
უახლესი გლობალური კვლევებით, დღესდღეობით, ელექტროენერგიის გენერირებისთვის ქარისა და მზის ენერგიები ყველაზე დაბალ-ხარჯიან წყაროებად არის მიჩნეული.
განახლებადი ენერგიის გენერირების ხარჯების ორგანიზაცია IRENA-ს 2017 წლის ანგარიშის თანახმად, მზე და ოფშორული ქარი ყველაზე იაფიან ენერგიის წაყროებს წარმოადგენენ. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2017 წელს ქარის ტურბინების ფასის საშუალო ხარჯი კვტ/სთ-ზე 0.06 აშშ დოლარია, თუმცა ზოგიერთი სქემის მიხედვით ეს ფასი კვტ/სთ-ზე 0.04 აშშ დოლარით განისაზღვრა.მზის ფოტოვოლტარული პანელების ფასი კი კვტ/სთ-ზე, 0.10 აშშ დოლარზე ჩამოვიდა.
შედარებისთვის, ელექტორენერგიის გენერირებისთვის საჭირო წიაღისეული საწვავის ფასი როგორც წესი, 0.05-0.17 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს კვტ/სთ-ზე.